"ნანიკა" - ამერიკაში გაცოცხლებული ქართული მინანქრის ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხათუნა ხრიკაძე 46 წლისაა, მას 3 შვილი ჰყავს და უკვე 28 წელია, რაც ტურისტულ სააგენტოში, ამჯერად უკვე დისტანციურად, გაყიდვების მენეჯერია. ხათუნა ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც ტიხრულ მინანქარზე მუშაობა დაიწყო და საკუთარი სტარტაპი ""ნანიკა"" დააარსა, რომელიც მისი შვილების სახელების მარცვლების კომბინაციაა: ნაკა-ნა, ნინია-ნი და ზუკა-კა.

""საქართველოში ტიხრულ მინანქარზე მუშაობის დიდი ისტორიული გამოცდილებაა დაგროვილი, მაგრამ, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ტრადიცია დაიკარგა. ბოლო დროს, ამ კულტურის აღორძინება აქტიურად მიმდინარეობს, ეკლესიებში, მონასტრებსა და კერძო სკოლებში.

2017-2019 წლებში მეც ვმუშაობდი მინანქარზე, კონკრეტულად ტიხრულ მინანქარზე, ამ ხელოვნების საიდუმლოს ბავშვებსაც ვუზიარებდი. გადავწყვიტე, აქაც იგივე საქმიანობა გამეგრძელებინა", - გვიყვება ხათუნა.

2023 წელს ხათუნა ამერიკაში მესამედ ჩავიდა და გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო. მუშაობა ცნობილ მინანქრისტთან, მირა ჯედვაბნიკ ვან დორენთან (MIRA JEDWABNIK VAN DOREN) დაიწყო და მისი დახმარებით, სახლში პატარა სახელოსნო გახსშექმნა.

"შევიძინე ამ საქმიანობისთვის აუცილებელი ყველა ნივთი: ღუმელი, ფერები, ყველაფერი, რაც საჭიროა მინანქარზე სამუშაოდ. ვერცხლის, სპილენძის დამუშავება და მათგან სამკაულების, სუვენირების დამზადება დავიწყე. ამას გარდა, ხელნაკეთ საპნებს, სანთლებს ვამზადებ. ეპოქსიდით ვაზებს, მაგიდებსა და სხვა უამრავ ლამაზ ნივთს ვქმნი. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი კომპანია გამეხსდამეარსებინა".

ხათუნა აღნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს ამზადებდა. ნიუ-იორკში მან სპეციალური კურსები გაიარა და სპილენძის დამუშავების ტექნიკა შეისწავლა. ამზადებს სამკაულებს, საყურეებს, სამაჯურებს, მძივებს, სპილენძის, ვერცხლისა და მინანქრის თმის სამაგრებს.

"ქართული ორნამენტებით შექმნილი სამკაულები ძალიან საინტერესო და ლამაზია. ყველას აოცებს და დიდ მოწონებას იმსახურებს. "ნანიკა" ჩემი პატარა სამყაროა, სადაც შემიძლია, ულამაზესი ნივთები შევქმნა. ყოველთვის ვამბობ, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ გინდა, აუცილებლად გამოგივა, მთავარია, მოინდომო".

"ნანიკას" პროდუქციის შეძენა ჯერ მხოლოდ მისი სოციალური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი. როგორც ხათუნა ამბობს, ვებგვერდი დასრულების პროცესშია და ნივთები მალე ონლაინ მაღაზიაშიც იქნება ხელმისაწვდომი.

"უცხო ქვეყანაში ბიზნესის დაწყება მარტივი არ არის. თან ჩემთვის ეს საქმიანობა არც საქართველოში იყო ნაცნობი. მაგრამ ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, კარგი საქმეები აკეთო. ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელებიც ამ ოცნების ასრულებაში მეხმარებიან. ჩემს შრომას, წამოწყებასა და შესაძლებლობებს აფასებენ. ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც უცხო ქვეყანაში".

ხათუნა იხსენებს, რომ 2017 წელს, როცა ავიაბილეთების შეძენა ონლაინ აქტიურად დაიწყო, სააგენტოში მისი მუშაობა ნაკლებად ფუნქციური გახდა და გადაწყვიტა, რომ ახალი პროფესია შეესწავლა.

"ჩემი მეგობრის, ნათია გოგოლაძის დახმარებით, რომელიც თავის სახელოსნოში ვერცხლისა და მინანქრის ულამაზეს ნივთებს ქმნიდა, ამ საქმის შესწავლა დავიწყე და ნელ-ნელა ''"მოვიწამლე''".

საოცრებაა, როცა შეგიძლია, სულ პატარა მეტალი ულამაზეს ნივთად გარდაქმნა. როგორ ერწყმის ერთმანეთს ტიხარი და ფერი. ეს საქმიანობა მაშინ ჩემი და ჩემი შვილების საარსებო წყაროდ იქცა.

დღე და ღამე ვისხედით და უამრავ საყურეს, სამაჯურს, საკიდარს ვქმნიდით, სუვენირების მაღაზიებს ვამარაგებდით. დროდადრო იმართებოდა გამოფენა-გაყიდვებიც.

ჩვენი შექმნილი ბევრი სამკაული უკრაინაში იგზავნებოდა. მაშინაც და ახლაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და არის. მაგრამ ყველაფერი 2020 წელს, პანდემიის დროს შეიცვალა. მერე პროფესიული კოლეჯიც დავამთავრესრულე, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრაქტიკული გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია".

ხათუნა ამბობს, რომ "ნანიკას" ყველა შექმნილი ნივთი განსხვავებულია და ერთმანეთს არ ჰგავს.

"მუშაობისას, ჩემს ირგვლივ, მთელი სამყარო ჩერდება. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ დაწყებული დავასრულო. ძალიან სასიამოვნო პროცესია. ყოველ ახალი ნივთის შექმნისას, ვცდილობ, ახალი ელემენტები ჩავრთო, რათა ნივთი განსხვავებული იყოს.

სულ ახლის ძიებაში ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის მერეც, შემიძლია, ის ვაკეთო, რაც ძალიან მახარებს. მკვეთრი ფერების კომბინაცია კი ძალიან საინტერესოა. მინდა, ჩემი ყოველი შექმნილი ნივთი პრაქტიკული და ორიგინალური იყოს, მნახველსა თუ მფლობელს კარგ განწყობაზე აყენებდეს".

ხათუნასთვის შთაგონების წყარო მისი ოჯახის წევრები და შვილები არიან. უცხო ქვეყანაში საკუთარი საქმიანობით თავისი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა. უცხოელებს ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ისტორიას აცნობს.

"თამარ მეფესა და დავით აღმაშენებელზე მოყოლილ ამბებს გაოცებით უსმენენ. აინტერესებთ ყველაფერი: მდებარეობა, სამზარეულო, ისტორია, პოლიტიკა. ფეხბურთსაც კი ერთად ვგულშემატკივრობთ. ამასთან ერთად, ჩემი შვილების, ოჯახის წევრებისა და ჩემი ქვეყნის მონატრება და სიყვარული ჩემი მთავარი მოტივაციაა".

ხათუნა ახლა ახალ იდეებსა და ნამუშევრების რესტავრაციაზე მუშაობს. გეგმავს, რომ მირასთან ერთად გამოფენა მოაწყოს.

"გამოფენის სახელი, სავარაუდოდ, ""ძველი და ახალი ნამუშევრების სიცოცხლე" იქნება. ეს გამოფენა სექტემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, გადაიდო. იმედია, დეკემბრის ბოლოს დამთვალიერებლებს ჩვენს ნამუშევრებს წარვუდგენთ".