ახალი ტოიოტა ქემრი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ტოიოტა კავკასიამ" რეგიონში სეგმენტის ლიდერის სრულიად ახალი ვერსია, მე-9 თაობის "ქემრი" წარადგინა. ღონისძიებას ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ავტოენთუზიასტები და "ტოიოტა ქემრის" ლოიალური მომხმარებლები ესწრებოდნენ.
ახალი მოდელის პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გაიმართა. თუმცა, მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ტესტდრაივის ნაწილი იყო. ღონისძიების სტუმრებმა "ტოიოტას" ფლაგმანი ავტომობილი სხვადასხვა ტიპის გზაზე გამოსცადეს. მარშრუტი რამდენიმე საინტერესო მონაკვეთისგან შედგებოდა, სადაც მონაწილეებმა მონაცვლეობით მართეს სრულიად ახალი და წინა თაობის "ტოიოტა ქემრი" და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს.
ტესტდრაივი ქალაქ ზუგდიდში დაიწყო. ქალაქში მოძრაობის შემდეგ სტუმრებმა გეზი ეთნო სოფელ სისატურასკენ აიღეს, შემდეგ კი მარშრუტი ადგილობრივი საინჟინრო საოცრების- ენგურჰესისკენ გაგრძელდა. მგზავრობისას სტუმრებმა "ტოიოტა ქემრის" აჩქარება, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და ზოლიდან ზოლში გადასვლის დამხმარე სისტემები გამოსცადეს.
"ქემრი" უკვე თითქმის 40 წელია "ტოიოტას" გლობალური მოდელია. სეგმენტის განმსაზღვრელი სედანი არაერთხელ გახდა ბესტსელერი და ბრენდის ფლაგმანი სხვადასხვა ბაზარზე. მისი პირველი წარდგენიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 21 მილიონზე მეტი ერთეული.
ახალი "ქემრი" ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რაც სედანის მოყვარულ მძღოლებს შორის მის პოპულარობას განაპირობებს. ახალ მოდელში ყურადღება გამახვილებულია როგორც დიზაინის, ასევე მართვის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ამასთან შენარჩუნებულია "სედანობის შეგრძნება".
დახვეწილი სედანი აერთიანებს მაღალი ხარისხის ელეგანტურობას, დინამიკურ იერს და გზაზე სრული კონტროლის შეგრძნებას. ამ მომხიბვლელი კონტურების მქონე ავტომობილს გააჩნია საკმაოდ მტკიცე ძარა და შედარებით დაბალი ხუფი უკეთესი ხილვადობისთვის. ის ხელმისაწვდომია რამდენიმე გამორჩეულ ფერში.
მანქანის ახალი დიზაინი მაშინვე იქცევს ყურადღებას. სიახლეა ავტომობილის წინა ნაწილში, ახალი ცხაურა, მკვეთრად შეცვლილი ფარები და მძლავრი ხაზები, რომლებიც მანქანის სიგრძეზეა განლაგებული. ინტერიერის ახალი დიზაინი უზრუნველყოფს ღია კაბინის შეგრძნებას მძღოლისა და წინა მგზავრისთვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინტერიერში გამოყენებული მასალებისა და ზედაპირების შესანიშნავი შერწყმა, რაც მძღოლებისთვის პრემიალურ გარემოს ქმნის.
ახალი "ქემრი" აღჭურვილია მეხუთე თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს, უკეთეს ეფექტიანობას და მართვის უფრო სასიამოვნო გამოცდილებას.
ტოიოტა ქემრი აღჭურვილი 2.5 ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს ბრუნის მეტ მომენტს დაბალ სიჩქარეებზე, ასევე გამორჩეულ სიმძლავრეს მაღალ სიჩქარეებზე, უკეთეს მგრძნობელობას და მარტივად აჩქარების უნარს.
წლევანდელ მოდელში წარმოდგენილია ახალი მულტიმედიური სისტემები და ციფრული მართვის პანელი, რაც უზრუნველყოფს მარტივ, სწრაფ კავშირსა და უკუკავშირს.
თანამედროვე სალონი აღჭურვილია 9 დუიმიანი მულტიმედიური სენსორული მონიტორით, რაც გამიზნულია ავტომობილის თავდაჯერებული მართვისთვის. ეს მულტიმედიური ეკრანი საშუალებას გაძლევთ მარტივად იპოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, მათ შორის ნავიგაცია, მუსიკა, Apple CarPlay™ ან Android Auto™.
ამასთან, ახალი მოდელი სტანდარტულად აღჭურვილია Toyota Safety Sense-ის უახლესი თაობის უსაფრთხოების პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის დახმარების კომპლექსურ სისტემებს.
• Toyota-ს მსოფლიო კლასის სედანის დიზაინი უფრო გლუვი და სპორტულია, ე.წ. "hammerhead" წინა ნაწილითა და ახალი სტილის ფარებით.
• ინტერიერის განახლებული დიზაინი ქმნის დახვეწილ და თანამედროვე გარემოს პრემიალური შეგრძნებით.
• მეხუთე თაობის Toyota-ს ჰიბრიდული ელექტრული ტექნოლოგია უზრუნველყოფს უფრო მეტ სიმძლავრეს, გაუმჯობესებულ ეფექტიანობას და მეტ სიამოვნებას მართვისგან.
• ახალ ქემრიში შეხვდებით Toyota-ს უახლეს მულტიმედიური სისტემებსა და ახალ, პერსონალიზებად ციფრული მართვის პანელს.
• ახალი ქემრი ასევე აღჭურვილია Toyota Teammate-ის უსაფრთხოების და მძღოლის დახმარების სისტემების კიდევ უფრო განვითარებული ფუნქციებით.
ახალი ახალი ქემრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან "ტოიოტა ცენტრი თბილისში", "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა" და "ტოიოტა ცენტრი ბათუმში".