Sponsored Content

VELI.store წელსაც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ციფრული პარტნიორია.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Veli.Store

წიგნის ფესტივალი ის მოვლენაა, რომელსაც კითხვის ყველა მოყვარული თუ ახალი აღმოჩენების მაძიებელი ელოდება ხოლმე. თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება.

თუ ჯერ არ იცი რა შეიძინო წლის საუკეთესო, საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად, ამ ბლოგში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრ და მარკეტინგის მენეჯერი - ბექა კოკაია თავის რჩეულ 8 წიგნს გიზიარებს.

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - ბიძია თომას ქოხი

ამ წიგნზე ვსწავლობთ პირველად ტოლერანტობას ალბათ, რომ მერე ჩვენც არ ვიყოთ ცხოვრებაში მჩაგვრელები.

შარლოტა ბრონტე - ჯეინ ეარი

მითია, თითქოს ჯეინ ეარი მხოლოდ თინეიჯერ გოგონებს მოსწონთ. მე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ღამეც კი გავათენე, იმდენად ვერ ვითმენდი, სანამ ბოლოში არ გავედი.

მიგელ დე სერვანტესი - დონ კიხოტი

მწუხარე სახის რაინდი ერთხელ დავიწყე, თითქოს მომწყინდა და მივატოვე. სადღაც 15 წლის ასაკში მივუბრუნდი და ისე კარგად "წაიღო" ვერ მოვწყდი.

ჯანი როდარი - ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც საკუთარი ნებით წავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კითხვისას წარმოსახვით ძალიან ნათლად ვხედავდი თითოეულ კადრს

მარკ ტვენი - ტომ სოიერის თავგადასავალი

ტომ, პასუხი არ არის! ალბათ ყველაზე ცნობილი დასაწყისია ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის.

ჟიულ ვერნი - საიდუმლო კუნძული

თავგადასავლები და თავგადასავლები. ჟიულ ვერნის სამყარო ძალიან შთამბეჭდავია და ეს ვირტუალური მოგზაურობა ბევრი ინსპირაციის წყარო ხდება ბავშვებისთვის.

არჩილ სულაკაური - სალამურას თავგადასავალი

არჩილ სულაკაურის ეს ზღაპრული ზღაპარი ისეთ სამყაროს ხატავს, შეუძლებელია ბავშვს შთაბეჭდილებები დიდ ხანს არ გაჰყვეს. სალამურას და ბაიას წყვილი, ერთ-ერთი საუკეთესოა საბავშვო ლიტერატურაში.

შეინახე ეს წიგნები სურვილების სიაში და შეიძინე საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს, ან გაუგზავნე სასაჩუქრედ შეფუთული იმ მეგობრებს, რომლებიც ფესტივალისთვის თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.