Get All Access for $5/mo

ონლაინ ბიზნესის საბაზისო წესები, რომელიც 2022 წელს უნდა გაითვალისწინოთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ონლაინ ბიზნესში წარმატების მიღწევა თუ გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რა არის საწყისი წერტილი. ელექტრონული კომერციის სფერო გამუდმებით იცვლება, შესაბამისად წარმატებულმა ბიზნესმენმა წარმატების გარანტირებისთვის აუცილებლად უნდა მისდიოს უახლეს ტრენდებსა და აღმოჩენებს. ამ გზით თქვენ ბიზნეს სამყაროში კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებთ. თუმცა, ამისათვის მაინცდამაინც ახალი ონლაინ ბიზნესის წამოწყება საჭირო არაა, მთავარია მოცემული ასპექტების გააზრება. ბოლო პერიოდში ახალი ენტერპრენული კონცეპტი გამოიკვეთა ბაზარზე, რომლის მიხედვითაც ფიზიკური კომპანიების დაარსება საკმაოდ რთული გახდა. თუმცა, ონლაინ ინტერაქციების მოპოვება საკმაოდ დაბალი ინვესტიციითაა შესაძლებელი. ამ ახალ სფეროში შებიჯებისას აუცილებელია რამდენიმე საბაზისო დებულება გაითვალისწინოთ.

რა არის ონლაინ ბიზნესი და რატომ უნდა დაიწყოთ ის?

2021 წელს დაახლოებით 2.14 მილიარდმა ადამიანმა გამოიყენა ონლაინ მაღაზია საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მომხმარებლების დაახლოებით 40%-მა შეამცირა ფიზიკურ მაღაზიებში სიარული. ამ ტრენდის მიხედვით ინტერნეტ-ბიზნესების შემოსავალი 5.4 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს 2022 წელს. თუმცა, რადგან ახლა უამრავი ადამიანი აპირებს მსგავს სფეროში თავისი ბედის მოსინჯვას, ჯობს თქვენი გაყიდვების გაზრდის სტრატეგიებს გადახედოთ.

"ონლაინ ბიზნესის წარმოება არის აქტივობა, სადაც ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტში არსებულ ხელსაწყოებს პროდუქტის გასაყიდად, ფიზიკური მაღაზიის გახსნის გარეშე."

დღესდღეისობით გუგლი, ფეისბუქი, იუთუბი და ინსტაგრამი სწორედ ასეთ შუამავლებს წარმოადგენენ და ხალხი სწორედ მათი საშუალებით პოულობს სასურველ პროდუქტს. შესაბამისად მათი წარმატებით გამოყენების შემთხვევაში თქვენ უამრავი კლიენტის მოზიდვა შეგიძლიათ, რის საპირისპიროდაც ფიზიკური მაღაზიის გამოყენებით იგივეს მიღწევა საკმაოდ ძვირადღირებულ პროცესს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ითვლება ონლაინ ბიზნესის წამოწყება ჭკვიანურ გადაწყვეტილებად.

რატომ უნდა დაიწყოთ ონლაინ ბიზნესი?

თუკი ონლაინ ბიზნესის წამოწყება ჯერ კიდევ გეეჭვებათ, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთმოცემულ ასპექტებს, რომლის გამოც აღნიშნული საქმიანობით დაკავება ნამდვილად ღირს:

  • მოქნილი სამუშაო საათები
  • ბიზნესის დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, თქვენი სახლის კომფორტული სივრცის ჩათვლით.
  • შესაძლებელია მთელი მსოფლიოს აუდიტორიაზე კონცენტრაცია
  • პასიური შემოსავლის იდეალური წყარო

შესაბამისად, ონლაინ ბიზნესის წამოწყების უამრავი ისეთი იდეა არსებობს, რომლის დახმარებითაც საკმაოდ კარგი შემოსავლის მიღება შეგიძლიათ. თუმცა, ონლაინ ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ გასაყიდი პროდუქტის ხარისხზე და თქვენი საიტისკენ მიმავალი ტრაფიკის გაუმჯობესებაზე.

ონლაინ ბიზნესის საბაზისო ასპექტები, რომელიც 2022 წელს უნდა გაითვალისწინოთ:

ტექნოლოგიები იცვლება, სოციალური მედიის მარკეტინგი ვითარდება და გრაფიკული სამყაროს ტრენდები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ასეთ სიტუაციაში თქვენი ბიზნესის სხვებისგან გამორჩევა საკმაოდ რთული შეიძლება იყოს, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების გათვალისწინებით თქვენი ონლაინ ბიზნესის გამოცოცხლებას მარტივად მოახერხებთ:

დააკვირდით მომხმარებლების ქცევას:

თუკი ონლაინ ბიზნესით ხართ დაკავებული, მაშინ გაგონილი გექნებათ ფრაზა "კლიენტი მეფეა". ოფისში ჯდომა და ვებ კონტენტის, დიზაინისა და სტრატეგიის დაგეგმვა ერთი საკითხია, თუმცა მეორესმხრივ უამრავი ბიზნესმენი ხშირად უშვებს ისეთ შეცდობას, როგორიცაა მომხმარებლების ქცევის დაიგნორება. თუკი თქვენი პროდუქტი, სერვისი და კონტენტი მორგებულია კლიენტების განწყობაზე, მაშინ თქვენ უფრო მეტი ხალხის მიზიდვა შეგიძლიათ. ამიტომ სჯობს მოახდინოთ ინვესტიცია ისეთ პროექტებშიც, როგორიცაა მომხმარებლების გამოკითხვა, კონკურენტი ბიზნესების გამოკვლევა და ა.შ

გამოიყენეთ მარკეტინგის ეფექტური პლატფორმები

ეფექტური მარკეტინგის სტრატეგია ონლაინ ბიზნესის ხერხემალს წარმოადგენს. უამრავი ისეთი პლატფორმა, როგორიცაა პინტერესტი, ფეისბუქი და ინსტაგრამი თქვენ 100% კონტროლს მოგანიჭებთ საკუთარი მარკეტინგული კამპანიის წარმართვისას. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალური მედია პლატფორმები გადამწყვეტ როლს ასრულებენ თქვენი ონლაინ ბიზნესის წარმატებაში. ამასთანავე, ელ.ფოსტით წარმოებული მარკეტინგიც მნიშვნელოვან ხელსაწყოდ ითვლება და ბიზნესის ზრდის სტრატეგიის დაგეგმვისას არც ეს ასპექტი არ უნდა გამოგრჩეთ.

მოარგეთ თქვენი საიტი სმარტფონებს

სტატისტიკის მიხედვით, ონლაინ ტრაფიკის ნახევარზე მეტი სწორედ მობილური ტელეფონებიდან მოდის. სწორედ ამიტომ აუცილებელია თქვენი საიტის დიზაინის მორგება მობილურით მოსარგებლე კლიენტებზე. გუგლის მიხედვით, საიტების მხოლოდ 54% პროცენტია მორგებული მობილურ ტრაფიკზე და სწორედ ეს ნაწილი აქცევს ყურადღებას აღნიშნული ასპექტის გაუმჯობესებას. ამიტომაც, თუკი თქვენი საიტი მობილურებზე არ არის მორგებული, აუცილებელია ეს საკითხი მნიშვნელოვანი დავალებების სიაში მოათავსოთ.

გამოიყენეთ ავტომატიზაცია

წარმატებული ბიზნესი ყოველთვის ცდილობს თანამშრომლების დროის და ენერგიის დაზოგვას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ავტომატიზაციის ხელსაწყოებს იყენებთ. მსგავსი პროგრამები დავალებებს მათთვის დიდი დროის დათმობის გარეშე ასრულებენ. მაგალითად გადახდების სისტემის მართვისთვის paystub generator.

ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს

ვებგვერდი მხოლოდ პროდუქტის, ფოტოებისა და ბლოგების განსათავსებლად არ გამოიყენება. თქვენი ბიზნესი სრულყოფილ ყურადღებას საჭიროებს, რაშიც ასევე შედის საიტის სხვადასხვა ასპექტებისთვის საკმარისი დროის დათმობა. მაგალითად აუცილებელია ვებგვერდის ამ დეტალებზე კონცენტრირება:

გამოიყენეთ ქივორდების საძიებო ხელსაწყოები

განავითარეთ საიტის SEO მხარე

იმუშავეთ საიტის სიჩქარის გაუმჯობესებაზე

მიამაგრეთ გუგლის საძიებო სისტემის მართვის პანელი

ისწავლეთ გუგლის მიერ მოწოდებული ანალიზის სწორად წაკითხვა

შექმენით ხარისხიანი პროდუქტი

ყველა ეს დეტალი საიტის მნახველების რაოდენობის გაზრდაში დაგეხმარებათ. საერთო ჯამში აღნიშნული ვიზიტორები პოტენციურ მომხმარებლებად შეიძლება იქცნენ.

ყურადღება გაამახვილეთ მიკრო ნიშაზე

უამრავი ადამიანი ფართო ნიშაზე ფოკუსირების მსგავს შეცდომას უშვებს. თუმცა, თქვენი გაყიდვების სტრატეგია ბევრად უფრო ეფექტური იქნება მიკრო ნიშაზე მორგების შემთხვევაში. ამასთანავე, სპეციფიური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზების შემთხვევაში კლიენტებს უფრო დადებითი დამოკიდებულება უჩნდებათ ბიზნესის მიმართ და მათი გამოცდილებაც ბევრად უკეთესი ხდება თქვენი ბიზნესით სარგებლობისას. ამის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ კონკრეტულ აუდიტორიაზე გათვლილი მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასაც.

ჩაატარეთ სრულყოფილი კვლევა

მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ბიზნესს სპორტის, გართობის თუ მოდის სფეროში იწყებთ. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი კვლევის ჩატარება. ამისათვის არსებობს ისეთი სასარგებლო პლატფორმები, როგორიცაა Quora, Google და კიდევ უამრავი სხვა. აღნიშნული პლატფორმები ზოგადი გამოკვლევის ჩატარების იდეალურ ხელსაწყოებს წარმოადგენენ. შემდგომში თქვენი კვლევის გაღრმავება შეგიძლიათ ქივორდების საძიებო პროგრამების გამოყენებითაც, უფრო დეტალური შედეგების მისაღებად.

ყურადღება მიაქციეთ ვებსაიტის დიზაინს

თუკი ონლაინ ბიზნესის წარმოება საიტის გამოყენებით გსურთ, მაშინ აუცილებელია მის დიზაინს დიდი ყურადღება მიაქციოთ. იდეალური საიტი აუცილებლად უნდა იყოს ინტეგრირებული სოციალურ მედიასთან და უნდა იყოს ვიზუალურად მომხიბვლელი. შესაბამისად, თუკი ამ საკითხის ექსპერტი არ ბრძანდებით, აუცილებელია დაიქირაოთ აღნიშნული საქმის პროფესიონალები. თანაც, კოდის წერის გარეშე საიტის შექმნა თავისუფლადაა შესაძლებელი ვორდპრესის გამოყენებით.

გამოიყენეთ ახალი მეთოდები თქვენ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად

ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია ისეთი არატრადიციული მეთოდების გამოყენებაც, როგორიცაა high income skills და ბიზნესის წარმატებულად მმართველი ადამიანების მოძიება. აუდიო მესიჯები, სოციალური მედიის აპლიკაციები და კიდევ უამრავი ისეთი პროდუქტები, რომლების გამოყენებითაც თქვენ გააუმჯობესებთ კლიენტებთან კომუნიკაციას და ამის წყალობით გაზრდით მომხმარებლებისა და ვიზიტორების რაოდენობას.

დაიხმარეთ პარტნიორული პროგრამები

ბოლო პერიოდში პარტნიორული მარკეტინგი ერთ-ერთ იდეალურ მარკეტინგულ სტრატეგიათ გამოჩნდა ბაზარზე. მსგავსი პროექტების მიხედვით სხვა ადამიანები ყიდიან თქვენს პროდუქტებსა და სერვისებს, ფიქსირებული პროცენტული შემოსავლის სანაცვლოდ. ყველაზე პოპულარული პარტნიორული პროგრამა ამაზონს აქვს. შესაბამისად, თუკი მეტი კლიენტის მიზიდვა გსურთ, აღნიშნული სტრატეგია მართლაც გამოგადგებათ.

ფინანსური დამოუკიდებლობა ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რომელიც თქვენ თავს შეიძლება აჩუქოთ. ამიტომაც უამრავი ონლაინ შესაძლებლობა არსებობს, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ აღნიშნული მიზნის მისაღწევად. თუმცა, აღნიშნულ გზაზე თქვენ სტაბილურობა და ხარისხი გჭირდებათ. ამასთანავე, არ უნდა დაგავიწყდეთ ბაზრის გამოკვლევა და მოთხოვნის დონის შეფასება იქამდე, სანამ ახალ პროექტს წამოიწყებთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი