Get All Access for $5/mo

"რიხტერის კლინიკა" - განსაკუთრებული სტომატოლოგიური ზრუნვა, რომელიც ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ესთეტიკური სტომატოლოგიისა და ინიექციური კოსმეტოლოგიის კლინიკა Richter's Clinic-ი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიცირებული ექიმებით, რომლებიც სტომატოლოგიური მასტერკლასების საშუალებით პროფესიონალურ უნარებს მუდამ იმაღლებენ როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ.

Entrepreneur-ი "რიხტერის კლინიკის" დამფუძნებელს და დირექტორს, გიორგი ცაგურიას ესაუბრა.

რა გზა გაიარა "რიხტერის კლინიკამ" და როგორ განახორციელა მიზნები ამ დროის განმავლობაში?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკა ჯერ ერთი წლისაა, ის საკმარისი ნდობით და პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე სხვა ქვეყნებიდან მოზიდულ პაციენტებს შორის. ამას მათ შორის ადასტურებს ჩვენი ონლაინშეფასებები: https://www.richters.ge/en/reviews/

კლინიკის სახელწოდება და კონცეფცია შთაგონებულია ცნობილი მხატვრის, გერჰარდ რიხტერის ხელოვნებით. მისი თქმით, ხელოვნება წარმოადგენს იმედის უმაღლეს ფორმას. ზუსტად ამ კონცეფციას მიჰყვება ჩვენი გუნდი. გვჯერა, რომ მკურნალობის ყველა მეთოდი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არის შესაძლებლობა, მეცნიერება ხელოვნებასთან გავაერთიანოთ და ისეთი შედეგები მივიღოთ, რომელიც არა მხოლოდ ჯანმრთელობას აღადგენს, არამედ ჩვენი პაციენტების თავდაჯერებულობასა და კეთილდღეობას აამაღლებს.

რა ქმნის თქვენი კლინიკის ხარისხის სტანდარტს და როგორ ინარჩუნებს ნდობას საზოგადოებაში?

ერთი წლის წინ "რიხტერის კლინიკამ" მუშაობა მკაფიო მიზნით დაიწყო: ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა უმაღლეს დონეზე. ჩვენი სტანდარტები მკურნალობის საერთაშორისო პროტოკოლებით, თანამედროვე აღჭურვილობითა და თითოეული პაციენტისადმი მზრუნველობით არის შედგენილი.

მომსახურების მაღალი დონის შენარჩუნება ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლებით მიიღწევა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს განვითარებასთან ერთად საზოგადოების ნდობა იზრდება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ნდობა მრავალი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ. ხარისხს სამუშაო პროცესების მუდმივი კონტროლისა და ჩვენი პაციენტების გამოხმაურების მეშვეობით ვინარჩუნებთ.

რა სერვისებით შეუძლია მომხმარებელს სარგებლობა?

სერვისები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ პაციენტებმა:

სტომატოლოგია:

  • კბილების პროფილაქტიკური დათვალიერება - დისპანსერიზაცია
  • კბილების პროფესიონალური წმენდა
  • პარადონტოლოგიური მომსახურება
  • კბილების მკურნალობა, დაბჟენა
  • მხატვრული რესტავრაცია
  • კომპოზიციური და კერამიკული ვინირები
  • რთულად ამოსაღები კბილების ექსტრაქცია მინიინვაზიურად და უმტკივნეულოდ
  • კბილების იმპლანტაცია
  • მეტალო კერამიკის და ცირკონის გვირგვინები
  • იმპლანტებზე პროთეზირება
  • ღიმილის ტრანსფორმაცია
  • კბილების გასწორება სხვადასხვა მეთოდით
  • დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია

კოსმეტოლოგია:

  • ბოტოქსი
  • ფილერი
  • აპტოსის ძაფებით სახის კონტურირება

რამდენად ხელმისაწვდომი და კომფორტულია გარემო და პროცედურები?

"რიხტერის კლინიკის" პროექტირებისას, თავიდანვე იყო განსაზღვრული პაციენტებისთვის მოხერხებული და კომფორტული გარემოს შექმნა: პარკინგი კლინიკის მიმდებარედ, სადაც ნებისმიერ დროს არის თავისუფალი ადგილი ავტომობილებისთვის, შშმ პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი, კორიდორი, სველი წერტილი, კაბინეტის სივრცე.

კლინიკაში ყველა პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: პაციენტის მიერ ვიზიტის დაჯავშნიდან სამედიცინო კვლევის ჩატარებამდე და მკურნალობის დაწყებამდე. პაციენტზე ზრუნვა ყველა დეტალში ჩანს, კომფორტული მოსაცდელებიდან დაწყებული, ჩვენი პერსონალის ყურადღებიან დამოკიდებულებამდე.

პაციენტის ვიზიტები ისეა დაგეგმილი, რომ ხანგრძლივ ლოდინს და მასთან დაკავშირებულ სტრესს გამორიცხავს.

პაციენტების კომფორტისთვის კლინიკაში მუდამ სასიამოვნო მუსიკა ჟღერს, საერთოდ არ იგრძნობა სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დამახასიათებელი სუნი და პაციენტის თანმხლებ პირებს ყავის მირთმევაც შეუძლიათ, ქსილიტოლის შემცველ ტკბილ აბებთან ერთად.

კლინიკაში ვიზიტამდე შეგიძლიათ გაიაროთ 3D ტური

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი კლინიკა, რა გამოარჩევს მას სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის პაციენტორიენტირებულობა. თითოეულ პაციენტზე ზრუნვა. ჩვენ პაციენტები პროფესიონალიზმისა და მზრუნველობისთვის გვირჩევენ, რომელიც მკურნალობის თითოეულ ეტაპს უწყვეტად მიჰყვება - საწყისი კონსულტაციიდან მკურნალობის დასრულებამდე.

პაციენტორიენტირებული მომსახურება არის ჩვენი სტანდარტი. ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც პაციენტი მაქსიმალურად გახსნილია და საკუთარ მოლოდინებს თამამად გვიზიარებს. ეს ექიმებს ეხმარება, პაციენტს მოლოდინის გამართლებაში ხელი შეუწყონ ან გაუმართლებლობა დაუსაბუთონ.

ვიზუალიზაცია და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება პაციენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად სურს პრობლემის მოგვარება, მკურნალობის არცთუ ისე მოკლე გზას ჩვენთან ერთად გადის და საბოლოო, წარმატებული, ხანგრძლივი შედეგის მიღებამდე გვენდობა.

როგორია თქვენი გუნდი და რამდენად კვალიფიციური კადრებისგან შედგება?

შეიძლება იყო ძალიან კარგი სპეციალისტი, შენს საქმეს პროფესიონალურად ასრულებდე, მაგრამ კოლეგებსა და პაციენტებთან კომუნიკაცია არ გამოგდიოდეს. გუნდის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეს იყო და ვამაყობთ, რომ საუკეთესო გუნდი გვყავს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთ პაციენტს მკურნალობის პერიოდში პროცედურების ჩატარებამ შეიძლება სხვადასხვა სპეციალისტთან მოუწიოს და კოლეგებს შორის შეთანხმებული ურთიერთობა პაციენტს გაუგებრობების და ზედმეტად დროის ხარჯვისგან იცავს.

აკმაყოფილებს თუ არა კლინიკა საერთაშორისო სტანდარტებს?

კლინიკა საერთაშორისო სტანდარტებს აღჭურვილობებით, სტომატოლოგიის ფართო სპექტრით, მკურნალობის თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლებით და სისტემატიზებული ბიზნესპროცესებით აკმაყოფილებს. ჩვენ ISO სერტიფიკატის მისაღებად ვემზადებით.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული