Get All Access for $5/mo

Wolt საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად $160 მილიონის მოზიდვას აანონსებს საკვების მიტანის ბაზარი 2030 წლისთვის $35 მილიარდიდან $365 მილიარდამდე გაიზრდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wolt

ჰელსინკიში დაარსებული საკვების მიტანის სერვისის კომპანია 15 ქვეყანასა და 50 ქალაქში ოპერირებს, რომელიც ახლად მოზიდული ინვესტიციის შემდგომი ზრდისთვის, განვითარებისთვის და ახალი კადრების აყვანისთვის გამოყენებას გეგმავს. გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლოს "ვოლტის" თანამშრომელთა რაოდენობა 1000-ს გადააჭარბებს. "ვოლტის" მიერ ჯამში მოზიდულ იქნა 175 მილიონი აშშ დოლარი.

ვოლტი" მიტანის სერვისის ფინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. კომპანიაში 450-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. "ვოლტი" აგრძელებს საკუთარი ტექნოლოგიის განვითარებას, რომელშიც 80 დეველოპერია ჩართული. დამატებით, "ვოლტმა" მნიშვნელოვანი საოპერაციო საფუძველი შექმნა. იგი 50 ქალაქის 5000-ზე მეტ რესტორანთან და 10 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt-ს საქართველოშიც კარგად იცნობენ და უყვართ. მან ქართულ ბაზარზე ოპერირება ერთი წლის წინ დაიწყო − თავდაპირველად თბილისში, წელს კი "ვოლტის" ქალაქების სიას ბათუმიც შეემატა. დღეს "ვოლტით" მომხმარებელს 300-მდე რესტორნის გამოძახება შეუძლია − როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდი.

ივნისში "ვოლტმა" $160 000 000 ინვესტიციის მოზიდვა დააანონსა. ის ამ თანხას ზრდისა და ახალ ქვეყნებში ექსპანსიისთვის გამოიყენებს. "ვოლტის" ამ გაბედულ ნაბიჯს Bloomberg-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.

"გათვლების მიხედვით, საკვების მიტანის ბაზარი 2030 წლისთვის $35 მილიარდიდან $365 მილიარდამდე გაიზრდება. ეს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიაში სწრაფი ზრდა სირთულეს არ წარმოადგენს, ყველაზე რთული ამოცანა, ამ ზრდის პარალელურად, კომპანიის გრძელვადიანი, სწორი ბიზნესმოდელის შემუშავებაა. ზუსტად ამაზე ფოკუსირებს "ვოლტი" და ქმნის ინდუსტრიაში საკვების მიტანის ყველაზე ეფექტიან მომსახურებას. ახალი ინვესტიციაც სწორედ იმაზე მიუთითებს, თუ რამხელა შედეგს მივაღწიეთ, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია", − ამბობს მიკი კუუსი, "ვოლტის" თანადამფუძნებელი და CEO.

სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ, "ვოლტი" სკანდინავიის 4 ქვეყანასა და 10 ქალაქში ოპერირებდა. დღეს კი "ვოლტი" ევროპისა და შუა აზიის მასშტაბით, 15 ქვეყანასა და 50 ქალაქშია წარმოდგენილი. საკვების მიტანასთან ასოცირებულ გამოწვევებზე "ვოლტის" პასუხი ინოვაციური ტექნოლოგიაა. "ვოლტის" პლატფორმა რეალურ დროში ახდენს ლოგისტიკურ ოპტიმიზაციას, რაც შეკვეთების გაცილებით ეფექტიანად მიტანის შესაძლებლობას იძლევა.

"საკვების მიტანის ინდუსტრია მაღალი კონკურენციით გამოირჩევა და საკმაოდ იშვიათია, რომ კომპანიას მდგრადი ბიზნესმოდელი ჰქონდეს. "ვოლტი" იშვიათი აღმოჩენაა და მიღწეული შედეგებით სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ. მიხარია, რომ ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ", − ლორელ ბოუდენი, პარტნიორი, 83North.

იმედს გამოვთქვამთ, რომ "ვოლტის" გლობალური ექსპანსია საქართველოში მათი საქმიანობის ზრდის პირდაპირპროპორციული იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი