Sponsored Content

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air 2023 ფესტივალი იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის მხარდაჭერით 23 ივნისს რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air იწყება.

ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდება. 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას საყოველთაოდ ცნობილ უცხოელ არტისტებთან: Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul ერთად, ქართველი ბენდები Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვა მუსიკოსები დაიკავებენ. 23 ივნისს კი ფესტივალის მთავარ სცენაზე ინგლისელი შემსრულებელი Tom Odell წარსდგება.

კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძება Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა, რომელსაც თიბისი პირველივე წლიდან უჭერს მხარს. ფესტივალზე მონაწილეობა 1000-ზე მეტმა შემსრულებელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები, როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.

თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი თაობის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, მუსიკალური კულტურის საქართველოში პოპულარიზაცია და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მე-14 წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია და მათთან ერთად დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს.

ფესტივალის აბონემენტისა და დღიური ბილეთების შეძენა თიბისის ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის 10%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს - www.tkt.ge/openair