ლუკა შალიკაშვილი Domus Academy-ში აგრძელებს სწავლას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზოგჯერ, ცხოვრება გვაძლევს შანსს, გავარღვიოთ საზღვრები, დავტოვოთ ნაცნობი გარემო და გადავეშვათ ახალ შესაძლებლობებში. საზღვარგარეთ სწავლა სწორედ ასეთი თავგადასავალია – გზა, რომელიც არამარტო ცოდნას, არამედ ახალ ხედვებს, გამოცდილებას და კრეატიულობას გვძენს.
კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტი, ლუკა შალიკაშვილი სწორედ ამ საინტერესო გზას დაადგა იტალიისკენ – ქვეყანა, სადაც დიზაინი და ხელოვნება ცხოვრების ნაწილია. ლუკა Domus Academy-ში 3 წლიან Bachelor of Arts Programme in Design-ზე ისწავლის 12000 ევროს დაფინანსებით, რომელიც პორტფოლიოზე დაფუძნებულ კონკურსში მოიპოვა.
Domus Academy არის ადგილი, სადაც იდეები რეალობად იქცევა, ტრადიცია ინოვაციასთან ერთიანდება და სტუდენტები სწავლობენ როგორ შექმნან ისეთი კონცეფციები, რომლებიც მოდასა და ხელოვნებაში მნიშვნელოვან გავლენებს მოახდენს.
როგორ დაიწყო ეს მოგზაურობა? რა იყო მთავარი მოტივაცია და როგორ დაეხმარა განათლების ცენტრი LEAF ამ გადაწყვეტილების მიღებაში? გაეცანით ლუკას ისტორიას, თუ როგორ ემზადება ახალი თავგადასავლებისთვის:
რატომ გადაწყვიტე საზღვარგარეთ სწავლა და რა იყო შენთვის მთავარი მოტივაცია?
საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის მიმაჩნდა, როგორც შესაძლებლობა არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული განვითარებისთვის. იტალია განსაკუთრებით მიზიდავდა თავისი კულტურით, დიზაინისა და მოდის სფეროში ძლიერი ტრადიციებით. Domus Academy-ს არჩევა ჩემთვის ნიშნავს იმ გარემოში მოხვედრას, სადაც შემიძლია შევისწავლო და გამოვიყენო საუკეთესო პრაქტიკები, და დავამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები.
უნივერსიტეტის არჩევის პროცესში რომელი კრიტერიუმები იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები იყო უნივერსიტეტის რეპუტაცია ჩემს მიერ არჩეულ სფეროში, პროგრამის პრაქტიკული მიდგომა, საერთაშორისო სტუდენტებისთვის შექმნილი გარემო და კარიერული შესაძლებლობები. Domus Academy გამოირჩევა ინოვაციური სწავლების მეთოდებით, ინდუსტრიასთან კავშირებითა და იმ გარემოთი, რომელიც ხელს უწყობს კრეატიულ განვითარებას.
როგორ აირჩიე შენი პროფესიული გზა და რა იყო შენთვის ამ პროცესში ყველაზე შთამაგონებელი?
ბავშვობიდან შემოქმედებითი სფეროები მიტაცებდა – დიზაინი, მოდა და ხელოვნება. გარკვეული დროის განმავლობაში მივხვდი რომ შემეძლო ისეთი სფერო ამერჩია რომელიც ამ მრავალმხრივ ინტერესებს გააერთიანებდა. ყველაზე შთამაგონებელი იყო იმ წარმატებული ადამიანების ისტორიები, რომლებიც საკუთარი კრეატიულობითა და შრომით თავის სათქმელს ამბობენ კონკრეტულ ინდუსტრიებში. სწორედ ეს სურვილი გახდა ჩემი მოტივაცია, შევქმნა რაღაც განსაკუთრებული რასაც დიდი გავლენა ექნება ამ სფეროში.
რა მოლოდინები გაქვს ცხოვრების ახალ ეტაპზე შერჩეულ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში?
ველოდები, რომ Domus Academy-ში სწავლა მომცემს არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ უნარებს, რომლებიც რეალურ ინდუსტრიაში წარმატებისთვის მჭირდება. ასევე მჯერა, რომ იტალია თავისი ისტორიით, ხელოვნებით და დიზაინის კულტურით დამატებით შთაგონებას მომცემს. მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება პერიოდი, როცა გავიზრდები როგორც პროფესიონალურად ასევე პიროვნულად, შევიძენ საინტერესო კონტაქტებს და გავხსნი კარს ახალი შესაძლებლობებისთვის.
როგორ დაგეხმარა განათლების ცენტრი LEAF უნივერსიტეტში ჩაბარებაში და რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლაზე?
LEAF განათლების ცენტრმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ პროცესში. ცენტრი დამეხმარა უნივერსიტეტების შერჩევაში, სააპლიკაციო პროცესის სწორად დაგეგმვაში და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. ასევე, მათ მიერ შემოთავაზებული ინდივიდუალური კონსულტაციები და გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარა ჩემი სამოტივაციო წერილისა და პორტფოლიოს დახვეწაში, რაც Domus Academy-ში მიღებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ყველას, ვინც საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრობს, ვურჩევ, რომ წინასწარ დაიწყონ მომზადება და მაქსიმალურად გამოიყენონ ისეთი განათლების ცენტრების მხარდაჭერა, როგორიც LEAF-ია. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გამოიკვლიონ უნივერსიტეტები, გაითვალისწინონ პროგრამის სპეციფიკა და არ შეუშინდნენ გამოწვევებს.
თუ თქვენც გსურთ იყოთ შემდეგი, ახლა საუკეთესო დროა მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა საჭირო ინფორმაციების მოსაგროვებლად.
განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით 5 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენა იმართება, ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ ერთ სივრცეში გაიცნოთ და პირადად შეხვდეთ მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღოთ ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის პროგრამების, ასევე სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსებებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
გამოფენაზე დაგხვდებიან LEAF-ის განათლების კონსულტანტებიც და სამომავლოდ სწორედ ისინი დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაფინანსების მოპოვების ჩათვლით და თქვენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ასე რომ, არ დაკარგოთ დრო და გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენი საერთაშორისო კარიერისკენ.
5 აპრილი
12:00 -17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რაც მთავარია გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/leaf-fair-registration-2025/
გისურვებთ წარმატებას!