Get All Access for $5/mo

JOZE TAKES OVER AMERICA "ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და ის წარდგება ამერიკის ბაზარზე როგორც ქართული მულტფილმი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"18 თვის წინ ჩვენი პარტნიორის, დენის შვილი უყურებდა ჟოზეს აქტიურად და იქიდან გაუჩნდა იდეა, რომ გადათარგმნილიყო ინგლისურად, რათა სხვა ბავშვებსაც შეძლებოდათ ჟოზეს ყურება" - იხსენებს Entrepreneur-თან საუბრისას გიორგი მარშანია, "სტუდია ველოსიპედის" დამფუძნებელი.

"18 თვის განმავლობაში იყო კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება, შემოქმედებითი პროცესი და აი, მოვედით აქამდე, რომ ჟოზე სულ რაღაც ერთ სააათში დაიწყებს მეგობრობას ამერიკელ და ზოგადად ინგლისურნოვან ბავშვებთან.

ჟოზე გაივლის ზუსტად იმავე გზას, რაც გაიარა საქართველოში: იუთუბზე პოპულარობა, ტელევიზიებში გაშვება, სხვადასხვა პროდუქციის წარმოება. ოღონდ უფრო მჭიდრო ვადებში, უფრო ეფექტურად და უფრო დიდ ბაზარზე."

ამ ეტაპზე გადათარგმნილია სიმღერების პირველი სეზონი და შემოქმედებითი გუნდი მუშაობს მეორე სეზონზე. მომავალ წელს იგეგმება მესამე და მეოთხე სეზონი. ამის შემდეგ ასევე გადაითარგმნება ჟოზეს ხატვის გაკვეთილები.

გიორგი მარშანია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ფიქრობენ რამდენიმე სერია შექმნან სპეციალურად ამერიკელი ბავშვებისთვისაც, თუმცა უმეტესობა იქნება უკვე არსებული სერიები, სადაც არაფერი შეიცვლება, გარდა ზოგიერთი გმირის სახელისა, რომ უკეთესად აღსაქმელი იყოს ინგლისურენოვანი მაყურებლისთვის.

"ჟოზეს ჩოხა დარჩება, ჩიჩილაკიც დარჩება და საერთოდ, ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და ის წარდგება ამერიკის ბაზარზე როგორც ქართული მულტფილმი. ძირეული ცვლილებები არ იქნება." - გიორგი მარშანია

წარმატებები ჟოზეს ამერიკაში, ეს კი პირველი კლიპი ინგლისურ ენაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე