Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტრანსფორმაციისთვის, უკეთესი მომავლისა და პოზიტიური სოციალური ცვლილებისთვის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები მდგრადი განვითარების მიზნების (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ინიციატივები) იმპლემენტაციას საკუთარ ბიზნეს სტრატეგიებში აქტიურად ახდენენ.
მიზანი ისეთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაა, როგორებიც არის: კლიმატური ცვლილებები, სოციალური უთანასწორობა, სამუშაო გარემოში ინკლუზიურობის მიღწევა თუ სხვა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კომპანიების 80% ფიზიკურ ან საბაზრო ტრანზიციასთან დაკავშირებული კლიმატური ცვლილების რისკების შესახებ საუბრობს, 2026 წლისთვის კი სავარაუდოა, რომ კლიმატური ცვლილების შედეგად ბიზნესებისთვის მიყენებული ზარალი 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ამასთან, მდგრადი განვითარების მიზნების მსოფლიო ეკონომიკურ სტრატეგიაში იმპლემენტაცია ყოველწლიურად 12 ტრილიონი აშშ დოლარის აკუმულაციისა და 380 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
სწორედ ამიტომ, უკეთესი, ინკლუზიური და ჯანსაღი მომავლის შექმნის პროცესში ინდუსტრიების წამყვანი კომპანიები არაერთ ინიციატივას ახორციელებენ. მათ შორის ერთ-ერთია ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც.
"ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ, ვვითარდებით და ვეძებთ უკეთეს გზებს, რათა შევქმნათ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს საზოგადოებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამჭირვალობა და [საკანონმდებლო ორგანოებთან თუ ჯანდაცვის ორგანიზაციებთან] თანამშრომლობის სურვილი დაგვეხმარება, დავაჩქაროთ ცვლილების პროცესი", - აღნიშნავს ჯენიფერ მოტლესი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
დასახული მიზნის მიღწევისკენ 2022 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოწმობს. დოკუმენტის თანახმად, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით - პროდუქტის მდგრადობითა და ოპერაციული მდგრადობით განისაზღვრა.
აღნიშნული მიმართულებით ცვლილებების განსახორციელებლად კი კომპანიამ შეიმუშავა რვა სტრატეგია და 11 მიზანი, რომელთა ეფექტურობის განსაზღვრისთვის შექმნა 19 ძირითადი ოპერაციული ინდიკატორი.
"მდგრადობა, ყველა მისი განზომილებით, წარმოადგენს ჩვენი ბიზნესის სტრატეგიის ძირითად ბირთვს", - აღნიშნავს ჯენიფერ მოტლესი.
შედეგად, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიმართულებით. მათ შორის, გაზარდა მენეჯერულ პოზიციებზე ქალების წილი, რომელმაც 2022 წელს 40% შეადგინა. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, კომპანია აქტიურად მუშაობს წარმოების და ყოველდღიური ოპერაციების განხორციელების პროცესში სათბური აირების გამოყოფის შემცირებაზე და მიზნად ისახავს, 2040 წლისთვის კომპანიის ბიზნეს პროცესები სრულად სათბური აირებისგან თავისუფალი გახადოს.
ამასთან, კომპანიის მიერ შეძენილი თამბაქოს 55% წარმოებულია ბუნებრივი ეკოსისტემის გარდაქმნისა და ტყის ჩეხვის რისკების გარეშე.
ორგანიზაცია ასევე აქტიურად განაგრძობს მუშაობას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისათვის და დგამს მნიშვნელოვან, ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
"მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, 2022 მნიშვნელოვანი წელი იყო, რომელმაც ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მეტად დააახლოვა დასახულ მიზანთან - 2025 წლისთვის გავხდეთ კვამლისგან თავისუფალი კომპანია და სრულად ჩავანაცვლოთ ტრადიციული სიგარეტები", - აღნიშნავს იაცეკ ოლზაკი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის აღმასრულებელი დირექტორი.