Get All Access for $5/mo

Hiro - კომპლექსური HR-სერვისები ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც ერთი მხრივ გამოწვეულია შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევებით, ხოლო მეორე მხრივ კომპანიებში HR-თან დაკავშირებული ცნობიერების ზრდით − კომპანიებმა (მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესმა) უფრო მეტად დაიწყეს როგორც საკუთარ თანამშრომლებსა და ორგანიზაციულ მოწყობაზე, ასევე კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზრუნვა.

HRM-სააგენტო Hiro უკვე 3 წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს და მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. Hiro საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია Loialte-ს შვილობილი ბრენდია.

Hiro-სთან თანამშრომლობა შესაძლებელია როგორც ერთჯერადად − ორგანიზაციის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე გრძელვადიან პერიოდში, რაც კომპლექსური HR-სისტემის შემუშავებას, იმპლემენტაციას და მართვას გულისხმობს.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად, Hiro-ს პორტფელი გაიზარდა და კომპანია დღეს უკვე სტაბილურად რამდენიმე ასეულ კომპანიას ემსახურება. უფრო ვრცლად Hiro-ს შესახებ Entrepreneur-ს კომპანიის ხელმძღვანელი, მარიამ მეტონიძე ესაუბრა.

"Hiro-ს მისიაა, ორგანიზაციებს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ყველა პროცესის ეფექტიანად მართვაში დავეხმაროთ და ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, მარტივად გაართვან თავი HR-თან დაკავშირებულ გამოწვევებს", − ამბობს მარიამ მეტონიძე.

Hiro-ს კონცეფციაა HR-თან დაკავშირებული მრავალი მომსახურების ერთ სივრცეში თავმოყრა, რაც ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობას.

Hiro მომხმარებელს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

● HR-აუდიტი − არსებული HR-სისტემის გამართულობისა და ეფექტიანობის განსაზღვრა;

● HR-ადმინისტრირება − შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

● თანამშრომლების მოძიება/შერჩევა/დაქირავება (რეკრუტინგი) − ორგანიზაციის დროულად უზრუნველყოფა სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალით;

● ონბორდინგი − თანამშრომლის ადაპტირების სისტემა;

● ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა − კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება და იმპლემენტაცია;

● HR-ბრენდინგი − კომპანიის, როგორც სასურველი დამსაქმებლის, პოზიციონირება შრომით ბაზარზე;

● სამოტივაციო და შეფასების სისტემები − უზრუნველყოფს თანამშრომლების კომპეტენციებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას. ასევე, შესრულებული სამუშაოს გაზომვას, რაც გვეხმარება მივიღოთ მოტივირებული თანამშრომლები და შესაბამისად, ეფექტიანი სამუშაო სისტემა;

● სწავლებისა და განვითარების სისტემა;

● HR-კვლევები და ანალიტიკა − ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის/ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლა და შეფასება, ანალიტიკის საფუძველზე მომავლის პროგნოზირება და შესაბამისი, სწორი სტრატეგიის განსაზღვრა.

ადამიანური კაპიტალის ეფექტიანად მართვა თანამედროვე ბიზნესგარემოში კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა და მისი მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო დააჩქარა პანდემიის შედეგად დასაქმებულებში შეცვლილმა ქცევამ. HR-აუთსორსინგი შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება, ამავდროულად დაზოგოთ დრო და შეამციროთ ხარჯები. HR-აუთსორსინგი პროცესების გამარტივების შესაძლებლობას იძლევა ისეთი ორგანიზაციებისთვისაც, რომლებსაც საკუთარი HR-გუნდიც ჰყავთ − ცალკეული HR-მიმართულების აუთსორსზე გატანით (მაგალითად, რეკრუტინგი ან ადმინისტრირება), HR-პროფესიონალები ყოველდღიური რუტინული საქმეებისგან თავისუფლდებიან და მეტ დროს უთმობენ ბიზნესპროცესების განვითარებას, რაც რეალურად HR-პროფესიონალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ორგანიზაციაში. ამ და სხვა მიზეზების გამო, აუთსორსინგული მომსახურებით სარგებლობა თანდათანობით პოპულარული ხდება ქართულ ბიზნესში.

"HR-აუთსორსინგს არაერთი უპირატესობა აქვს, თუმცა რამდენიმე მათგანს გამოვყოფ: უპირველესად, დამკვეთი სრულყოფილ მომსახურებას იღებს პროფესიონალთა გუნდისგან, მუდმივად საქმის კურსშია თანამედროვე ტენდენციების, ბაზარზე მიმდინარე მოვლენებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. გარდა ამისა, HR-აუთსორსინგი უზრუნველყოფს HR-დეპარტამენტის შეუფერხებლად ფუნქციონირებას დამატებითი შიდა რესურსის გამოყენების გარეშე. რაც მთავარია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც მოქნილია", − აღნიშნავს მარიამ მეტონიძე.

ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, Hiro-ს აუთსორსინგული მომსახურება ასევე კომპანიაში საკუთარი თანამშრომლის მივლენას გულისხმობს, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის სამუშაო პროცესს (თუმცა, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მსგავსი საჭიროება მხოლოდ გარკვეული სპეციფიკის კომპანიებს აქვთ და უმეტესწილად დისტანციური ჩართულობაც საკმარისია).

"მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს თითოეული ორგანიზაციის საჭიროებების იდენტიფიცირება, სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა და სწორი მოლოდინის შექმნა პარტნიორებისთვის. თუ ჩვენ არ გავიაზრეთ მომხმარებლების შიდა საჭიროებები და ღირებულებები, პროცესებს ვერ წარვმართავთ, რაც ნეგატიურად აისახება საბოლოო შედეგებზე. გარდა ამისა, ჩვენი როლი მხოლოდ შემსრულებლების სტატუსით არ არის დატვირთული − თუ პროექტის მიმდინარეობისას რაიმე ხარვეზს დავინახავთ, აუცილებლად ვაიდენტიფიცირებთ, ვაინიციირებთ დამკვეთთან, ვუზიარებთ საუკეთესო გამოცდილებას და მათთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად ჰქონდეს განცდა, რომ მათი გუნდის წევრები ვართ", − აღნიშნავს მარიამ მეტონიძე.

ბაზარზე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, Hiro კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში Loialte-ს კიდევ ერთ შვილობილ ბრენდთან − საგანმანათლებლო HUB Erudio-სთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით თემატურ ტრენინგებსა და შეხვედრებსაც აორგანიზებს, რაც ადამიანური რესურსების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და კომპეტენციების ზრდას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ბოლო პერიოდში ჩატარდა მასტერკლასების ციკლი OUT OF FRAME HR, რომელზეც დარგის სხვადასხვა ექსპერტებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს რეგიონებში განვითარება Hiro-ს სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს. სტრატეგიის აღსრულება უკვე დაწყებულია და იმის გათვალისწინებით, რომ Loialte ბათუმის ბაზარზე უკვე 3 წელი სრულფასოვნად ფუნქციონირებს ადგილობრივი ოფისით, Hiro-ს HR-სერვისებიც აჭარაში უკვე საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ეს მხოლოდ დასაწყისია და იგეგმება სხვა რეგიონების აქტიურად ათვისება. ამ მიზნით, პირველი აქტივობები დასაქმების ფორუმების სახით უკვე დაგეგმილია.

Hiro-ში ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ სტაჟირების პრაქტიკის განვითარებას ქვეყანაში, რისთვისაც მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან, მათ შორის პროფესიულ სასწავლებლებთან. კომპანიის მიზანია, არა მხოლოდ სტუდენტების დასაქმებას შეუწყოს ხელი, არამედ სხვადასხვა სახის აქტივობით მოამზადოს სამსახურის მაძიებლები სამუშაო გარემოსთვის, რაც მათ უმარტივებთ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას და რეალიზებას.

კომპანია საკმაოდ დიდი მიზნებითაა წარმოდგენილი − უახლოეს მომავალში, დედაკომპანია Loialte-სთან ერთად გეგმავენ ქვეყნის გარეთ ექსპანსიას. ასევე, მიმდინარე ეტაპზე მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ისეთი HR-ეკოსისტემის შექმნა, რომელიც უნიკალური იქნება ქვეყანაში და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას უპასუხებს − როგორც სერვისების, ისე ტექნოლოგიური განვითარების კუთხით.

Hiro − თქვენი HR-გუნდი!

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!