Get All Access for $5/mo

"მაქრო დეველოპმენტი" - კომპანია, რომელიც ქართულ რეალობაში პრაქტიკული თანამედროვე საცხოვრებლის იდეას ქმნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მაქრო ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან არაერთი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს და მის სახელთან სხვადასხვა სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაკავშირებული. "მაქრო ჯგუფის" რებრენდინგის შედეგად სამი ძირითადი მიმართულება გამოიყო:

"მაქრო დეველოპმენტი", რომელიც დეველოპერულ პროექტებზე მუშაობს; "მაქრო ქონსთრაქშენი", რომელიც გზების მშენებლობისა და ტენდერების მიმართულებით ოპერირებს და "მაქრო ტურიზმი", რომლის საქმიანობაც სასტუმროების მშენებლობაა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მიმართულებით "მაქრო ჯგუფი" არაერთ რეპუტაციულ პროექტს მოიცავს. მათ შორის არის სტუმარმასპინძლობის სექტორში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის - Accor-ის ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდის ibis Styles-ის სასტუმრო - Ibis Styles City Center-ი. ასევე სასტუმროები: Mercure Tbilisi Old Town-ი, Swissotel Tbilisi.

"მაქრო დეველოპმენტის" მთავარი კონცეფცია მარტივი, თუმცა ამავდროულად ყველაზე პრაქტიკული და მნიშვნელოვანია - შექმნას ადამიანებისათვის გარემო, რომლებშიც ისინი თავს კომფორტულად, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.

თუ "მაქრო დეველოპმენტის" სავიზიტო ბარათზე ვისაუბრებთ, ის საცხოვრებელი კომპლექსები

"მწვანე ბუდაპეშტი" და "მწვანე ალმასია", რომლებმაც მომხმარებელს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სივრცე და რეკრეაციული ზონა შესთავაზა. "მწვანე ბუდაპეშტი" 350-მდე ბინისგან შედგება, "მწვანე ალმასი" კი მასშტაბებში კიდევ უფრო დიდი და გაუმჯობესებული პროექტია, რომელიც 1688 საცხოვრებელ ბინას მოიცავს. თითოეული კომპლექსი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და იმ საჭიროებებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილით არის განპირობებული.

"მაქრო დეველოპმენტის" ხედვაზე, განხორციელებულ და ახალ პროექტებზე ჟურნალი Entrepreneur-ი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ოღუზ ქაან ქარაერს ესაუბრა.

ოღუზ ქაან ქარაერი:

"ჩვენი კომპანია ბევრი ისეთი კრიტერიუმით ხასიათდება, რაც მას ერთ-ერთ ლიდერად წარმოაჩენს. ჩვენ ბევრი მიმართულებით ვიყავით ნოვატორები - ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით რეკრეაციულ ზონებს, რომლებიც ქალაქის ურბანულ გარემოში დეფიციტურია და, შესაბამისად, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ რას ელის ადამიანი თანამედროვე საცხოვრებლისგან. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ფართის დაგეგმარებით მცხოვრებლებს მაქსიმალურად პრაქტიკული და კომფორტული გარემო შევუქმნათ".

აღსანიშნავია, რომ "მწვანე ბუდაპეშტი" იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც მომხმარებლებს სრულად დაკომპლექტებული ბინები შესთავაზა. ეს იყო ბინები, რომელშიც ახალმოსახლეებს ადგილზე ხვდებოდათ დასრულებული რემონტი, სამზარეულო და სააბაზანოს ავეჯი, ტექნიკური აღჭურვილობა და აქსესუარებიც კი. იგივე პრაქტიკა გააგრძელა კომპანიამ დიღომში, ოლიმპიურ კოპლექსთან მდებარე "მწვანე ალმასის" შემთხვევაში.

ამ მიდგომას ოღუზ ქაან ქარაერი ჩვენთან საუბრისას განმარტავს:

"ხდება ისე, რომ ადამიანები რემონტისას და ბინის მოწყობისას ბევრ შეცდომას უშვებენ. მათ ხშირად არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ამას დროის რესურსიც ემატება. ჩვენი კომპანია კი პროფესიონალი არქიტექტორებითა და დიზაინერებით არის დაკომპლექტებული. ამიტომაც მომავალ მცხოვრებლებს ვთავაზობთ სერვისს, რომ მათ საცხოვრებელ გარემოში ყველა დეტალი სრულყოფილი იყოს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მყიდველის გემოვნებას არ ვითვალისწინებთ. მაგალითად, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია აარჩიოს კედლის ფერი და დიზაინთან დაკავშირებული სხვადასხვა დეკორატიული დეტალი".

"მაქრო დეველოპმენტის" ამგვარი პრაქტიკა საბოლოოდ მომხმარებლის დადებით უკუკავშირში აისახება და ის ცხოვრობს გარემოში, სადაც ყველა ფუნქციური თუ დეკორატიული დეტალი მის კომფორტზეა ორიენტირებული.

კომპანიის გუნდისთვის მცხოვრებლებთან მუდმივი კომუნიკაცია პროექტების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. როგორც ოღუზ ქაან ქარაერი ამბობს, ამგვარმა კომუნიკაციამ კომპანიას საშუალება მისცა, შემდეგ პროექტში ყველა დეტალი დაეხვეწა და იდეალურთან მიეახლოებინა. ბიზნესის მთავარი წარმატების ერთ-ერთ გარემოებადაც ოღუზ ქაან ქარაერი სწორედ უკუკავშირის მიღებას, დამუშავებას და შესაბამის რეაგირებას მიიჩნევს.

ამჟამად "მაქრო დეველოპმენტი" ახალ პროექტებზე მუშაობს. საინტერესო სიახლეა ბათუმში დაგეგმილი პროექტი, რომელიც კომპანიის მწვანე კონცეფციას აგრძელებს და საქართველოს მთავარ ზღვისპირა ქალაქში გამორჩეულ საცხოვრებელ სივრცეს შექმნის.

"მაქრო დეველოპმენტის" სიახლეებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ თბილისის ახალი პროექტი, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბებით გამოირჩევა - ეს არის სამგორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 4000-მდე ბინას აერთიანებს. პროექტი "მწვანე ბუდაპეშტისა" და "მწვანე ალმასის" ისტორიის ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა ის ბევრად გაუმჯობესებული, დახვეწილი და კიდევ უფრო თანამედროვეა. კომპლექსი, ერთი მხრივ, სტრატეგიული მდებარეობით, ხოლო მეორე მხრივ, მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა. ის მომავალ მცხოვრებლებს ბუნებასთან სიახლოვეს, სუფთა ჰაერსა და უსაფრთხო გარემოს ჰპირდება.

სამგორის პროექტი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აერთიანებს სხვადასხვა სივრცესა და სერვისს. კომპლექსში განთავსებულია საცურაო აუზები, გარე სპორტული მოედნები, სასეირნო და სარბენი ბილიკები, სპორტული მოედნები, ტერასები, დახურული სპორტული დარბაზები და სხვადასხვა კომერციული დაწესებულებები.

წინა პროექტებისგან განსხვავებით სამგორის საცხოვრებელი კომპლექსი დამატებით მოიცავს საბავშვო აუზს, აკვაპარკს, ბაგა-ბაღს, ტენისის კორტებს, პერიმეტრს გარეთ მდებარე კომერციული ზონას. საცხოვრებელ ბინებში გაუმჯობესებულია რამდენიმე დეტალი. მაგალითად, აღნიშნული კომპლექსის ბინები აღჭურვილია ე.წ. სლაიდ კარებით და ალუმინის ფანჯრებით, რომლებიც უკეთესი ხედისთვის ზომაშიც გაზრდილია.

ოღუზ ქაან ქარაერის თქმით, ეს კომპლექსი არა მხოლოდ საცხოვრებლად საუკეთესო გარემოა, არამედ კარგი ბიზნესინვესტიციაც არის.

"გაყიდვების ეტაპების მიხედვით ჩვენს კომპლექსში ფასები იმატებს. ფასების მატების ტენდენცია მშენებლობის დასრულების შემდეგაც გრძელდება. პრაქტიკამ ეს უკვე გვაჩვენა "მწვანე ბუდაპეშტისა" და "მწვანე ალმასის" შემთხვევაში. მაგალითისთვის, "მწვანე ბუდაპეშტის" შემთხვევაში საწყისი ფასი 700 დოლარიდან იყო და შემდეგ გავზარდეთ 1500 დოლარამდე. მეორად ბაზარზე ამ პროექტის დღევანდელი ღირებულება კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 2500-2750 დოლარია. იგივე გამოცდილება გვქონდა "მწვანე ალმასის" შემთხვევაში - კვადრატული მეტრის ფასი 700 დოლარიდან დავიწყეთ და 1350 დოლარამდე გავზარდეთ. დღეს მისი ახლანდელი ფასი საშუალოდ1500 დოლარია. შესაბამისად, ყველა მომხმარებელი, რომელიც ადრეულ ეტაპზე იძენს ჩვენს კომპლექსში ბინას, მას დაბალ ფასად ყიდულობს იმ გარანტიით, რომ მის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ფასი უახლოეს მომავალში საგრძნობლად გაიზრდება", - ამბობს ოღუზ ქაან ქარაერი.

ამჟამად "მაქრო დეველოპმენტის" სამგორის პროექტში გაყიდვების საწყისი ეტაპი მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებს შეუძლიათ საცხოვრებელი ფართები საუკეთესო ფასად შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების პირველ ეტაპზე "მაქრო დეველოპმენტი" ბინების შეძენის ექსკლუზიურ შესაძლებლობას თავის ერთგულ მომხმარებლებს აძლევს - მათ, ვინც კომპანიის საცხოვრებელ კომპლექსებში საკუთრებას უკვე ფლობენ.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელთან ურთიერთობის გამორჩეული პრაქტიკით, თითოეული მობინადრე "მაქრო დეველოპმენტის", როგორც სანდო და რეპუტაციული კომპანიის, პარტნიორი ხდება.

ტექნოლოგიური ტრენდები

მარტივად ტოკენებსა და NFT-ზე

NFT-ის ყველაზე პოპულარული სახეობა ციფრული ხელოვნების ნიმუშებია