Get All Access for $5/mo

ვოლტის ახალი რეკორდი შედგა - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გზავნილი ჩაიბარა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვოლტის გზავნილი დიუსელდორფშია - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტს მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ მორიგი რეკორდი მიუძღვნა.

სიმბოლურმა საჩუქარმა - ვოლტის გუნდის კეთილი სურვილებით დატვირთულმა საქართველოს დროშამ, 12 დღეში 6 ქვეყანა და 4 000 კილომეტრი გაიარა.

რეკორდული მარშრუტი მოპედით ვოლტის პარტნიორმა შადიმან ხარშილაძემ დაფარა.

გზავნილი ადრესატებთანაა - ვოლტის პარტნიორი კურიერის ემოციური შეხვედრა ქართველ ფეხბურთელებთან ნაკრების ბაზაზე შედგა.

ქართველი გულშემატკივრების კეთილი სურვილების კურიერმა საჩუქარი თავადაც მიიღო. შადიმან ხარშილაძეს ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი ხელმოწერებით ნაკრების მაისური გადასცეს.

ისტორიული გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს მოიპოვა. ნაკრების პირველი თამაში ჩემპიონატზე, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს შედგება. საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩები 22 ივნისს ჩეხეთთან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიასთან შედგება.