Sponsored Content

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia)

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიების გატარება, რომელიც ქალებს ფინანსური და საინფორმაციო რესურსებით უზრუნველყოფს. ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia).

USAID YES-Georgia მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს (30 ივნისი-3 ივლისი) პროგრამის ფარგლებში აწყობს საინფორმაციო კამპანიას: "გახდი წარმატებული მეწარმე ქალი". კამპანიის ფარგლებში, პროგრამის წარმომადგენლები კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებს შეხვდებიან და მათ კამპანიის აქტივობებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

კამპანია "გახდი წარმატებული მეწარმე ქალი", რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ერთ-ერთი კომპონენტის - Buzz საქართველოს ფარგლებში ტარდება, რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მათთვის ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. რეგიონებში გასვლის პირველი ასეთი ღონისძიება 2021 წლის აპრილის თვეში განხორციელდა.

კახეთის რეგიონში მიმდინარე კამპანია მოიცავს საგარეჯოში, სიღნაღში, გურჯაანში, თელავსა და ახმეტაში მცხოვრებ ქალბატონებს. ვესტუმრებით პროგრამის ბენეფიციარ 12 მეწარმე ქალბატონს, ხოლო 7 მათგანთან გაიმართება ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეობით დაინტერესებულ ქალბატონებთან.

კახეთის რეგიონში ჩვენი პროგრამის მონაწილეების საწარმოებიდან ვეწვევით საოჯახო ღვინის მარნებს, ტრადიციული რეწვის სახელოსნოს, ფერმას, ხორბლის მდელოებს, ნუშის ბაღებს, საოჯახო სასტუმროს, სუშის ბარს.

4 დღიანი შეხვედრები ჯამში 100-მდე ქალბატონს მოიცავს.

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა - "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ამასთან, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე გამოცდილ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს.

პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.

2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.