Techstars TLV-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ისრაელის უმსხვილესი ინვესტორი ქართულ სტარტაპებს BTU-ში შეხვდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
70-ზე მეტი სტარტაპის ანგელოზი ინვესტორი, სერიული ანტრეპრენერი, ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის დასახელებული ტექსტარის ყოფილი ხელმძღვანელი და მენტორი ჰილა ოვილ ბრენერი, სტარტაპ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას BTU-ს მიერ ორგანიზებული, გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე გამართავს.
ჰილა ოლივ ბრენერი მეწარმე ქალთა აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოში. მისი დაფუძნებულია ორგანიზაცია Yazamiyot, რომელშიც 5500-ზე მეტი მეწარმე ქალია გაერთიანებული და ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. Ორგანიზაციის მთვარი მისიაა უახლოეს პერიოდში მეწარმე ქალების რიცხვის გაზრდა Hi-Tech და Bio-Tech მიმართულებით.
ინვესტორი, სამიტის Keynote სპიკერი და პანელისტი იქნება. ამავედროულად, ბრენერთან შესახვედრად და სტარტაპების წარსადგენად, უკვე შეირჩა ქვეყნის მოწინავე, ინოვაციური და სწრაფად მზარდი სტარტაპები. ფიჩინგის სესიას აგრეთვე დაესწრებიან ინვესტორები საერთაშორისო ვენჩურული ფონდებიდან. ანგელოზ ინვესტორებთან შეხვედრა ღონისძიების დახურული ნაწილია, რომლის მიზანია გაზარდოს საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების ფინანსებთან წვდომა, საერთაშორისო კომერციალიზაციის პოტენციალი და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა.
გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია.