წყაროს წყალი ''ბინული'' – ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად "ბინული" – მეტი წყალი, მეტი სიცოცხლისთვის!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, სითხეების, განსაკუთრებით კი წყლის სწორი დოზით მიღებას, ორგანიზმისა და გონების პროდუქტიულობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მით უმეტეს, თუ წყალი მიკროელემენტებითა და მინერალებითაა გაჯერებული.
სწორედ ასეთია წყაროს წყალი "ბინული", რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ ნატახტართან ახლოს მოიპოვება. მისი მოპოვებისა და ჩამოსხმის ყველა ეტაპი საწარმოში უმაღლესი ხარისხითა და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით ხორციელდება. ჩვენამდე მოსაღწევად, წყალი ფილტრაციის ვრცელ პროცესს გადის.
"ბინული" რეკომენდებულია არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ მოზარდებისა და ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვისაც.
ზოგადად, კომპანიის ხედვასა და მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ის მომხმარებლებს ყოველთვის ახალ-ახალი შეთავაზებებით ანებივრებს.
ამჯერად, კომპანია წყლის დისპენსერით უფასოდ სარგებლობას იმ შემთხვევაში გვთავაზობს, თუ ყოველთვიური მინიმალური შენაძენი სახლისთვის 3 ბოცა წყალი, ოფისისთვის კი 5 ბოცა იქნება.
1 ბოცა 19 ლიტრ მოცულობის წყალს იტევს და მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნითა და ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გაგრილებისთვის წყაროს წყალი "ბინული" მოქნილი შეთავაზებებით ჩვენს განებივრებას მომავალშიც არაერთგზის აპირებს.
"ბინული" – მეტი წყალი, მეტი სიცოცხლისთვის!