Get All Access for $5/mo

10 ტექნოლოგიური ტრენდი, რომელიც უახლოეს ათწლეულს განსაზღვრავს

By Nish Parikh

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიის მუდმივად განვითარებად სფეროში ერთი რამ უდავოა: ცვლილება მუდმივია. როდესაც ჩვენ მომავალ 10 წელიწადს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ტექნიკური სამყარო მზად არის სწრაფი და ტრანსფორმაციული ზრდისთვის. ხელოვნური ინტელექტიდან (AI) განახლებად ენერგიებამდე ტექნოლოგიური მიღწევები გვპირდება, სრულიად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.

ამ სტატიაში მე შევეცდები დაგანახვოთ რამდენიმე ძირითადი ტენდენცია, რომელიც, ჩემი აზრით, შეიძლება მომავალ ათწლეულში ტექნოლოგიების სამყაროს აყალიბებდეს.

1. ხელოვნური ინტელექტი (AI)

AI აღარ შემოიფარგლება სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებით. ის ხდება ყველგან მყოფი არსება, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი ცხოვრება. მომდევნო ათწლეულში ხელოვნური ინტელექტი შეეხება ჩვენი სამყაროს ყველა ასპექტს, დაწყებული თვითმართვადი მანქანებითა და პერსონალიზებული ჯანდაცვის სერვისებით, დამთავრებული მომხმარებელთა გაუმჯობესებული სერვისითა და უფრო ჭკვიანი სახლებით. PwC-ის ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი 2030 წლისთვის გლობალურ ეკონომიკაში 15,7 ტრილიონ დოლარამდე წვლილს შეიტანს.

2. 5G კავშირი

5G მობილური კავშირი გამოიყენება იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია გარდაქმნას. უფრო სწრაფი სიჩქარითა და დაბალი შეყოვნებით 5G გააძლიერებს ნივთების ინტერნეტს (Internet of Things) და განვითარების საშუალებას მისცემს ინოვაციებს, როგორიცაა ჭკვიანი ქალაქები, დისტანციური ოპერაციები და ა.შ.

3. მდგრადობა და მწვანე ტექნოლოგია

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის აუცილებლობამ წინა პლანზე მდგრადობა წამოწია. ტექნიკური კომპანიები დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ მწვანე ტექნოლოგიებში, როგორიცაა ელექტრომანქანები, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური მონაცემთა ცენტრები. გლობალური განახლებადი ენერგიის სექტორის ფინანსური შეფასება 2023 წელს 1,21 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, პროგნოზები კი აღმავალ ტრაექტორიაზე მიუთითებს.

4. ბლოკჩეინი კრიპტოვალუტის მიღმა

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინი ხშირად სინონიმია ისეთი კრიპტოვალუტების, როგორიცაა ბიტკოინი, მისი პოტენციალი ბევრად აღემატება ამას. უახლოეს წლებში ბლოკჩეინის ტექნოლოგია, სავარაუდოდ, შეუქცევადად შეცვლის ინდუსტრიებს, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, ჯანდაცვა და ფინანსები უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაზრდით.

5. Edge Computing

ტერმინი Edge Computing მოიცავს მონაცემთა დამუშავებას უფრო ახლოს იქ, სადაც საჭიროა, ვიდრე მხოლოდ შორეულ მონაცემთა ცენტრებზე დაყრდნობას. ეს მიდგომა გვპირდება შეფერხების შემცირებას და რეალურ დროში გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებას აპლიკაციებში, დაწყებული IoT-ითა (Internet of Thing) და ავტონომიური მანქანებით, ჭკვიანი ქალაქებითა და ჯანდაცვის დიაგნოსტიკით დამთავრებული.

6. მეტავერსი

მეტავერსიის კონცეფცია - ვირტუალური სამყარო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ურთიერთქმედება, მუშაობა და თამაში - სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კომპანიები, როგორიცაა Meta, დიდ ინვესტიციას ახორციელებენ ამ სივრცეში. დიდი ალბათობით, მეტავერსს შეეძლება ხელახლა განსაზღვროს, თუ როგორ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ არცთუ ისე შორეულ მომავალში.

7. ბიოტექნოლოგია და ჯანდაცვა

მომდევნო ათწლეული ბიოტექნოლოგიასა და ჯანდაცვაში ინოვაციური წინსვლის მოწმე იქნება. ზუსტი მედიცინა, გენური ინჟინერია და ტელემედიცინა მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. Grand View Research-ის ანგარიშის თანახმად, ტელემედიცინის გლობალური ბაზარი 2030 წლისთვის 380,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

8. კიბერუსაფრთხოება

ჩვენი ცხოვრების მზარდ გაციფრულებასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების მძლავრი ზომების აუცილებლობა უმნიშვნელოვანესია. კიბერშეტევები უფრო დახვეწილი ხდება და კიბერუსაფრთხოების გლობალური ბაზარი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2030 წლისთვის მისი ღირებულება შეიძლება 478 მილიარდ დოლარზე მეტი იყოს, როგორც ეს Allied Market Research-მა შეაფასა.

9. კოსმოსის კვლევა

კერძო კომპანიები, როგორიცაა SpaceX და Blue Origin, ლიდერობენ კოსმოსის შესწავლაში. შემდეგი ათწლეულში შეიძლება მარსზე ადამიანების მისიებისა და კომერციული კოსმოსური მოგზაურობის მოწმენი გავხდეთ, რაც ჩვენი პლანეტის მიღმა შესაძლებლობების ახალ ეპოქას გახსნის.

10. განათლება და დისტანციური სწავლება

Covid-19-ის პანდემიამ დააჩქარა დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების დახვეწა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჩაცხრა, ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, საგანმანათლებლო ონლაინპლატფორმები ვითარდება ფართო და ინტერაქტიული სწავლის გამოცდილების შესათავაზებლად.

ეს ტენდენციები ასახავს მომავლის სურათს, სადაც ტექნოლოგიით ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტია გაჟღენთილი. დაწყებული იმით, თუ როგორ ვმუშაობთ და ვუკავშირდებით სხვებს, დამთავრებული მოგზაურობითა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით. ცვლილებების ტემპი, სავარაუდოდ, სწრაფი იქნება და ადაპტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში აქტუალური დარჩენისთვის.

ამ ტენდენციების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, მოდი, გადავხედოთ რიცხვებსა და პროგნოზს - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში:

  • McKinsey-ის ბოლო ანგარიშში გენერაციულ AI-ის შესახებ ნათქვამია, რომ ის დიდ როლს ითამაშებს შრომის პროდუქტიულობის წლიურ ზრდაში 0.1-0.6%-ით 2040 წლამდე. გარდა ამისა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სხვა ტექნოლოგიებთან ინტეგრირებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს პროდუქტიულობის ზრდა ყოველწლიურად 0.2-3.3%-დან.
  • მონაცემთა საერთაშორისო კორპორაცია (IDC) პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის მონაცემთა მთლიანი გლობალური მოცულობა მიაღწევს 175 ზეტაბაიტს (ZB), რაც ხაზს უსვამს მონაცემთა ძლიერი მართვისა და ანალიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროებას.
  • Statista-ს თანახმად, ციფრული ფიტნესისა და კეთილდღეობის გლობალური ბაზარი, მათ შორის თან სატარებელი მოწყობილობები და ფიტნესაპლიკაციები, სავარაუდოდ, მიაღწევს 126,5 მილიარდდოლარიან ნიშნულს 2028 წლისთვის. ეს ზრდა მოსალოდნელია, რადგან ინდივიდები უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

დასასრულს, ტექნოლოგიების სამყარო მზად არის სწრაფი ევოლუციისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ინოვაციური განვითარებით ხელოვნურ ინტელექტში, ჯანდაცვაში, 5G კავშირში, მდგრადობაში, ბლოკჩეინსა და სხვა მიმართულებებით. ვინაიდან ეს ტენდენციები აგრძელებს ჩვენი მომავლის ფორმირებას, ინდივიდებსა და ბიზნესს ადაპტირება დასჭირდებათ. მომავალი ტექნოლოგიაზეა ორიენტირებული და ამისთვის მომზადების დრო ახლაა.

Nish Parikh

CEO & Co-founder of Rangam, Empathy Advocate, Social Entrepreneur

CEO and Co-founder of Rangam, Nish Parikh spearheads the development of strategic, technology-enabled workforce solutions for global businesses looking to meet their DE&I and disability inclusion goals. Parikh is a 2017 Harvard Business School graduate in the Owner/President Management Program.
Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?