Sponsored Content

"გოგონა კრისტალით" თბილისურ უბანში – TAMOONZ & ნიკო "ამ ნახატით მინდოდა, ადამიანები თუნდაც სულ ცოტა ხნით სხვა სამყაროში გადამეყვანა. კედლეზე გამოსახულია გოგონა, რომელიც ღამით პოულობს დამალულ, კაშკაშა კრისტალს და ინტერესით აკვირდება მას."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პროექტი ნიკო უკვე რამდენიმე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდილ და ახალბედა კედლის მხატვრებს საშუალებას აძლევს, თავიანთი სათქმელი გადაიტანონ იმ ქუჩების კედლებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ჩავუვლით ხოლმე. საქართველოში კედლის მხატვრობის კულტურა პროექტის პარალელურად ვითარდებოდა და დღეს თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ უკვე გარკვეული გამოცდილება და წარსული არსებობს ამ სფეროში, შესაბამისად, არსებობს მომავალი და ახალი გამოცდილებების დაგროვებისთვის სივრცე.

არაერთი ნამუშევრის ავტორი, არტისტი TAMOONZ ნიკოს აქტიური მონაწილეა – მისი ნახატები უკვე იქცა თბილისის და მთლიანად სივრცის ორგანულ ნაწილად, მათ შორისაა ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ნახატი – გოგონა, რომელსაც ხელში ღამით ნაპოვნი მანათობელი კრისტალი უჭირავს.

"ნამუშევარი შესრულდა პანდემიის დროს. მიუხედავად რთული პერიოდისა, ქუჩის მხატვრებმა გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა გავჩერებულიყავით და თვეებით ადრე დაგემილი ფესტივალი ნიკო მაინც ჩაგვეტარებინა", – გვიყვება არტისტი.

ნამუშევრის ესთეტიკა, ფერები, განწყობა სრულიად ითვისებს სივრცეს, ქუჩის ატმოსფეროს ერგება და ზედმიწევნით გამოხატავს თბილისური ქუჩის კოლორიტს. ეს კოლორიტი, ანუ რაღაც ძალიან სახასიათო განწყობა ივსება თანადროულად ახალი შეგრძნებით, რაც, ზოგადად, ქუჩის მხატვრობის მთავარი ხიბლია – გარემოსთან შერწყმა და ცალკე ნახატი – ერთი მხრივ, ქუჩა და მასთან ურთიერთობა, მეორე მხრივ, ავტორი და ავტორის ნამუშევართან მიმართება.

"კედელი არის თბილისის ერთ-ერთ ძველ, ისტორიულ უბანში და ნახატის იდეაც – "გოგონა კრისტალით" აქედან წამოვიდა. გვახსოვს პანდემიის დროს არსებული დაძაბულობა. ამ ნახატით მინდოდა, ადამიანები თუნდაც სულ ცოტა ხნით სხვა სამყაროში გადამეყვანა. კედლეზე გამოსახულია გოგონა, რომელიც ღამით პოულობს დამალულ, კაშკაშა კრისტალს და ინტერესით აკვირდება მას. ეს კრისტალი არის თბილისის ისტორიულ უბნებში დამალული კაშკაშა ადამიანების თუ ისტორიების სიმბოლო, რომელსაც აღმოვაჩენთ ყოველ ჯერზე, როცა ვხვდებით ძველ უბნებში; ვესაუბრებით ძველი უბნების მაცხოვრებლებს."

რა თქმა უნდა, ეს ჰარმონია თავისთავადი არაა და საჭიროებს წინასწარ მზაობას, ბევრ ფიქრს, თითოეულ დეტალზე მაქსიმალურ კონცენტრირებას, რაც TAMOONZ-ის მუშაობის პროცესის განუყოფელი ნაწილია:

"მთლიანად პროცესი გაგრძელდა, დაახლოებით, ერთი კვირა. პანდემიის დროს არსებული სირთულეების და ცივი ამინდის მიუხედავად, მაინც უდიდესი სიამოვნება იყო ჩემთვის ხატვის პროცესი. იქ მცხოვრები ადამიანებიც დიდი ინტერესით ელოდნენ საბოლოო შედეგს, უხაროდათ, რაღაც ახალი და საოცარი რომ იქმნებოდა მათ თვალწინ. მათთგან მხოლოდ დადებითი ემოციები მოდიოდა, მათი პოზიტიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ენერგიას მაძლევდა."

სხვაგვარად, ფაქტობრივად, შეუძლებელია, შექმნა ნახატი კედელზე, რომელსაც მიიღებს ქუჩა, მიიღებს ქალაქი და მიიღებს ადგილობრივი მაცხოვრებელი. რამდენიმე წელია, ჩუბინაშვილის ქუჩის, ძველი თბილისური უბნის ხატს არტისტის მიერ შექმნილი გოგონა მანათობელი კრისტალით არათუ ვერ ირგებს, არამედ ავსებს კიდეც მას, თითქოს ის სულ აქ უნდა ყოფილიყო და კიდევ დიდხანს იქნება ამ სივრცის ნაწილი.

კედლის მხატვრობით დაკავებული ვარ, უკვე ათ წელზე მეტია. ბევრს ვხატავ – როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ნაწილი უჭირავს და ძალიან მიყვარს ეს საქმე. ამ კულტურით ბავშვობიდან ვარ გატაცებული.

საქართველოსთვის ისევე მნიშვნელოვანია კულტურის ეს მიმართულება, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის. დღესდღეისობით არ არსებობს არც ერთი დიდი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც გრაფიტი/სტრით არტი არ არის. საუკუნეების წინაც ადამიანი გამოხატავდა თავის სათქმელს კედელზე გამოსახულებების გაკაწვრით თუ შემდეგ საღებავებით ხატვით. ეს კულტურა ყოველთვის იყო კაცობრიობის ნაწილი, ვითარდებოდა მისი შექმნის საშუალებები და მივიღეთ იმ სახით, როგორსაც ახლა ვხედავთ."

კედლის მხატვრობის კულტურის გასავითარებლად და არტისტების თვითრეალიზებისთვის, სათქმელის კედელზე გადატანისთვის შეიქმნა პროექტი ნიკო ჯერ კიდევ 2018 წელს. ქართულ რეალობაში ამ უნიკალური პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი 2019 წლიდან – ამ თანამშრომლობის ფარგლებში უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების კელდებზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი