WejetShop.GE - ახალი ქართულენოვანი საიტი, საიდანაც Taobao-ს პროდუქტების გამოწერას უმარტივესად შეძლებთ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ონლაინვაჭრობის განვითარებასთან ერთად მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე სასურველი ნივთი აღმოაჩინონ და ხელსაყრელ ფასად შეიძინონ. ამ მხრივ ყველაზე ტრენდული და პოპულარული ჩინეთის ბაზარია, რადგან წარმოუდგენლად დიდ არჩევანთან ერთად, განსაკუთრებით დაბალი ფასებია. ჩინეთის ბაზარზე ონლაინვაჭრობის ტრენდი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გამოიკვეთა.
სტატიაში გაგაცნობთ ახალ პლატფორმას, რომელიც ჩინეთის ბაზარზე ონლაინშოპინგს მნიშვნელოვნად გვიმარტივებს და თანამედროვე სამომხმარებლო საჭიროებების გათვალისწინებით პრაქტიკულ სერვისს გვთავაზობს.
WejetShop.ge ონლაინპლატფორმაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია Taobao-ზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი პირდაპირ ჩინეთის მომწოდებლებისგან შეიძინოს. პროცესი სიმარტივით გამოირჩევა - ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი გამომწერის მითითებისაგან გვათავისუფლებს. ყიდვისას ვსარგებლობთ ქართულენოვანი პლატფორმით და ვიხდით ლარში. Wejet Shop-ით სარგებლობისას არ გვჭირდება უცხოური მისამართი, არ გვიწევს უამრავ ბმულზე რეგისტრაცია და იმ მთელი რიგი ოპერაციების შესრულება, რაც ონლაინვაჭრობას ხშირად უსიამოვნო და დამღლელ გამოცდილებად აქცევს.
Wejet Shop-ი ქართული სატრანსპორტო კომპანია Wejet-ის ახალი პროდუქტია. Wejet-ი უკვე ერთი წელია ოპერირებს. ის ათიათასობით მომხმარებელს ემსახურება და მათთვის ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ამანათები ჩამოაქვს. კომპანიის გუნდმა კარგად
იცის, პროდუქტის საერთაშორისო ბაზრიდან გამოწერისას ყველაზე ხშირად რა გამოწვევები არსებობს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა Wejet Shop-ი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს ზუსტად პასუხობს.
ლაშა ფეიქრიშვილი, Wejet Shop-ის გენერალური დირექტორი:
"ჩინეთის ბაზარზე შოპინგისას მომხმარებლებს ჩინური ვებგვერდების გამოყენება უწევთ. ენის ბარიერის გარდა ისინი ფუნქციურადაც არ არის მორგებული საერთაშორისო მყიდველისთვის. მაგალითად, ქართველ მომხმარებლებს უწევთ გადამზიდის მითითება, თანხის უცხოურ ვალუტაში გადახდა და ასე შემდეგ. Wejet Shop-ი არის პირველი ქართული ონლაინმაღაზია, რომლის მეშვეობითაც ჩინეთის მომწოდებლებისგან მილიარდამდე სხვადასხვა პროდუქტის უმარტივესად შეძენაა შესაძლებელი. პლატფორმა ფუნქციურად სრულიად ქართველ მომხმარებელზეა მორგებული".
ინოვაციური და პრაქტიკული სერვისით Wejet Shop-ის მომხმარებლების აუდიტორია საკმაოდ დიდია. ეს აუდიტორია აერთიანებს მათ, ვინც საერთაშორისო ბაზრიდან აქტიური გამომწერია და ასევე ისიც, ვინც ონლაინშოპინგისაგან სტატიაში ნახსენები სირთულეების გამო იკავებს თავს.
იმისათვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს და სრულფასოვანი სერვისით დაიმკვიდროს ბაზარზე ადგილი, ის საკუთარ მომხმარებელს უნდა იცნობდეს. Wejet Shop-ის ერთ-ერთი სტრატეგიული უპირატესობა სწორედ თავისი მომხმარებლის სურვილებისა და საჭიროებების ზედმიწევნით კარგად ცოდნაა.
ლაშა ფეიქრიშვილი:
"ვინაიდან Wejet-ი, როგორც სატრანსპორტო კომპანია, უკვე თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობს შოპინგის მიმართულებით. ამან დიდი გამოცდილება მოგცა. ასევე, უამრავი პროცესი გაგვიმარტივა. ჩვენმა გუნდმა პროდუქტის გასაშვებად ოთხი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იმუშავა. სრულყოფილი სერვისისათვის საჭირო იყო როგორც ტექნოლოგიური გამართვა, ასევე მოლაპარაკებები ჩინელ პარტნიორებთან, ბიზნეს პროცესების აწყობა და ასე შემდეგ".
Wejet Shop-ი აგვისტოს ბოლოს ამუშავდა და დღეს პლატფორმით სარგებლობა მომხმარებლებს სრულფასოვნად შეუძლიათ.
"Wejet Shop-ის გაშვებიდან უკვე 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა სხვადასხვა ამანათი. მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და, რაც მთავარია, მათგან პოზიტიურ უკუკავშირს ვიღებთ, რახ ძალიან გვახარებს", - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ლაშა ფეიქრიშვილი.
Wejet Shop-ის გუნდის ამჟამინდელი მისია მომხმარებლისთვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზება, ცნობადობის გაზრდა და შესაბამისი რეპუტაციის მოპოვებაა.
ლაშა ფეიქრიშვილი:
"იმედი გვაქვს, რომ ერთი წლის ვადაში მოვახერხებთ და ჩინეთიდან პროდუქტების გამოწერის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი არხი ვიქნებით. მომდევნო წლიდან კი ვგეგმავთ, რომ Wejet Shop-ის საშუალებით ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იყოს შესაძლებელი პროდუქტის გამოწერა".