Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
10- 11 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "რედისონ ბლუში" ტურიზმის ფესტივალი, "ტურისტერი" ჩატარდა. ფესტივალის თემატიკა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა: ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში, ტურისტის ქცევის ცვლილება, ტურიზმის მარკეტინგი და მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.
ფესტივალის სლოგანი "გაიხედე წინ, მომავალში" ტურიზმის სფეროში ხვალინდელი დღისთვის უკეთ მომზადების იდეას ეხმიანება, რაც არსებული გლობალური ტენდენციების და მიმდინარე პროცესების უკეთ გააზრების საშუალებით ხდება.
ფესტივალს 2 დღის განმავლობაში საინტერესოდ დატვირთული პროგრამა ჰქონდა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კომპანიები.
უცხოეთიდან მოწვეულმა საერთაშორისო კომპანიების, TripAdvisor, Expedia, Google Cloud, Sojern, Arctur, Ljubljana DMO, წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ტურისტის შეცვლილი ქცევა, მოგზაურობის გლობალური ტენდენციები, გუგლის შეცვლილი პოლიტიკა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. ეს ის საკითხებია, რომელთა გააზრება და გათვალისწინება აუცილებელია პოსტ პანდემიურ გარემოზე მოსარგებად.
გარდა პრეზენტაციებისა, გაიმართა სხვადასხვა თემატური ვორკშოპები, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. ორი ვორკშოპი დაეთმო "მეწარმეობას და ინოვაციებს ქართულ საზღვაო ეკონომიკაში" და "ტურიზმის მოსაკრებელს, ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა კი, Biliki, e-Consul, Kovzy, ვორკშოპის საშუალებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივ ახალგაზრდა მეწარმეებს.
გარდა ამისა, 2 ვორკშოპი გაიმართა TripAdvisor და Google Cloud-ის წარმომადგენლების მიერ, სადაც საუბარი შეეხო ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების ხელსაწყოებს და ასევე Google Cloud-ის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული და უცხოური ტექნოლოგიური სტარტაპები.
ფესტივალს დაესწრო 400-მდე მონაწილე.
ღონისძიების ორგანიზატორია ა(ა)იპი "ტურიზმის ინსტიტუტი" და ციფრული მარკეტინგის სააგენტო შინდი.
გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი.
ინიციატივა მხარდაჭერილია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ.
გასტრონომიული მიმართულების გენერალური სპონსორი: რესტორანი "რუსთაველი".
პარტნიორები: ევრო კავშირი-გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG), ბათუმის მერია, სადისტრიბუციო კომპანია "ალალი", სარეკლამო კომპანია ბეტა პრინტი, Elt Building, Metropoil, GURU Holding, სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი, ვაჟა დავითაძის ღვინის მარანი, სსიპ ბათუმის ბულვარი, რენესანსითი, Giffer, პიცა მიცა.
მედია პარტნიორები: Entrepreneur Georgia, Business Media Georgia და რადიო "ბათუმი".