Sponsored Content

USAID-ის მხარდაჭერით ტექნოლოგიების მიმართულებით გადამზადებულმა ბენეფიციარებმა მასშტაბურ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

"500 ქალი ტექში" პროექტის მეორე ნაკადის ბენეფიციარებისთვის მასშტაბური დასაქმების ფორუმი ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დამატებით 40 ქალი ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდა. ამის შემდგომ, ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ დასაქმების ფორუმში, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მეორე ნაკადის მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები და მონაწილეობა მიიღეს ინიდივიდუალურ მენტორინგში, რაც მათ წარმატებით დასაქმებაში დაეხმარება. დასაქმების ფორუმში კი 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც პროექტის ბენეფიციარებს გააცნეს მიმდინარე ვაკანსიები, კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში ბენეფიციარების showcase - Pitch Yourself სესიაც გაიმართა, სადაც პროექტის ბენეფიციარებმა სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად საკუთარი უნარები დამსაქმებლების წინაშე პირადად, პროექტების საშუალებით წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი "500 ქალი ტექში", რომლის ფარგლებშიც დასაქმების ფორუმი ჩატარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად ხორციელდება. მასშტაბურ პროექტს მხარს უჭერს 40-მდე წამყვანი კომპანია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ნორვეგიის მთავრობა. სხვადასხვა პარტნიორის ხელშეწყობით, ჯამში 994 ბენეფიციარი გაივლის გადამზადებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ბენეფიციარების 40%-ზე მეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ.

ამჟამად პროექტის მესამე ნაკადის გადამზადება მიმდინარეობს. პროექტი ოფიციალურად 2023 წლის მაისში დასრულდება.