Get All Access for $5/mo

პირველად საქართველოში ციფრული მშენებლობის ფორუმი გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BIM Solutions Group-მა სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია CMC-თან თანამშრომლობით თბილისში პირველ ციფრული მშენებლობის ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებამ დაინტერესებულ პირებს (ქონების მფლობელებს, კონტრაქტორებს, სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს) შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ მსოფლიო პრაქტიკას და მეტი შეეტყოთ მშენებლობის გაციფრულების შესახებ.

საერთაშორისო ბრენდი BIM მეთოდის დანერგვას უწყობს ხელს მთელ მსოფლიოში. ეს მეთოდი მშენებლობის ინფორმაციის მოდელირებას გულისხმობს (Building Information Modelling), კომპანიებს კი უფრო ეფექტიან და პროდუქტიულ გზებს სთავაზობს პროცესების სამართავად.

ღონისძიებაში ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ − მათ ფორუმის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ბალტიის ქვეყნებში ციფრული ინოვაციები უკვე წლებია, მშენებლობის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, რაც კომპანიებზე დადებითად აისახება.

ფორუმი საქართველოში ლიეტუვის ელჩ ანდრიუს კალინდრას გამოსვლით გაიხსნა. მის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა, ევროპის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრეკეველდტმა და კომპანია "სიემსის" დამფუძნებელმა თამაზ თავაძემ მიმართეს.

"მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტია სამშენებლო ინდუსტრიაში, რადგან ეს პლატფორმა გაცილებით ეფექტიანს ხდის სამშენებლო სექტორს, სამშენებლო სამუშაოებს და რაც მთავარია, საპროექტო ეტაპზე ძალიან ბევრი შეცდომის გამორიცხვას უზრუნველყოფს. გამოდის, რომ პირველად, საპროექტო ეტაპზე ბევრი დისციპლინის კოორდინაციის შედეგად, ბევრი შეცდომის გამორიცხვის შედეგად, უფრო სრულყოფილ, ჯანსაღ და დამუშავებულ პროექტს ვიღებთ იმისათვის, რათა პროექტი სწორად დასრულდეს", − ამბობს თამაზ თავაძე, "სიემსის" დამფუძნებელი.

ფორუმის ორგანიზატორი BIM Solutions Group იყო, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიებს ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება. ფორუმის სპონსორი და თანაორგანიზატორი სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CMC-ია. ციფრული მშენებლობის ფორუმის სპონსორები ასევე იყვნენ სამშენებლო კომპანია "ანაგი" და არქიტექტურული კომპანია "არტსტუდიო პროექტი". გარდა ამისა, ფორუმის პარტნიორები იყვნენ კომპანიები: Property Georgia, FIABCI Georgia, BMG, EU BIM Task Group, European Business Association Georgia, Baltic BIM Management, BIA და Prospect.

"ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონფერენციაა, რადგან ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ათწლიანი გამოცდილება ქართველ კოლეგებს და მთავრობის წარმომადგენლებს გავუზიაროთ. ვხედავთ, რომ მშენებლობის ღირებულება ყოველწლიურად იზრდება. BIM-ტექნოლოგია კი მშენებლობის ციკლის ეფექტიანობას ზრდის, ხელს უწყობს როგორც ადამიანური რესურსის, ისე ტექნიკის ეფექტიანად მართვას", − განაცხადა BIM Solutions Group-ის თანადამფუძნებელმა ერნესტას ბერჟანსკისმა.

ფორუმს 80-ზე მეტი კომპანიის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც კერძო სექტორიდან, ისე სამთავრობო სტრუქტურებიდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან.

"ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა სტუმრებმა ბალტიის ქვეყნებიდან მოგვაწოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ აქვთ იგივე გზა გავლილი, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ. საუბარია BIM-ის ტექნოლოგიებზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პროექტირებისა და მშენებლობის ხარისხს. ჩვენ, როგორც ნებართვის გამცემ ორგანოს, ძალიან დაგვეხმარება პროექტების შემოწმების კუთხით, მნიშვნელოვან დროსა და რესურსს დავზოგავთ და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ხარისხიან პროექტებს", − ამბობს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ბოლოთაშვილი.

ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ BIM-მეთოდის შესახებ სხვადასხვა ექსპერტულ მოსაზრებას და დაენახათ საერთაშორისო დონეზე არსებული მაგალითები. ასევე, გაეცნენ რიცხობრივ მონაცემებს, თუ რა ფინანსური სარგებელი მოჰყვება მეთოდის დანერგვას.

BIM-მეთოდი ქართული ბაზრისთვის სრულიად უცხო არაა და რიგ შემთხვევაში გამოიყენება კიდეც, თუმცა ტექნოლოგიის გამოყენება ფართო მასშტაბით არ არის დანერგილი.

BIM Solutions ევროპის ექვს ქვეყანაში ოპერირებს − ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი და საქართველო. კომპანია თანამშრომლობს როგორც სამშენებლო, დიზაინისა და უძრავი ქონების განვითარების კომპანიებთან, ისე სამთავრობო სტრუქტურებთან და ეხმარება მათ რჩევებით პროცესების მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით.

BIM Solutions-ს ქართულ ბაზარზე საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს. კომპანია ადგილობრივ სამშენებლო სფეროში ჩართულ სექტორებს უწევს დახმარებას და BIM-ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება. კომპანიაში სჯერათ, რომ ამ თანამედროვე პროცესების დანერგვა დამატებით ღირებულებას სძენს პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა პირს – მომხმარებელს, დიზაინერებს, მშენებლებს, მწარმოებლებს, ხელმძღვანელებს და პროექტის სხვა მონაწილეებს. BIM Solutions Georgia მუდამ ღიაა კომუნიკაციისთვის − კომპანიაში ამბობენ, რომ ყოველთვის მზად არიან, ხელი შეუწყონ ქართული სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას.

გარდა ამისა, BIM Solutions Georgia დაინტერესებულ კომპანიებს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასაც სთავაზობს, ახდენს პერსონალის გადამზადებას და მათ შესაბამის სერტიფიკატსაც გადასცემს. BIM Solutions Georgia მზადაა, ტექნოლოგიით დაინტერესებულ ნებისმიერ კომპანიას გაუწიოს კონსულტაცია და მიაწოდოს განვითარების გეგმა, თუ როგორ დაინერგოს BIM-ტექნოლოგიები მათ საქმიანობაში. BIM Solutions Georgia კომპანიებს სთავაზობს, შეამცირონ შეცდომები, მასალის და ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა და გააუმჯობესონ დროის მენეჯმენტი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე