Get All Access for $5/mo

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსმა სტუდენტების მეორე ნაკადი მიიღო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამერიკული, ვებსტერის უნივერსიტეტის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და მას შემდეგ, იგი ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილს სწავლის გასაგრძელებლად არ ამხოლოდ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, არამედ - ქართველი სტუდენტებისთვისაც. ამას ადასტურებს ისიც, რომ ვებსტერის გლობალურ ქსელში 200,000-ზე მეტი სტუდენტი ირიცხება. ამ მოთხოვნის პარალელურად, უცხოეთში სწავლა ქართველი სტუდენტებისთვის უამრავ ხარჯთან ერთად, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევასთანაც ასოცირდება. Webster University Georgia კი, საშუალებას იძლება სტუდენტებმა საქართველოდან გაუსვლელად მიიღონ უმაღლესი ხარისხის აკადემიური, ამერიკული განათლება, უნიკალური, ქართველ სტუდენტებზე მორგებული ფინანსური შეთავაზებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსმა, რომელიც 2020 წელს დაარსდა, სტუდენტების მეორე ნაკადი მიიღო. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ერთი ან რამდენიმე სემესტრის განმავლობაში ვებსტერის 50 კამპუსიდან ნებისმიერში იმავე ფასად განაგრძონ სწავლა, გაეცნონ სხვადასხვა კულტურასა და ცხოვრების წესს და მიიღონ მეტი საერთაშორისო გამოცდილება. ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის სტუდენტები გლობალურად აღიარებული ლექტორებისგან საქართველოშივე იღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომს, რომელიც საერთაშორისო კარიერის საუკეთესო წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტმა პირველი კამპუსი კავკასიის რეგიონში სწორედ საქართველოში გახსნა.

კამპუსი ავტორიზებულია 1,000 სტუდენტის მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. პროგრამები აკრედიტებულია, როგორც აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC)-ის, ასევე ადგილობრივად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. რაც შეეხება სწავლის გადასახადს, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სწავლის წლიური ღირებულება იმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის კამპუსებში. გარდა ამისა, სახელმწიფო გრანტთან ერთად, ვებსტერის უნივერსიტეტში ჩარიცხული ქართველი სტუდენტები 1,000$ დაფინანსებას იღებენ.

გარდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კამპუსისა და განათლებისა, ვებსტერის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელსა თუ კურსდამთავრებულს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მუდმივად განახლებადი ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით და მრავალფეროვანი რესურსების დახმარებით იმუშავოს სხვადასხვა პროექტზე, ისარგებლოს საუკეთესო სამეცნიერო ბაზებითა და კატალოგებით.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, იმის გათვალისწინებით, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი საერთაშორისო უნივერსიტეტია, თბილისის კამპუსში ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. სალექციო ჯგუფის ზომა არ აღემატება 20 სტუდეტნს, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური კომუნიკაცია აქვს პროფესორებთან. შესაბამისად, სწავლლის პროცესი მოიცავს პერსონიფიცირებულ მიდგომას თითოეული სტუდენტის საჭიროებებისა და მიღწევების შესბამისად.

"სტუდენტები უბრალოდ არ სწავლობენ სხვა კულტურებს Webster University Georgia-ში – ისინი ყოველდღიურად გამოსცდიან მათ საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ Webster University Georgia, ვებსტერის უნივერსიტეტის რამდენიმე საერთაშორისო კამპუსიდან ერთ-ერთია, ჩვენ გვჯერა, რომ გთავაზობთ საუკეთესო პირობებს – დიდი კამპუსის გამოცდილებას და პატარა კამპუსის სითბოს, რაც 100 წელზე მეტი დაგროვილი სიბრძნის შედეგია. შემოგვიერთდით ამ საინტერესო მოგზაურობაში!", - ნენსი ჰელერუდი, JD, Webster University Georgia-ს რექტორი.

რას ამბობენ წარმატებული კურსდამთავრებულები ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსზე?

  • გიორგი მახარაძე, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, '19
    "ვებსტერის უნივერსიტეტში განათლება მივიღე ბაკალავრიატში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ამჟამად ვმუშაობ ლოგისტიკისა და პორტთან ურთიერთობის მენეჯერად ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალში";
  • მარიამ შალიკაშვილი, მედია კომუნიკაციების მაგისტრი, '06
    "ვებსტერი არ არის მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტი, ეს არის მულტიკულტურული სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ სტუდენტებსა და პროფესორებს მთელი მსოფლიოდან. 2006 წელს მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი სტუდენტი საქართველოდან ვენის კამპუსში და დავამთავრე მედია კომუნიკაციების პროგრამა. თბილისიდან წასვლის შემდეგ, გავიგე როგორია მომხიბვლელ ადამიანებთან ურთიერთობა, კამპუსში ცხოვრება და იმის გაგება, რომ სწავლა აუცილებლობა კი არა, სიამოვნებაა. უკვე 12 წელია ვმუშაობ საქართველოს პირველ არხზე";
  • თინათინ მაჩხიძე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, '21
    "ვებსტერის უნივერსიტეტში ვენაში ვსწავლობდი 2019-2021 წლებში, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ვფიქრობ, მიღებული ცოდნა და ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი ძალიან დამეხმარება წარმატების მიღწევაში";
  • ანა სიჭინავა
    "მე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ვებსტერის უნივერსიტეტის ვენის კამპუსში დავამთავრე. მივიღე საინტერესო გამოცდილება და ცოდნა; მივესალმები ვესტერს საქართველოში".

გარდა კურიკულუმით გათვალისწინებული პროგრამისა, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში მოქმედებს გლობალური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ამზადებს მომავლის პიროვნული და პროფესიული გამოწვევებისათვის. ეს პროგრამა საშუალებას გაძლევთ, დაეუფლოთ 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამის, პასუხისმგებელი გლობალური მოქალაქეობისთვის საჭირო ძირითად კომპეტენციებს და ამასთან, გამოიყენოთ თქვენი პირადი გამოცდილება აკადემიურ სივრცეში, სადაც ისწავლით კრიტიკულ აზროვნებას, ეფექტურ კომუნიკაციასა და პრობლემების გადაჭრას.

მომავალი ღონისძიებებისა და საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დარეგისტრირდით ბმულზე.

პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: Tbilisiadmissions@webster.edu;

+995 550 00 05 84

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე