Sponsored Content

VELI.store - პირველი ქართული კომპანია "Worldef Istambul 2024"-ზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

6-8 ივნისს სტამბულში რეგიონში წამყვანი E-commerce ღონისძიება "Worldef Istambul 2024" გაიმართა, რომელიც გლობალურ მასშტაბში ამ მიმართულებით წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ღონისძიება 20 000-მდე დამსწრეს, 200-ზე მეტ სპიკერსა და 40-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.

სტამბულში გამართულ ღონისძიებაზე Amazon-ის, Trendyol-ის, Alibaba Group-ისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი იქომერს პლატფორმების წარმომადგენლებთან ერთად VELI.store-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - არჩილ ფირაშვილმაც ისაუბრა.

"ველი ახალგაზრდა კომპანიაა და ჩვენთვის გლობალურ ასპარეზზე საკუთარი გამოცდილებისა და კომპანიის განვითარების უნიკალური გზის გაზიარება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია." - არჩილ ფირიაშვილ, ველის აღმასრულებელი დირექტორი

ღონისძიებამ 3 დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ დამსწრეს უმასპინძლა.

მიწვეული სპიკერის როლში არჩილ ფირიაშვილმა აუდიტორიას ველის განვლილ გზა და უნიკალური საოპერაციო მოდელის შექმნის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ამ მოვლენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ველი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რეგიონში არსებული სირთულეებისა და პერსპექტივების განხილვა იყო.

ველის მისია შექმნის დღიდან არამარტო მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგის გამარტივება, არამედ საქართველოში იქომერს მიმართულების გაძლიერება და ინოვაციური მიდგომებით ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.