USAID-ის მხარდაჭერით, აგრიტექის მიმართულებით გადამზადებულმა ქალებმა, მასშტაბურ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა "500 ქალი ტექში" პროექტის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ, 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი პირადად გაეცნოთ და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრათ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დასაქმების ფორუმი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით "500 ქალი ტექში" პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გადამზადებულმა ბენეფიციარებმაც მიიღეს. პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ, 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი პირადად გაეცნოთ და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრათ.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, სილიკონ ველი თბილისის კოორდინირებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ჩართულობით, 2022 წლის ივნისიდან წარმატებით მიმდინარეობს. აქსელერაციის პროგრამის, "ქალი აგრო მეწარმეებისთვის", ფარგლებში 30 ბენეფიციარი USAID-ის მხარდაჭერით აგრიტექის მიმართულებით გადამზადდა, რის შემდეგად მათთვის დემო დღე და ინდივიდუალური მენტორინგის შეხვედრები ჩატარდა. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს სრულიად უფასო წვდომა სასწავლო მასალებსა და სხვა რესურსებზე.
პროგრამის მიზანი გახლდათ ბენეფიციარების აგრიტექის მიმართულებით გადამზადება, სტარტაპის შექმნისა და განვითარების ეტაპების შესწავლა და მათი ხელშეწყობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ბენეფიციარები გაეცნენ აგრიტექტის თანამედროვე ტრენდებს, ტენდენციებსა და გაიღრმავეს ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: მეწარმეობა, სტარტაპი, სამეწარმეო/სტარტაპ გარემო საქართველოში, გზები ბიზნესიდეამდე, იდეის წარდგენა და განხორციელებისთვის საჭირო რესურსები, აგროსექტორის პრიორიტეტული მიმართულებები, ციფრული ტექნოლოგიები აგრობიზნესში, ხელოვნური ინტელექტი აგრობიზნესში, სურსათის უვნებლობა და სტანდარტები, ელექტრონული კომერცია, ფინანსებზე წვდომა, ბიუჯეტის მომზადება, მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდინგი, ინვესტორებთან ურთიერთობა და სხვა.