შექმენი რაიმე ახალი ველის ყუთისგან და მიიღე 300 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად - ველი ბავშვებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
VELI.store ივნისში თავის პლატფორმას ბავშვებს უთმობს, თითოეული მომხმარებელი კი ამ ყველაფრის ნაწილი ხდება.
ბავშვების თვესთან დაკავშირებით ველიმ ერთგვარი კონკურსი შექმნა, რომელში მონაწილეობის მიღება ველის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ბავშვებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად.
"ველის ყუთები თავიდანვე ბრენდის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენ გვინახავს შემთხვევები, როცა მომხმარებლები ამ ყუთებს ნივთების შესანახად, შინაური ცხოველებისთვის საწოლის მოსაწყობად ან სხვა დანიშნულებით იყენებენ და ეს პროცესი განსაკუთრებით სახალისო ბავშვებისთვისაა.
სწორედ ამიტომ ეს აქტივობა ბავშვების თვეს დავუკავშირეთ და ამ გზით თითოეულ ადამიანს საკუთარ თავში ბავშვის გაღვიძებისკენ მოვუწოდეთ" - მარიამ ცანავა, ველის ბრენდის ხელმძღვანელი
დავალება მარტივია - შექმნა რაიმე ახალი ველის ყუთისგან!
• შეუკვეთე ველიდან;
• შექმენი რაიმე ახალი ყუთისგან;
• გადაუღე ფოტო;
• ატვირთე საჯაროდ სოციალურ ქსელში და მონიშნე VELI.store.
ველის ყუთისგან ყველაზე კრეატიული, ყველაზე პრაქტიკული ან ჩვენი დიზაინის იდენტური ყუთის შესაქმნელად დრო თვის ბოლომდე გაქვს, დამატებით ინსტრუქციებს კი ველის ყუთში იპოვი.
ვებგვერდზე სათამაშოებსა და სხვა საბავშვო ნივთებზე 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. ამ კატეგორიაში სასურველი პროდუქტის შერჩევა არ გაგიჭირდება, რადგან თითოეული ნივთი ასაკობრივ და თემატურ ქვეკატეგორიაშია მოქცეული.
შეუკვეთე ნებისმიერი ნივთი ველიდან და მიიღე მონაწილეობა კონკურსში.