Get All Access for $5/mo

"ბალანსის" ინტეგრაციით კომპანიებს ონლაინვაჭრობის პროცესი უმარტივდებათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბალანსი" ქართული მრავალფუნქციური სმარტ-პროგრამაა დახვეწილი სავაჭრო ფუნქციონალით, ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვისთვის. იგი პირველი საბუღალტრო და საოპერაციო პროგრამაა, რომელიც ქლაუდ-ტექნოლოგიაზე მუშაობს და მომხმარებელს ნებისმიერი ადგილიდან საშუალებს აძლევს უწყვეტი წვდომა ჰქონდეს საკუთარ ბაზებზე.

"ბალანსი" კომპანიებს საბითუმო და საცალო ვაჭრობის, წარმოების, მშენებლობის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. მის კომპეტენციებში შედის ფინანსური და საბუღალტრო აღრიცხვა, საწყობების, მიწოდების მართვა, სავაჭრო ოპერაციები და მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი.

2004 წლიდან კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭერს მხარს და მაქსიმალურად ცდილობს მათ გაძლიერებას. ახლახან "ბალანსმა" USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ონლაინვაჭრობის პლატფორმებთან ინტეგრაციის მოდელი შეიმუშავა, რაც E-commerce პლატფორმებსა და კომპანიებს შორის ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას უზრუნველყოფს, რაც მუშაობას ამარტივებს.

ტექნოლოგიურ ეპოქაში ცხოვრების მიუხედავად, ელექტრონული კომერციის პლატფორმების უმეტესობისთვის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა სავაჭრო კომპანიებისგან აქციების, ნაშთებისა და ფასების შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაციის მიღება. განსაკუთრების იმის ფონზე, რომ კომპანიები არა მხოლოდ ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე, არამედ მის მიღმაც ყიდიან პროდუქტებს, რაც ცვალებადი ნაშთების "ექსელის" დოკუმენტში დღეში რამდენიმეჯერ გადაწერას საჭიროებს. ეს პროცესი, გარდა იმისა, რომ დიდ უხერხულობას იწვევს, ასევე ზრდის ვებგვერდზე არასწორი ინფორმაციის გამოტანის შანსსაც.

რას გულისხმობს "ბალანსის" ინტეგრაცია კომპანიის სისტემაში?

"ბალანსის" ინტეგრაცია, მცირე და საშუალო კომპანიებისა და ელექტრონული კომერციის პლატფორმების ადმინისტრატორებისთვის საკმაოდ მტკივნეული პრობლემის − მარაგების მენეჯმენტის მოგვარებას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბალანსის" მეშვეობით E-commerce პლატფორმებზე ინფორმაცია პროდუქტების დასახელების, აქციის ნაშთებისა და ფასების შესახებ რეალურ დროში შეიცვლება.

ამ ეტაპზე, ინტეგრაცია წარმატებით განხორციელდა Vendoo-სა და B2C.GE-ს პლატფორმებს შორის, რაც კომპანიებს უკვე არაერთ შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის:

  • რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია პროდუქტის დასახელებაზე, ნაშთებსა თუ პროდუქციის ფასზე;
  • დაზოგონ ადამიანური რესურსი − თუკი მანამდე კომპანიას ცალკე კადრის გამოყოფა სჭირდებოდა, საიტზე ინფორმაციის ასატვირთად ახლა ავტომატურად იქნება შესაძლებელი ისეთი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება, კოდი, რაოდენობა და სხვა;
  • "ბალანსი" კომპანიებს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდონ მექანიკურად დაშვებული შეცდომების რისკი, რადგან პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საიტზე ატვირთვა ავტომატურად მოხდება;
  • შესაძლებელია, რომ ბალანსში დაკორექტირებული პროდუქციის ფასი ავტომატურად აისახოს ონლაინმაღაზიაშიც;
  • ასევე, გაიმიჯნოს გაცვლის პარამეტრები სხვადასხვა ონლაინპლატფორმისთვის. შედეგად კომპანიები აირჩევენ, რომელი პროდუქციის ინფორმაცია აისახოს შერჩეულ ონლაინმაღაზიაში.

ამრიგად, "ბალანსის" მეშვეობით საჭირო აღარაა პერიოდულად "ექსელის" ფაილებით საიტზე ნაშთების გადაწერა, რაც კომპანიებს თავიდან არიდებს როგორც ნულოვანი ნაშთების ონლაინ რეალიზაციას, ასევე ზოგავს უამრავ დროსა და ენერგიას.

გამოცადე დემო და თავად იხილე ინტეგრაციის შესაძლებლობები: https://shorturl.at/noE45

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი