Join our Waitlist for Expert Advice!

"თბილისი გარდენსი" - იდეალური თანამედროვე საცხოვრებელი გარემო ქალაქის ცენტრში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე მრავალი წელია, თბილისის ცენტრში გამორჩეული კონცეფციის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეს ვხვდებით, რომელიც თანამედროვე საცხოვრებლის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. "თბილისი გარდენსი" - ეს არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ადგილას ერთგვარ მწვანე კუნძულს ქმნის. კომპლექსი 4 ჰექტრის ფართობზეა გაშენებული, საიდანაც 2 ჰექტარი სრულად რეკრეაციულ სივრცეს - მარადმწვანე პარკს უკავია. კომპლექსში ორი დასახლებული ცათამბჯენია განთავსებული, ამჟამად კი მესამე ცათამბჯენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მცხოვრებლებისათვის კარს 2025 წელს გახსნის. ეს კომპლექსის ბოლო ცათამბჯენი იქნება, რითაც "თბილისი გარდენსის", როგორც ცათამბჯენების ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის, მშენებლობის პროექტი დასრულდება. პირველი ორი ცათამბჯენი დღეს სრულადაა დასახლებული. რაც შეეხება ახალ შენობას, მისი წინასწარი გაყიდვები უკვე აქტიურ ფაზაშია.

"თბილისის გარდენსი" კომპანია Quadrum Georgia-ს ერთ-ერთი პროექტია. გარდა "თბილისი გარდენსისა", Quadrum Georgia საქართველოში ფლობს და ოპერირებს ისეთი წამყვანი კომპანიებით, როგორიც არის: "ისთ ფოინთი" და "დომინო". 2016 წელს კომპანიამ "თბილისი გარდენსის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო იდეით, რომ თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ყველა დაცვით გაჩნდებოდა თანამედროვე სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი კომფორტულ, დაცულ და მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გარემოში იცხოვრებდა.

თეიკო ლომინაძე, Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"როდესაც "თბილისი გარდენსზე" დაიწყო მუშაობა, არსებობდა იდეა, რომ შეგვექმნა დახურული ტიპის საცხოვრებელი სივრცე, რომელიც გამორჩეული იქნებოდა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ეს უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც სერვისებზე წვდომა ექნებოდათ მხოლოდ მცხოვრებლებს და მათ სტუმრებს. იმ დროისთვის ეს უფრო ოცნებას ჰგავდა, რადგან ჩვენს რეალობაში ასეთი ტიპის გამწვანებული დახურული საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა ქალაქის ცენტრში გამოწვევაა. თუმცა საბოლოოდ ეს იდეა განხორციელდა და შეიძლება ითქვას, რომ "თბილისი გარდენსის" მთავარი უნიკალური ნიშაც ესაა - ცხოვრობ ქალაქის ცენტრში და გაქვს დიდი, მწვანე პირადი პარკი".

აღსანიშნავია, რომ მარადმწვანე პარკის პროექტის თავდაპირველი ინვესტიცია მილიონ დოლარს შეადგენდა. ის მოწვეული იტალიელი და ადგილობრივი ლანდშაფტის დიზაინერების ერთობლივი თანამშრომლობით დაგეგმარდა. წლებთან ერთად მცენარეები გაიზარდა და პარკმა იდეალური იერსახე მიიღო, რომელიც ვიზუალურ ნაწილთან ერთად, მცხოვრებლებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

თეიკო ლომინაძე, Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"თბილისი გარდენსი", გარდა საცხოვრებელი ბინებისა და გამწვანებული პარკისა, აერთიანებს ისეთ სივრცეებს, როგორიც არის ლობი, დახურული 25-მეტრიანი აუზი, საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სპორტული მოედანი, ამფითეატრი, ბიზნესლაუნჯი, საბავშვო მოედანი. კომპლექსის ტერიტორიაზე მცხოვრებლებისა და ასევე მათი სტუმრებისთვის გამოყოფილია საპარკინგე ზონები. გარდა ამისა, "თბილისი გარდენსის" მობინადრეები სარგებლობენ ისეთი სერვისებით, როგორიცაა კონსიერჟის მომსახურება და დაცვა, რაც თანამედროვე პრემიუმ საცხოვრებლის საერთაშორისო სტანდარტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რამდენადაც პრემიუმ დასახლებები მცხოვრებლებს მაღალი სტანდარტის კეთილმოწყობასა და ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს, მსგავსი ტიპის საცხოვრებელ კომპლექსებში ყოველთვის მოქმედებს ე.წ. სერვისის გადასახადი. "თბილისი გარდენსის" შემთხვევაში ეს პრაქტიკა მცხოვრებლების ინტერესების სრული გათვალისწინებით არის დადგენილი. მობინადრე მის საკუთრებაში არსებული კვადრატული მეტრის მიხედვით ფიქსირებულ გადასახადს იხდის. ეს ყველა იმ სივრცისა და სერვისით სარგებლობას მოიცავს, რაც "თბილისი გარდენსის" კომპლექსშია შემოთავაზებული.

გარდა ფუნქციური მნიშვნელობისა, "თბილისი გარდენსი" იყო პირველი კომპლექსი, რომელმაც ინტერიერის დიზაინსა და დაგეგმარებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. სწორედ ამ პრიორიტეტით, საერთო სივრცეების კეთილმოწყობისას კომპანიამ ცნობილ ნიუიორკელ დიზაინერთან, ვინსენტ ვულფთან ითანამშრომლა, რომლის პორტფოლიო ნიუ-იორკის არაერთ გამორჩეულ პროექტს მოიცავს.

"თბილისი გარდენსის" საცხოვრებელი ცათამბჯენები ხუთი ტიპის ბინის პროექტს გვთავაზობს. ისინი ფართობითა და დაგეგმარებით განსხვავდება.

"თითოეული ცათამბჯენის პროექტზე გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა, რაც მესამე ცათამბჯენში სრულიად არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვქვათ, რომ ახალი, მესამე და ბოლო ცათამბჯენი "თბილისი გარდენსის" კონცეფციის იდეალური ვერსიაა", - ამბობს ჩვენთან საუბრისას თეიკო ლომინაძე.

დაგეგმარების კუთხით "თბილისის გარდენსის" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მას უნიკალურ ხასიათს სძენს, არის ის, რომ ყველა ცათამბჯენს თითოეულ სართულზე აქვს თავისი ტექნიკური ოთახი. სწორედ ეს ტექნიკური ოთახი განაპირობებს იმას, რომ მობინადრეს არცერთი ტიპის აგრეგატი ბინაში არ უყენია და ყველაფერი შესაბამისი სტანდარტების დაცვით სწორედ ამ სპეციალურ ტექნიკურ ოთახშია განთავსებული.

ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "თბილისი გარდენსის" იდეა, მისი თითოეული კომპონენტი იმ საჭიროებების მიხედვით დაგეგმარდა, რომელსაც თანამედროვე ცხოვრების სტილი განაპირობებს. როცა საუკეთესო საცხოვრებელ გარემოზე ვსაუბრობთ, ჯანსაღ გამწვანებულ გარემოსთან ერთად, აუცილებელია ვახსენოთ დროის ფაქტორი - იდეალურ შემთხვევაში ადამიანს სურს, რომ საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს ჰქონდეს სავარჯიშო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, კომფორტული სამუშაო გარემო. დღესდღეობით, როცა საერთო სამუშაო სივრცეების იდეა მსოფლიოში ასეთი პოპულარობით სარგებლობს, საკუთარ საცხოვრებელ კომპლექსში მსგავსი ბიზნესლაუნჯების არსებობა დამატებითი და მნიშვნელოვანი კომფორტია.

თეიკო ლომინაძე, Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"ჩვენ პროექტის დაგეგმარებისას ყველა ისეთ დეტალზე ვიფიქრეთ, რომლის აღმოჩენა ზედაპირზე არ იყო მარტივი და ზოგჯერ დიდი კომპლექსების მშენებლობის დროსაც ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, ცათამბჯენებში ოთხი ლიფტი გვაქვს, რათა მცხოვრებლების დრო მაქსიმალურად დავზოგოთ. ეს ისეთი დეტალია, რომელსაც მხოლოდ ცხოვრების დროს ეჯახები. ასევე, გვაქვს წყლის რეზერვუარი და სარეზერვო დენის გენერატორი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ასეთ გარემოებებზე წინასწარ და ძალიან ყურადღებით ვიფიქრეთ. ვიფიქრეთ, თუ როგორია ის იდეალური გარემო, სადაც ადამიანმა შეიძლება იცხოვროს და ეს სრულყოფილი საცხოვრებელი პირობები რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანეთ".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"