თიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის Global Finance-სგან ჯილდო მიიღო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-ი, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.
ეს ჯილდო თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ უკვე მეოთხედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.
"თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ჩვენი მოწინავე პოზიციების აღიარებაა," - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"პერსონალური საბანკო მომსახურება არის ხელოვნება და ასევე მეცნიერება, რომელშიც ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების ცოდნა შერწყმულია მომხმარებლის საჭიროებებზე დეტალურ და მუდმივ დაკვირვებასთან", - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია. მათი ყურადღების ქვეშ ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.
Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა.
Global Finance-ის 2024 წლის საბანკო რეიტინგები 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 პერიოდის შესრულებას ეფუძნება.