Get All Access for $5/mo

Tempo Holding - Game-changer ფიგურა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TEMPO HOLDING-ი 2023 წელს პარტნიორი კომპანია SITA-ს დამფუძნებლებმა სამშენებლო სფეროში 7-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით დააარსეს.

SITA სამშენებლო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც დაფუძნების დღიდან საქართველოში ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს მართავდა, როგორებიცაა: Radisson Blu, Wyndham Residences-ი, Holiday Inn Express-ი, Rotana და სხვა.

TEMPO-ს და SITA-ს ერთობლივი ექსპერტიზა იძლევა გარანტიას, რომ დეველოპერის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი მომხმარებელს დროულად და მაღალი ხარისხით მიეწოდება. მრავალწლიანი გამოცდილება, წარმატებული მსხვილი პროექტები და ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი TEMPO-ს საშუალებას აძლევს, საქართველოში მასშტაბური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროექტები განახორციელოს.

Queen's Residence-ი TEMPO-ს მიმდინარე წარმატებული პროექტია, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უბანში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს. სამშენებლო კომპლექსის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ირაკლი ემირიძეა, რომელმაც პროექტის თითოეულ დეტალში გარემოთი შთაგონებული ინოვაციური იდეები განახორციელა. უფრო ვრცლად Queen's Residence-ისა და TEMPO-ს სამომავლო გეგმების შესახებ Entrepreneur-ი კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელს, ნანა ქიქავას ესაუბრა.

რა უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს Queen's Residence-ი მომხმარებელს?

Queen's Residence-ი TEMPO-ს საცხოვრებელ-საინვესტიციო კომპლექსია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი სივრცეებით იქნება აღჭურვილი.

ჩვენ შევარჩიეთ მოგებიანი ადგილმდებარეობა ბათუმის ყველაზე მწვანე უბანში ისე, რომ საკურორტო ქალაქის ტემპი და ხმაური არ უშლიდეს ხელს მცხოვრებლებსა და სტუმრებს.

პროექტი მოიცავს ორ 16-სართულიან კორპუსს, რომელთა შორის არსებული თავისუფალი ტერიტორია მთლიანად დაეთმობა საზოგადოებრივ სივრცეებს, გამწვანებას და ღია აუზს. კომპლექსი ასევე, ითვალისწინებს დახურულ აუზს, ლაუნჯ მოსასვენებელ ზონებს, ორთქლისა და მასაჟის ოთახებს და თანამედროვედ აღჭურვილ სპორტულ დარბაზს.

Queen's Residence-ი არის ადგილი შემოქმედებითად მოაზროვნე და საქმიანი ადამიანებისთვის; კომპლექსში მოეწყობა ლიტერატურული კაფე - Lit Café, რომელიც საერთო სამუშაო ტიპის სივრცეებს აერთიანებს. აქვე არის უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით შექმნილი საბავშვო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის გასართობ და შემეცნებით გარემოს.

მიმდინარე პროექტის ერთ-ერთი უნიკალური კომპონენტია მექანიზებული პარკინგის სისტემა - MPS, 21-ე საუკუნის ავტომატური გადაწყვეტა, რომელიც შექმნილია ურბანულ ადგილებში პარკირების ეფექტურობისა და მოხერხებულობის მაქსიმალურად გასაზრდელად. მექანიკური პარკირების სისტემებზე არჩევანი შეჩერდა სივრცის დაზოგვის და ეფექტური ათვისების უზრუნველსაყოფად. ეს არის ევროპული სტანდარტის შიდა და გარე გამოყენების მექანიზებული პარკირება, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთი საპარკინგე სივრცე ერთდროულად ორმა ავტომობილმა აითვისოს.

Queen's Residence-ს გამორჩეულს ხდის ისიც, რომ პროექტი საძირკვლის მემბრანული ტიპის იზოლაციას ითვალისწინებს, რაც ჰიდროიზოლაციის სხვა მეთოდებთან შედარებით უფრო ეფექტურ და გრძელვადიან შედეგს გულისხმობს.

რით გამოირჩევა TEMPO ქართულ დეველოპერულ ბაზარზე?

მრავალწლიანი გამოცდილება, სამშენებლო პროცესების ზედმიწევნით ცოდნა და მომსახურება, რომელიც სრულად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს - სწორედ ეს სამი რამ გამოარჩევს TEMPO-ს ადგილობრივ ბაზარზე.

ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა, პრემიუმ კლასის სამშენებლო მასალებს და მშენებლობის აპრობირებულ მეთოდებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ Queen's Residence-ის სამშენებლო სამუშაოები ერთი თვით უსწრებს განსაზღვრულ გრაფიკს; რის შედეგადაც პროექტს დაგეგმილზე უფრო სწრაფად ვაშენებთ. პარალელური მშენებლობის ინოვაციური მეთოდის მეშვეობით, კომპლექსის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

მათთვის, ვისაც სურს თავი იგრძნოს გამორჩეულად, TEMPO სთავაზობს არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ განსაკუთრებულობის ატრიბუტს, რომელსაც თანამედროვე ცხოვრების განსხვავებული სტანდარტის დანერგვით ქმნის.

ახლახან კომპანიის პროექტმა - Queen's Residence-მა, Luxury Lifestyle Awards-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში - საუკეთესო დეველოპერული პროექტი საქართველოში. ამ წარმატებით TEMPO-მ დაამტკიცა, რომ ის ბათუმის ყველაზე ტექნოლოგიური და ამბიციური დეველოპერია.

რამდენად ხელსაყრელია ადგილობრივი ბაზარი, კერძოდ კი აჭარის რეგიონი უძრავი ქონების საინვესტიციოდ?

საკუთრების უფლების მარტივი რეგისტრაცია და ლიბერალური საგადასახადო სისტემა ის უპირატესობებია, რაც საქართველოს მოგებიან საინვესტიციო სივრცედ აქცევს.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, კერძოდ კი ბათუმს, აქ უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალი მაღალია, რასაც უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა და ყოველწლიურად ტურისტული ნაკადის 10-15%-იანი ზრდა განაპირობებს. უსაფრთხო გარემოს, რბილი კლიმატისა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის გამო, ბათუმი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

ცალკე უნდა გამოვყოთ ისიც, რომ უძრავი ქონების მუდმივად მზარდი ფასი ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველწლიურად 12%-მდე შემოსავალი უშუალოდ ქონების გაქირავებიდან მიიღონ. ეს ციფრი კი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელების სარგებლიანობაზე.

როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო ხედვა, რა სიახლეს უნდა ველოდოთ TEMPO-სგან?

მომავალში TEMPO-ს ვხედავთ, როგორც უძრავი ქონების ინდუსტრიის გარდამქმნელს, game-changer ფიგურას, რომელიც იქნება ინოვაციურობისა და ხარისხის შეუცვლელი მაგალითი.

სამომავლოდ TEMPO-ს მიზანია, ავაშენოთ არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ შევქმნათ გონივრული და თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზე მორგებული სივრცეები.

სწორედ ამიტომ, TEMPO უკვე აანონსებს მომავალ ორ პროექტს, ბათუმის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელიც გამორჩეული იქნება როგორც ურბანული განვითარების მიმართულებით, ასევე ინოვაციურობითა და მაღალტექნოლოგიურობით.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?