Sponsored Content

ველი ნატურალური ღვინის ფესტივალი "ამერიმერის" მხარდამჭერია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2 დეკემბერს ნატურალური ღვინისა ფესტივალი ,,ამერიმერი" გაიმართება, რომლის პარტნიორი წელს VELI.store-ია. ეს თანამშრომლობა მომხმარებლებისთვის ნატურალურ ღვინოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ფესტივალი "ამერიმერი" სათავეს 2017 წლიდან იღებს და მას ასოციაცია "ბუნებრივი ღვინო", საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოში ატარებს. ქალაქ წყალტუბოში ეს ფესტივალი მეორედ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მიიღებენ, რომლებიც ღვინოს ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით ბუნებრივი ღვინის ტრადიციებისა და წესების დაცვით აყენებენ.

ველის მიზანი ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა, რაც მომხმარებლებისთვის მათთვის საინტერესო პროდუქტების მუდმივ განახლებასა და ასორტიმენტის გაფართოებას მოიაზრებს. ამჟამად VELI.store ნატურალური ღვინის ყველაზე დიდ ონლაინ არჩევანს წარმოადგენს.