ტერაბანკი გასული წლის მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების შედეგებს აჯამებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების 2022 წლის შედეგები შეაჯამა. საგულისხმოა, რომ ბანკმა სტრატეგიული სეგმენტის კუთხით დადებითი, მზარდი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რაზეც პოზიტიური გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა ინიციატივებმაც მოახდინა.
გასულ წელს ტერაბანკმა ბიზნესის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდა: საკრედიტო პორტფელმა 28,4%-ით მოიმატა, სადეპოზიტო პორტფელმა კი — 61,8%-ით. რაც შეეხება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საერთო რიცხვს, ეს მაჩვენებელი 32%-ით გაიზარდა.
2022 წლის განმავლობაში ტერაბანკი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებთან პარტნიორობას კვლავაც ინტენსიურად აგრძელებდა, რაც შესაბამისი საკრედიტო პორტფელის ზრდაზეც დადებითად აისახა. კერძოდ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამებით გაცემული სესხების 18% ტერაბანკზე მოდის. სააგენტოსთან თანამშრომლობით, სულ ტერაბანკმა 70 ბიზნესი დააფინანსა, რითაც მხარი დაუჭირა ადგილობრივი წარმოებისა თუ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას, დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.
ტერაბანკისთვის 2022 წელი გამორჩეული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი აქტივობებითაც. სწორედ ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა ონლაინ ბიზნესკატალოგი, რომელიც 100 ქართულ ბიზნესს აერთიანებდა და ტერაბანკის ვებგვერდსა და ფეისბუქზე იყო განთავსებული. კატალოგი ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებდა და ინტერნეტმომხმარებლებს ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების პროდუქტებსა თუ მომსახურებებს აცნობდა. მისი დახმარებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა, კატალოგი დაეთვალიერებინა, მწარმოებელს დაკავშირებოდა, სასურველი პროდუქტი შეეძინა და თავადაც მისი ბიზნესის წარმატების თანამონაწილე გამხდარიყო.
2022 წელს კვლავაც გრძელდებოდა წარმატებული ინიციატივა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესკლიენტებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, მათთვის ტერაბანკის პროდუქტებისა და მომსახურებების, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების, შეღავათიანი სესხებისა და სხვა შესაძლებლობების გაცნობას ემსახურებოდა. სასარგებლო ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების მიზნით, ბიზნესკლიენტებისთვის აქტიურად იმართებოდა ტრადიციული ვებინარებიც. 2022 წელს სულ 8 ვებინარი ჩატარდა და ისეთ აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, როგორებიცაა ციფრული გაყიდვები, სტრატეგიული დაგეგმვა და ფინანსირება, აგრობიზნესის მართვა, სამუშაო ძალის დეფიციტი, განახლებადი ენერგიები და ა.შ.
გასული წლის განმავლობაში ტერაბანკი აქტიურად ზრუნავდა ბიზნესკლიენტების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაზეც. ამ მიზნით, ბანკი მათ საქმიანობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ციფრული მედიის საკუთარი არხებით სისტემატურად წარმოაჩენდა.
2023 წლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებული ყურადღება კი ამ მიმართულების განვითარების პროცესში აგრო და სტარტაპ სესხების პროდუქტების შეთავაზებას, ქალი და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას, მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას დაეთმობა.