ვინ გახდა BTU-ს სტუდენტური AI HACKATHON-ის გამარჯვებული და რა პრობლემას აგვარებს გუნდი CHESSU?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩვენ Maia Individual-ისა და sequential ნევრული ქსელების მეშვეობით ჭადრაკის გაუმჯობესებული anti-cheat სისტემა შევიმუშავეთ. ტრადიციული სისტემები, როგორიცაა Nightwatch-ი და Irwin-ი კორელაციას ადამიანის სვლებსა და ძლიერი კომპიუტერის სვლებს შორის ზომავენ. ამ მეთოდის მთავარი პრობლემა მდგომარებს იმაში, რომ არ შეუძლია კომპიუტერისა და იმ ძლიერი მოთამაშეების გარჩევა, რომლებსაც ბუნებრივად მაღალი კორელაცია აქვთ", - ზურა ქევანიშვილი, "კავკასიის უნივერსიტეტის" კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი.
გუნდი Chessu ორი მონაწილისგან შედგება, ზურა ქევანიშვილი და გიორგი კინწურაშვილი. როგორც ზურა გვიყვება, ისინი კურსელები და ახლო მეგობრები არიან და ბევრ კონკურსში მიუღიათ ერთად მონაწილეობა. ერთმანეთთან მუშაობის გამოცდილება კი პროდუქტის ეფექტურად შემუშავებაში დაეხმარათ.
სტუდენტური ჰაკათონი "ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში" "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" ორგანიზებით ჩატარდა და გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
როგორც ზურა აღნიშნავს, ჭადრაკი იყო ერთ-ერთი პირველი სფერო, სადაც კომპიუტერებსა და ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ადამიანებმა მარცხი განიცადეს, თუმცა ამან კაცობრიობას საშუალება მისცა, კიდევ უფრო განვითარებულიყო და თავისი ცოდნა დაეხვეწა.
"მე მივესალმები ხელოვნური ინტელექტების განვითარებას როგორც ჭადრაკში, ისე სხვა სფეროებში. Maia-ს მეშვეობით იზომება ალბათობა მოცემული ინდივიდის მიერ გაკეთებული სვლის აუთენტურობის და ტრადიციულ კომპიუტერთან კორელაციაში შეჭიდულ პარამეტრებთან ერთად. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილმა Sequential მოდელმა იხილა 16%-იანი ზრდა სიზუსტეში".
ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართა. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატებსა და ღონისძიებებს აერთიანებს და მასში ათასობით კონკურსანტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს. მარათონის ფარგლებში გაცემული საპრიზო ფონდი 40 000₾-ზე მეტია.
AI ჰაკათონი განხორციელდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz ∙ ვებიზ-თან, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International-ისა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Exadel Georgia-სთან პარტნიორობით.
ჰაკათონის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდზე გადანაწილდა. გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.
"ჰაკათონების შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, მთავარია სტუდენტს ეყოს გამბედაობა და თავდაჯერებულობა მონაწილეობის მისაღებად. არ მოერიდოთ გამოწვევებს და ნუ შეგეშინდებათ უნიკალური გამოცდილების მიღების".