თიბისი ევროპის ინოვაციების აკადემიის საერთაშორისო ბანაკის მხარდამჭერია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
5-9 სექტემბერს, ბათუმში გაიმართა ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) მიერ ორგანიზებული ინოვაციისა და ლიდერობის საერთაშორისო ბანაკი. პროექტში მონაწილეობა მიიღო 100-მა სტუდენტმა, 11 ქვეყნიდან, რომელთაგანაც 50 ქართველია, 50 კი - საერთაშორისო სტუდენტი. საერთაშორისო სტუდენტებს შორის იყო პროექტ Safe Haven-ის მონაწილე 12 უკრაინელი გოგონა.
ერთკვირიან ინტენსიურ საზაფხულო ბანაკში სტუდენტებმა გაიარეს მეწარმეობის და ლიდერობის პროგრამა, რომელსაც უძღვებოდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
ინოვაციების ბანაკი საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ყოველწლიურად იმართება. ამჯერად, ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში მიიღონ, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო დონის განათლება.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მეწარმეობის მიმართულებებით. ის მომავალ სტარტაპერებს აძლევს სწორ მიმართულებას და უადვილებს გზას, აქციონ საკუთარი ინოვაციური იდეები ტექნოლოგიურ სტარტაპებად.
ინოვაციების ბანაკს მასპინძლობს ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA). პროექტის მხარდაჭერები კი არიან: თიბისი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტი, სტარტაპ ქონექთი, US MAC და სხვა.
"ევროპის ინოვაციების აკადემიის საზაფხულო ბანაკის მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის მიზნებთან, რომელიც თავისი განვითარების მეოთხე ათწლეულს ახალი თაობის მხარდაჭერას, მათ განათლებას და სამეწარმეო და ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას მიუძღვნის. თიბისისთვის საამაყოა ევროპის ინოვაციების აკადემიასთან ამ პროექტში თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ახალგაზრდებისთვის მსოფლიო დონის განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის საქმეში." - აცხადებს, თიბისის ბრენდ ანალიტიკის ლიდერი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მაყაშვილი.