თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - "კემპის" გამარჯვებულები ცნობილია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - "კემპის" მე-4 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია.
პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ანი მიქაძემ და მარიამ წოწონავამ, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკა კოპალეიშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - დიანა ჩავლეიშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკოლოზ ჩიტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნოდარ ხორავამ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცათ.
პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 170 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავეს. ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, ქალაქგარეთ, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.
"კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ. ამ ნაკადის რამდენიმე მონაწილესთანაც უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.