გიორგი შარაშიძე
Bio
- ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
- გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
- მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
- გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
- გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ბოლო სიახლეები
Business News
6 იაპონური სიბრძნე უკეთესი ცხოვრებისთვის
დაუჯერეთ იაპონელებს და იცხოვრეთ უფრო ბედნიერად, ხარისხიანად, ჰარმონიულად, ნაყოფიერად, ენერგიულად და პროდუქტიულად
Business News
გსურს იყო ანტრეპრენერი? დარჩი ბავშვად!
გახსოვს ბოლოს როდის დასვი კითხვა, როდის დაინტერესდი რაიმე ისეთით, რის არცოდნისაც არ გრცხვენოდა? ალბათ მხოლოდ ბავშვობაში.
Business News
დისციპლინის და კონცენტრაციის ძალა
უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდია ამოცანა, რაც უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას მთავარ მიზანზე