თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული "კოფისტა" მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "კოფისტას" და თიბისის ურთიერთობა 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაწიყო, დღესათვის კი ამ თანამშრომლობის შედეგები კომპანიის განახლება - მისი გაფართოებაში - ახალი საწარმოს გახსნასა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილიალის დამატებაში აისახება.
თიბისის მხარდაჭერით განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი და 30 თანამშრომელთან ერთად საწარმო, 2021 წლიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს და "კოფისტას" 10 ფილიალს და კაფეს ტიპის 10-მდე სხვა ობიექტს ამარაგებს.
"კოფისტა" ქართულ ბაზარზე 2015 წელს, რუსთაველის გამზირზე გახსნილი ფილიალით გამოჩნდა და მომხმარებლის გული მალევე მოიგო, რაც გემრიელი ყავისა და პურ-ფუნთუშეულის განსხვავებული, ჯანსაღი გემოს გარდა, მომსახურების მაღალმა ხარისხმა და კაფეში შექმნილმა მყუდრო, მეგობრულმა ატმოსფერომაც განაპირობა. სწორედ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი გახდა რამდენიმე წელიწადში "კოფისტას" ცნობადობისა და მისი მუდმივი მოხმარებლის სწრაფი ზრდის საფუძველიც, რამაც მალევე კომპანიის გაფართოება გახადა საჭირო.
რუსთაველის ფილიალს მალევე დაემატა ჭავჭავაძის, ლესელიძის და სხვა ფილიალები, პარალელურად კი გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა პროდუქციაც - 12 სახის პროდუქტით დაწყებული წარმოება დღეისათვის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმისა თუ სალათების 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს ითვლის, რასაც ემატება "კოფისტას" უკვე სახელგანთქმული ყავისა და ჩაის ფართო ასორტიმენტი.
"პანდემიის პერიოდში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, თიბისის მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოახერხა არა მხოლოდ ბრენდის შენარჩუნება და ფეხზე დაყენება, არამედ ახალი ფილიალების გახსნაც. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის აეროპორტის ფილიალი, რომელიც დიდი წარმატებით მუშაობს. გარდა ამისა, მივხვდით, რომ ცვლილებები იყო საჭირო ბრენდში, მომსახურებაში, პროდუქციის წარმოებაში, ამიტომ შევუკვეთეთ სოციოლოგიური კვლევები, რომელთა საფუძველზეც დავგეგმეთ და ოქტომბის თვეში დავიწყეთ რებრენდინგი. შეიცვალა ლოგო, ასორტიმენტი კი, განსაკუთრებით საკვების და სნექების მიმართულებით, გაფართოვდა. ბრენდი გაახალგაზრდავდა, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ლანჩზე ორიენტირებული ადამიანებისთვის დავიწყეთ მუშაობა, დავახლოვდით მოზარდების სეგმენტთან, მოწვეულ ედვაიზორებთან და შეფ მზარეულთან ერთად შევქმენით ახალი სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯნაბიჯ მივყვებით. ეს პროცესი საბოლოოდ იანვარში დასრულდება. შიდა ვიზუალის მხრივ "კოფისტას" გასართობ და თავშეყრის ადგილად ვაქცევთ, სადაც ყველა მომხმარებელს დემოკრატიული გარემო და გემრიელი ასორტიმენტი დახვდება," - ამბობს კოპანია "კოფისტას" დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.
თუმცა "კოფისტა" მხოლოდ ამ სიახლეებით არ შემოიფარგლება და მომხმარებელს სამომავლო პროექტებსაც უანონსებს: მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილია რამდენიმე ფილიალის დამატება თბილისში და "კოფისტას" გახსნა რეგიონებშც, პირველ ეტაპზე - ბათუმსა და ქუთაისში. 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის გუნდი მომხმარებელს, "კოფისტას" ფილიალების 20-მდე გაზრდას ჰპირდება, რასაც უკვე შემუშავებული ფრენჩაიზინგის მოდელი შეუწყობს ხელს. უახლოესი 5 წლის განვითარების სტრატეგია ფრენჩაიზინგის ქვეშ აქტიურ განვითარებას გულისხმობს, რაც ბრენდის ქვეშ ობიექტების გახსნას ევროპულ დედაქალაქებშიც მოიაზრებს.