Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Holst.ge - სამშენებლო, სარემონტო და ბაღის მოვლის პროდუქცია შინიდან გაუსვლელად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

holst.ge

სამშენებლო თუ სარემონტო მასალების მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული, საჭირო პროდუქტის არჩევა და მისი ადგილზე მიტანა უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თანამედროვე, მჭიდრო გრაფიკის მქონე ადამიანისთვის კი, ეს ყველაფერი დიდ პრობლემას წარმოადგენს. თქვენი დროის, ძალისხმევის დაზოგვისა და სასიამოვნო გამოცდილების შექმნის მოტივით, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ონლაინგაყიდვების პლატფორმა Holst.ge რომლის მთავარი მიზანი, საქართველოში ონლაინგაყიდვების კუთხით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაა.

Holst.ge-ის გამოცდილი გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლისათვის მარტივი, სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაზე. მათ ონლაინპლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტის შეძენისა და შემდგომი მომსახურების პროცესი, მთლიანად თქვენს საჭიროებებზეა მორგებული.

რას გვთავაზობს ეს ონლაინ მაღაზია? − ესაა პროდუქტების რაოდენობრივად და თვისებრივად უნიკალური კატალოგი, რომელიც მოიცავს: საბაღე ხელსაწყოებისა და სხვა ინვენტარის, სამშენებლო და სარემონტო იარაღების, სანტექნიკისა და გათბობის სისტემების მიმართულებების, ასევე, მცენარეთა მოვლისა და დაცვის საშუალებების ფართო ასორტიმენტს.

დღევანდელ პანდემიურ პირობებში, როდესაც საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს დისტანცირებასა და შინიდან მხოლოდ უკიდურესი საჭიროების გამო გამოსვლას, სავაჭრო ცენტრებსა და სამშენებლო ბაზრობებზე სასურველი ნივთის შეძენა დისკომფორტთანაა დაკავშირებული. Holst.ge კი გთავაზობთ შინიდან გაუსვლელად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტის შეძენასა და დანიშნულების ადგილამდე სწრაფ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტირებას.

გასულ წელს, მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისმა უამრავ კომპანიას აიძულა საქმიანობის შეწყვეტა, Holst.ge-მ თავისი საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა დაინახა. საკმაოდ რთულია არაპროგნოზირებად და არასტაბილურ გარემოში მუშაობის დაწყება და განვითარება, თუმცა გუნდის სწორმა მენეჯმენტმა, მიზანდასახულობამ და გამბედაობამ, რისკი მინიმუმამდე დაიყვანა.

"ანტრეპრენერთან" საუბრისას, ონლაინ მაღაზიაში აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, კომპანიის ოპერირების დასაწყებად გამართული და მათი მაღალი სტანდარტის შესაბამისი ვებსაიტის შექმნა აღმოჩნდა. ელექტრონული კომერციის მცოდნე, კვალიფიციური სპეციალისტების პოვნა, რომლებიც ხარისხიან პლატფორმას შეიმუშავებენ, რთული ამოცანაა და საწყის ეტაპზე Holst.ge-ის საიტსაც ჰქონდა მცირე ხარვეზები. თუმცა, გუნდმა ყველა პრობლემის აღმოფხვრა უმოკლეს დროში მოახერხა. დღეს პორტალი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და მზადაა მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისის გასაწევად.

"მთავარი, რაც Holst.ge-ი დაარსებამ გვასწავლა, არის ის, რომ სანამ ბიზნესს დაიწყებ, კარგად უნდა გამოიკვლიო ბაზარი, რომელზეც აპირებ შესვლას. წინასწარ უნდა განსაზღვრო, რა და როდის შეიძლება დაგჭირდეს. მაქსიმალურად უნდა ეცადო, ყველანაირი ინფორმაცია მოიძიო, დაამუშაო და მოემზადო გამოწვევებისათვის, რაც აუცილებლად თან სდევს ბიზნესის დაწყებას", − ალექსანდრე იოსელიანი, Holst.ge-ი გენერალური მენეჯერი. ონლაინ მაღაზიის გენერალური მენეჯერი ასევე გვიზიარებს, რომ წლის ბოლოსთვის ისინი გეგმავენ გაყიდვების 100%-ანი ზრდის ნიშნულს მიაღწიონ, რაც საკმაოდ დიდი ნახტომი იქნება კომპანიის განვითარებისათვის.

რაც შეეხება Holst.ge-ის სამომავლო გეგმებს, ისინი არსებულ მრავალფეროვან კატალოგზე გაჩერებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში სხვა მოთხოვნადი მიმართულებების დამატებაც აქვთ განსაზღვრული. გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიას ქართველი მომხმარებლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება სურს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

სიახლეები

ინოვაციები ინტრაპრენერებს მოაქვთ

რატომ არ არიან თანამშრომლები მთელი სულითა და გულით ჩართულნი კომპანიის საქმიანობაში?

ინდუსტრიული ტრენდები

''ჩინი'' - თვალისჩინივით მოსაფრთხილებელი ქვეყნის თვალსაჩინოებისთვის

გამორჩეულად შეფუთული ბარგი ქართული სტარტაპისგან!