Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ხელსაწყოები სწრაფი ტემპით ჩნდება და ცვლის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ წყობას. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად დღეს, როგორც ალბათ არასდროს, საჭიროა სწრაფად ავუწყოთ ფეხი ტექნოლოგიურ პროგრესს, ვინაიდან ეს შეიძლება გახდეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. ამიტომაც, ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში "ტურისტერი 2023-ის" ერთ-ერთი მთავარი თემაა.
გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა Google Cloud-ის, TripAdvisor-ის, Expedia ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობენ მოერგონ ტურისტის ქცევის ცვლილებას, შექმნან ახალი, განსხვავებული პროდუქტები და უპასუხონ თაობათა შორის ქცევით განსხვავებებს.
"ტურისტერი 2023-ის" ფარგლებში სწორედ აღნიშნული კომპანიები, Google Cloud, TripAdvisor და Expedia ისაუბრებენ ამ მნიშვნელოვან თემებზე და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ, მაგალითებს. კერძოდ კი:
Google Cloud-ის ციფრული ტრანსფორმაციების ექსპერტი, ჟივკო გურმანოვი, ისაუბრებს რა ხელსაწყოებს სთავაზობს Google Cloud-ი სტუმარმასპინძლობის და უძრავი ქონების სფეროს და როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების გამოყენება მონაცემთა შეგროვებისთვის და კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ამასთანავე, Google Cloud ფესტივალის სტუმრებს 4000$-მდე ღირებულების ბიზნეს-განვითარების რესურსებს შესთავაზებს დამსწრე მცირე და საშუალო ბიზნესებს.
Expedia-ს აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების განვითარების კოორდინატორი, ლაურა მილოშ სანჩესი, ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე, კერძოდ, მოგზაურობის დაგეგმვის ახალ თავისებურებებზე და ამ მიმართულებით ახალ ტრენდებზე ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ქეისებზე დაყრდნობით, ხოლო კონკრეტული აქცენტი სასტუმრო და ავია ინდუსტრიაზე გაკეთდება.
Tripdavisor-ის აღმოსავლეთ ევროპის კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, ალექს გროსი, კი ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე, თაობებს (თაობა X, მილენიალები , Z) შორის განსხვავებულ ქცევებზე და როგორ პასუხობს Tripdavisor აღნიშნულ ცვლილებებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ Google Cloud და TripAdvisor ზემოაღნიშნულ თემებზე გამართავენ ვორკშოპებს, სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული ეს თემები სასტუმროების, რესტორნების და უძრავი ქონების წარმომადგენლებისთვის.
"ტურისტერი 2023" 10-11 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო რედისონ ბლუში იმართება. ფესტივალზე პრეზენტაციების, პანელური დისკუსიების და ვორკშოპების პარალელურად დაგეგმილია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოფენა, რომლებიც ქმნიან ახალ გადაწყვეტილებებს სტუმარმასპინძლობის სფეროსთვის. ფესტივალი ასევე ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობებს იძლევა.
ფესტივალის გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი და USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა;
პარტნიორები: ევრო კავშირი-გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG), ბათუმის მერია, სადისტრიბუციო კომპანია "ალალი", სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი, გურუ ჰოლდინგი, ბეტა პრინტი;
მედია პარტნიორები: Entrepreneur, bm.ge და რადიო "ბათუმი";
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: https://tkt.ge/event/374375/turisteri-2023-turizmis-festivali
ორგანიზატორები: ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული სააგენტო "შინდი"