ცნობილი Monzo Bank-ის დამფუძნებელი გუნდის წევრი სტარტაპ გრაინდ თბილისს ეწვევა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისში გამართული "აბრეშუმის გზის ფორუმის" პარალელურად, სტარტაპ გრაინდი და საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის ვარსკვლავს უმასპინძლებენ, რომელიც აქტიურად ფიქრობს საკუთარი კარიერის საქართველოში გაგრძელებაზე.
პარასკევს, 18:00 საათიდან, Tbilisi Marriott-ში საიმონ ვანს-კოლინა ქართველ დამფუძნებლებსა და ადგილობრივ ბიზნეს ლიდერებს თავის ისტორიასა და გამოცდილებას გაუზიარებს.
საიმონი ცნობილი ციფრული ბანკის, Monzo-ს დამფუძნებელი გუნდის წევრი იყო და საერთაშორისოდ აღიარებული ფინტექ ინოვაციების ექსპერტია. ის ხელმძღვანელობდა ღია საბანკო ოპერაციებს Monzo Bank-ში და ასევე იყო იმ სამუშაო ჯგუფის ნაწილი, რომელმაც განსაზღვრა ღია ბანკინგი დიდ ბრიტანეთში.
Monzo-ს შემდეგ ის გახდა Big Pay ბანკის CTO სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბანკმა მილიონობით მომხმარებელი მოიზიდა.
BigPay-ის შემდეგ, საიმონს ახალი, კიდევ უფრო ინოვაციური პროექტის იდეა აქვს, რომელიც ჯერ არ არის გასაჯაროვებული და რომლის განხორციელებასაც ის საქართველოში განიხილავს.
Გვეწვიეთ და გაიგეთ რატომ შეიძლება საქართველო გახდეს რეგიონის სინგაპური და მოისმინეთ წარმატებული დამფუძნებლის მოგზაურობა ინჟინერიიდან ფინტექამდე.
Ღონისძიების მხარდამჭერია Fintech.ge, ხოლო ორგანიზატორი სტარტაპ გრაინდ თბილისი, რომელიც Startup Grind-ის გლობალური ქსელის, მსოფლიოში ყველაზე დიდი სტარტაპ საზოგადოების ნაწილია.