LiveSupport - გაიცანით საერთაშორისო აღიარების მქონე კომპანია, რომელიც Bolt-ისა და VELI-ს IT სერვისებს მართავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში IT აუთსორსინგი ბიზნესის უწყვეტი და ეფექტური მუშაობის გარანტია. ტექნოლოგიური სერვისების აუთსორსინგი ბიზნესს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ დაზოგონ საოპერაციო ხარჯები, არამედ ჰქონდეთ წვდომა მოწინავე ტექნოლოგიებსა და კვალიფიციურ სპეციალისტებზე, და ამასთან, უფრო ეფექტიანად მართონ კიბერსივრცეში არსებული რისკებიც. გარდა ამისა, ამით კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, გაიფართოოს არეალი და IT სერვისის პროვაიდერის დახმარებით დანერგოს ახალი ინოვაციური სერვისებიც, რომელიც ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდის. მიუხედავად იმ მზარდი ტრენდისა, რომ დღეს სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი IT ინფრასტრუქტურა და სერვისები გამოცდილ აუთსორს კომპანიას გადააბაროს, სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე IT მხარდამჭერი კომპანიის მოძიება არცთუ ისე მარტივი საქმეა.
IT სერვისების პროვაიდერი კომპანია LiveSupport უკვე 10 წელია, რაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კომპანიებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რითიც IT ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიის სახელითაა ცნობილი.
ოფიციალური პარტნიორობა Microsoft-სა და Google-თან, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის მიერ მონიჭებული საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year, წარმატებული თანამშრომლობა 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან, რომლებმაც "ლაივსაფორთი" საიმედო IT პარტნიორად აირჩიეს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აღიარებებისა, რაც LiveSupport-ს მაღალი რეპუტაციის მქონე IT სერვისების პროვაიდერად აქცევს.
სულ ახლახან LiveSupport-ს ნდობა წამყვანმა ბრენდებმა, Bolt-მა და VELI.store-მაც გამოუცხადეს. აღნიშნული ბრენდები ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს ემსახურებიან, შესაბამისად, ინტერნეტთან უწყვეტ და შეუფერხებელ კავშირს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. "ლაივსაფორთი" უზრუნველყოფს მათი ქსელის მართვასა და მონიტორინგს 24/7-ზე, რაც გულისხმობს როგორც სტაბილურობას, ისე უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. LiveSupport-ი პარტნიორ კომპანიებს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ფოკუსირდნენ კომპანიის ძირითად საქმიანობაზე და IT ინფრასტრუქტურისა და სერვისების მართვა LiveSupport-ის ექსპერტებს მიანდონ.
"ჩვენთვის თანამედროვე ბიზნესი მუდმივად ცვალებადი და გამოწვევებით სავსე გარემოა. LiveSupport-ის გუნდი სწორედ ამ ცვლილებებზეა ორიენტირებული და ინოვაციური გადაწყვეტილებებით თითოეულ პარტნიორს აძლევს სტაბილური განვითარებისა და სამომავლო წარმატების გარანტიას. IT ინფრასტრუქტურის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბიზნესის წარმატების ფუნდამენტია", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გიორგი ჯახველაძე, LiveSupport-ის დირექტორი.
მიანდო საკუთარი IT სერვისები ინდუსტრიის ლიდერ კომპანია - LiveSupport-ს, ნიშნავს, მიიღო სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელი პრობლემების გადაჭრისკენაა მომართული, არამედ გამზადებს მომავლის მოთხოვნებისთვისაც, რაც ბიზნესის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის გარანტიაა.
დღეს ნებისმიერ სფეროში მომუშავე ბიზნესს LiveSupport-ისგან ისეთი მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი სერვისების მიღება შეუძლია, როგორიცაა:
- IT აუთსორსინგი
- IT აუდიტი
- კიბერუსაფრთხოება
- ქსელის ადმინისტრირება და მონიტორინგი
- მხარდაჭერა 24/7-ზე
გარდა ამისა, LiveSupport-ი კომპანიებს ისეთ ბიზნეს გადაწყვეტილებებსაც სთავაზობს, რომელთა ინტეგრაციაც კომპანიებს მცირე დროში, ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. რიგის მართვის სისტემა, ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა, კლინიკის მართვის პროგრამა და სხვა სისტემები, რომელსაც LiveSupport-ი დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ, ბიზნესისთვის ქმნის, მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს კომპანიათა ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
წარმოუდგენელია წარმატებული ბიზნესი მოწესრიგებული IT პროცესების გარეშე, LiveSupport-ი კი წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ბიზნესისთვის.