ქართული ჩაი "მანნა"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მანნა" საქართველოში, საგურამოში არსებული საწარმო და კომპანიაა, რომელიც ბაზარს ქართული ნატურალური ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
საწარმოს მშენებლობა სამი წლის წინ სოფელ საგურამოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგროპროექტის თანადაფინანსებითა და დამფუძნებლების მიერ ინვესტირებული თანხებით დაიწყო. "მანნა" თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმოა. დღიდან დაარსებისა, კომპანია მიმართულია დააკმაყოფილოს ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ამისათვის გავლილი აქვს ყველა საჭირო ეტაპი და ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს. "მანნას" გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მართვისა და წარმოების სფეროებში. საწარმომ 2017 წლის სექტემბრიდან სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. 2017 წლის დეკემბერში კომპანია ბაზარზე გავიდა ალტერნატიული, პრემიუმხარისხის ჯანსაღი პროდუქტით. შესაბამისად, გარკვეულწილად მომხმარებელს დაუტოვა არჩევანის უფლება და შესაძლებლობა, თავი აარიდოს სხვა, დაბალი ხარისხის მავნე პროდუქტის შეძენა-მიღებას.
ამ ეტაპზე "მანნას" პროდუქციას შეხვდებით 400-მდე ობიექტში − როგორც დიდ ქსელებში, ასევე საბითუმო მაღაზიებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებსა და კაფე-რესტორნებში.
კომპანიას მკაფიოდ განსაზღვრული შემდეგი მიზნები და ღირებულებები აქვს:
- წარმოებისა და ტექნოლოგიის მაღალი სტანდარტის დანერგვა;
- ქართული, პრემიუმხარისხის პროდუქტის შექმნა მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით;
- "მანნას" ჩაის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე;
- "მანნას", როგორც ბრენდის, ასოცირება ჯანსაღ, უმაღლესი ხარისხის ქართულ პროდუქტთან.
"მანნა" ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ქართული პროდუქციის წარმოებაზე. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა, რაც ადამიანის სიცოცხლისa და ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის წარმოების წინაპირობაა.
"მანნა" ფლობს ISO 22000:2005 სერტიფიკატს, რაც წარმოადგენს დადასტურებას, რომ სასურსათო ჯაჭვის (წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, დასაწყობების, ტრანსპორტირების, რეალიზაციის) თითოეულ სტადიაზე დაცულია საყოველთაოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნები;
კომპანიის სურსათის უვნებლობის პოლიტიკა სრულად ორიენტირებულია მომხმარებელზე და უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან საწარმოო პროცესებისა და პროდუქტის შესაბამისობას.
მიუხედავად ახალი ბრენდისა, კომპანია უკვე გადის ექსპორტზე ევროპაში, კერძოდ ჩეხეთში, საიდანაც პროდუქცია ნაწილდება სლოვაკეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში.
იგეგმება სასიამოვნო ცვლილებებიც: უახლოეს პერიოდში, 2020 წლიდან გაიზრდება იმ ქვეყნების სია, სადაც პროდუქცია გაიყიდება. მათ შორის აშშ-ში, სადაც სატესტო პარტიები უკვე გაიგზავნა. გარდა ამისა, პროცესშია მოლაპარაკებები უკრაინასთან და საუდის არაბეთთანაც. კომპანია "მანნა" აპირებს გააგრძელოს ქართული ნატურალური, მრავალფეროვანი პრემიურხარისხის ჩაის გაცნობა მსოფლიოსთვის.