Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გული გულთან! რას ნიშნავს ეს
"ჩვენს ბიზნეს ცენტრში მუდმივად იმართება დიალოგები. დაწყებული ბრენდ-პარტნიორებით, რომლებიც საუბრობენ თავიანთ პოტენციურ პერსპექტივაზე და რეკომენდაციას უწევენ პროდუქტებს, დამთავრებული თანამშრომლებით, რომლებიც ნერგავენ ახალ იდეებს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ერთმანეთთან - და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ძლიერი ხდება, როდესაც ის გულწრფელი, ღია და გულითადია. პირადი ისტორიები ჩვენ საშუალებას გვაძლევს უკეთესი რეკომენდაცია გავუწიოთ ჩვენს ჩვენს პროდუქტს. ეს ბევრად საინტერესოა, ვიდრე მშრალი ფაქტების ფორმულირებების შესახებ. გამოცდილება და განსაკუთრებული მომენტები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით ერთმანეთისთვის, შეიძლება გაგრძელდეს მრავალი წლის მანძილზე.
და როგორი გამოწვევის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეთ, საუკეთესო გზა მის დასაძლევად არის ჩვენი გულწრფელი საუბრები. გული გულთან არის ღია და გულწრფელი საუბრები ახლო მეგობრებს შორის ყველაფერზე, რაც ამჟამად გაწუხებს. ეს არის ერთმანეთის მხარდაჭერა, შთაგონება, იდეების გაზიარება, გადაწყვეტილებების პოვნა და ერთად გართობა. ეს არის იმისთვის, რომ არ შეგეშინდეთ თქვენი ღრმა ემოციების, შინაგანი აზრების და დიადი ოცნებების გაზიარების. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით - და კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ერთად შეგვიძლია გავუმკლავდეთ ყველაზე დიდი გამოწვევებსაც კი - და შევიტანოთ სიცხადე, მიმართულება, ენთუზიაზმი და მომავლის იმედი. გული გულთან არის იმის გაზიარება, რაც თქვენს გონებაშია და მნიშვნელოვანი საუბრები მეგობრებს შორის - გულწრფელობის, ნდობის, გახსნილობის და ადამიანური კავშირების სილამაზის დღესასწაული. მოდი ვისაუბროთ! გული გულთან"
Oriflame საქართველოს შესახებ Entrepreneur კომპანიის გენერალურ დირექტორს ტატიანა მერეუცეს ესაუბრა.
როგორია იმუშაო სილამაზისთვის და იყო სილამაზის ინდუსტრიის უდიდესი საზოგადოების ნაწილი?
Oriflame უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესი სილამაზის ინდუსტრიაში - ჩვენ ვართ სოციალური გაყიდვების სილამაზის საზოგადოება; ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, რომ აღმოჩნდნენ სილამაზის სამყაროში, გაიუმჯობესონ ცხოვრება და აისრულონ ოცნებები. ჩვენი ბიზნესის ბირთვი არიან ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან სხვა ადამიანებს იყვნენ წარმატებულები – და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება, ვიცოდე, რომ შემიძლია დავეხმარო და შევიტანო წვლილი ხალხის წარმატებაში. როდესაც სხვებს ეხმარებით და ინვესტირებას უწევთ, თავად გახდებით წარმატებული. ამიტომ ჩვენი ყველაზე დიდი ძალა ჩვენი საზოგადოებაა, სადაც ჩვენი ხალხი საშუალებას აძლევს ერთმანეთს იყოს საუკეთესო.
Oriflame მსოფლიოში - გამოწვევები, მიღწევები და გეგმები.
ჩვენ ყველა ვდგებით გამოწვევების წინაშე, რომლებსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით: პანდემიამ და მსოფლიოში გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გავლენა მოახდინა ჩვენს ბიზნესსა და ცხოვრებაზე.
სამომავლო ტენდენციების, ჩვენი ბიზნეს მოდელის და მისი მოდერნიზაციის სიღრმისეულმა გაგებამ, ციფრულმა და თანამედროვე ინოვაციურ ინსტრუმენტებზე ფოკუსირებამ და ჩვენს ბრენდ პარტნიორებთან ემოციური კავშირის ძალა დაეხმარა Oriflame-ს გამოწვევების დაძლევაში.
საუბარი ჩვენს გეგმებსა და სტრატეგიაზე - გასულ კვირას სტოკჰოლმში გაიმართა ორიფლეიმის მენეჯმენტის ყოველწლიური კონფერენცია - Management MeetUp.
130-ზე მეტი მონაწილე ჩამოვიდა ჩვენი 60 ბაზრიდან, რათა გაცნობოდნენ ჩვენს განახლებულ სტრატეგიას, რათა შთაგონებულიყვნენ და გაძლიერებულიყვნენ ახალი ინსტრუმენტებით, ინიციატივებით და ბიზნეს პრაქტიკით, ქსელთან დასაკავშირებლად და, რა თქმა უნდა, გასართობად. მე აღვნიშნავ მხოლოდ რამდენიმე ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებას:
1. ახალი პროდუქტის ჩაშვება, როგორიცაა ჩვენი გაუმჯობესებული კანის მოვლის რუტინა Novage+, ან თმის მოვლის ახალი სერია რომელიც ზრუნავს თქვენს თავის კანსა და თმაზე - Duologi.
2. სამომხმარებლო გამოცდილება ჩვენ გვჯერა, რომ Oriflame-ის პროდუქტებმა უნდა გამოიწვიოს ჩვენი მომხმარებლების დადებითი გრძნობები და ემოციები, მათი მოქმედების და ეფექტურობის გათვალისწინებით. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მომხმარებლებთან ურთიერთობის სხვადასხვა გზებზე, ვეცადეთ, რომ ყოველი კონტაქტი Oriflame-თან რაც შეიძლება სასიამოვნო ყოფილიყო.
3. Oriflame-ის ბრენდ პარტნიორები. ჩვენმა გლობალურმა დეპარტამენტებმა შეაგროვეს უამრავი შესანიშნავი ინიციატივა, ტრენინგები და ციფრული ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ ჩვენი ბრენდ პატნიორების გამოცდილება, რაც მას მარტივს, სახალისოს და ღირებულს გახდის.
4. თანამშრომელთა გამოცდილება არის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება. ჩვენს კომპანიაში -ჩაეშვა მრავალი ინსტრუმენტი, ტრენინგი და ინიციატივა. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ კომპანიაში კომპეტენციებისა და ცოდნის გაზიარების ახალ გზებზე, იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ლიდერი გამოწვევების დროს და ა.შ.
რამდენი ხანია რაც შემოუერთდით Oriflame საქართველოს გუნდს?
Oriflame საქართველოს დირექტორის თანამდებობა 2022 წლის ნოემბერში დავიკავე. მაგრამ რეალურად, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობთ ქართველ კოლეგებთან და ბრენდ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს მივლინებებსა და კონფერენციებზე, თანამშრომელთა შეხვედრებსა და საერთაშორისო ღონისძიებებზე.
რა სიახლეები და გეგმები აქვს Oriflame საქართველოს?
შვედეთს აქვს დიდი ხნის ისტორია, როგორც ინოვაციების ლიდერს და არის ერთ-ერთი იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებიც მუდმივად შედიან მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ ტოპ სამეულში.
თავის მხრივ, Oriflame-ს, როგორც შვედურ ბრენდს, ასევე აქვს გრძელვადიანი ფოკუსირება კვლევასა და ინოვაციებზე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს ახალ, როგორც პროდუქტის, ასევე ბიზნეს ინსტრუმენტების ჩაშვებაზე. მე გაგიზიარებთ ყველაზე უახლესს:
ორიოდე კვირის წინ ჩვენს მომხმარებლებს საქართველოში წარვუდგინეთ ჩვენი კანის მოვლის ინოვაციური რუტინა Novage+. ეს არის Oriflame-ის სრულიად ახალი ანტი ასაკობრივი მიდგომა ახალი ტექნოლოგიებით, განახლებული რუტინით, მაღალი ეფექტურობით და უფრო სწრაფი შედეგებით, ვიდრე ოდესმე - მაგრამ ნაზი კანის და ბუნების მიმართ! მოწინავე, ბუნებით შთაგონებული Bio Activating Technologies ააქტიურებს კანის საკუთარ ბიოლოგიურ ფუნქციებს, რათა დაეხმაროს მას განახლებაში, აღდგენასა და გაძლიერებაში. Novage+-თან ერთად ჩვენ ჩავუშვით ჩვენი ახალი ციფრული კანის დიაგნოსტიკა, რომელიც ხელმძღვანელობს მომხმარებელთა სრულყოფილ რუტინაზე და სთავაზობს პერსონალიზირებულ რეკომენდაციებს.
ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას ახალ ბრენდ პარტნიორებთან დასაკავშირებლად და მხარს ვუჭერთ მათ, რომ სისტემატურად მოიწვიონ ახალბედები Oriflame-ის საზოგადოებაში. მომავალ კვირას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ახალ ინსტრუმენტს The Perfect Start - თქვენი პირველი 90 დღე Oriflame-თან ერთად. ეს არის გაუმჯობესებული ნაბიჯ-ნაბიჯ ციფრული ჩართვის ინსტრუმენტი მობილური ოფისში. ის უზრუნველყოფს სახალისო, მარტივ და სასარგებლო გამოცდილებას, სადაც ყველა სარგებელს იღებს.
რა სიახლეები და გეგმები აქვს Oriflame საქართველოს?
შვედეთს აქვს დიდი ხნის ისტორია როგორც ინოვაციების ლიდერს და არის ერთ-ერთი იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებიც მუდმივად შედიან მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ ტოპ სამეულში.
თავის მხრივ, Oriflame-ს, როგორც შვედურ ბრენდს, ასევე აქვს გრძელვადიანი ფოკუსირება კვლევასა და ინოვაციებზე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს ახალ, როგორც პროდუქტის, ასევე ბიზნეს ინსტრუმენტების ჩაშვებაზე. როგორც პროდუქტზე, ასევე ბიზნეს ინსტრუმენტებზე. მე გაგიზიარებთ მხოლოდ უახლესებს:
ორიოდე კვირის წინ ჩვენს მომხმარებლებს საქართველოში წარვუდგინეთ ჩვენი კანის მოვლის ინოვაციური რუტინა Novage+. ეს არის Oriflame-ის სრულიად ახალი ანტიასაკობრივი მიდგომა ახალი ტექნოლოგიებით, განახლებული რუტინით, მაღალი ეფექტურობით და უფრო სწრაფი შედეგებით, ვიდრე ოდესმე - მაგრამ ნაზი კანის და ბუნების მიმართ! მოწინავე, ბუნებით შთაგონებული Bio Activating Technologies ააქტიურებს კანის საკუთარ ბიოლოგიურ ფუნქციებს, რათა დაეხმაროს მას განახლებაში, აღდგენასა და გაძლიერებაში. Novage+-თან ერთად ჩვენ ჩავუშვით ჩვენი ახალი ციფრული კანის ანალიზის ხელსაწყო, რომელიც ხელმძღვანელობს მომხმარებლებს მათ სრულყოფილ რუტინაზე პერსონალიზებული რეკომენდაციების შეთავაზებით.
მთავარი, რაც Oriflame საქართველოს განსაკუთრებულს ხდის.
ქართველებს უყვართ თავისუფლება. რას ვგულისხმობ ამ კონტექსტში? ქართველებს აქვთ თავისუფალი სული და სამეწარმეო სული. ორივე ეს თვისება ნიშნავს თავისუფლებას და ეს იდეალურად ერგება Oriflame-ის ბიზნეს მოდელს.
თავისუფლებას კი მოქმედება სჭირდება! ახლა შესანიშნავი დროა წინსვლისთვის და იმისთვის, რომ ერთად ვაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე - სავსე წარმატებებით, ბედნიერი მომხმარებლებით, კმაყოფილი ბრენდ-პარტნიორებით, ერთგული თანამშრომლებით და, რა თქმა უნდა, გაყიდვების დიდი რაოდენობით. და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს წელი წარმატებული იქნება!