მე ვასწავლი ანტრეპრენერებს, თუ რატომ არის კარგი მარცხი - როგორ უნდა ვაქციოთ წარუმატებლობა წარმატებად

By Yasuhiro Yamakawa

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამეწარმეო სამყაროში კომპანიები, რომლებიც წარმატებას აღწევენ, დიდ ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წარუმატებელი კომპანიებისგან უფრო მეტის სწავლა შეიძლება. შეცდომების აღიარება და მათგან სწავლა სამომავლო წარმატების გასაღებია.

ბაბსონის კოლეჯში, სადაც ასოცირებული პროფესორი ვარ, ჩემმა სტუდენტებმა "დოქტორი მარცხი" შემარქვეს, რადგან ვასწავლი კურსს, სახელწოდებით, "მარცხი კარგია". მე მოვუწოდებ სტუდენტებს, მიიღონ წარუმატებლობა, როგორც ცოდნისა და უნარების მნიშვნელოვანი წყარო.

სტატიაში ოთხ სიბრძნის წყაროს გთავაზობთ, რომლებიც ჩემი კვლევებისა და ანტრეპრენერ ლიდერებთან მუშაობის შედეგად შევიძინე იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ წარუმატებლობა წარმატების მისაღწევად.

მოსალოდნელი ზარალი წინასწარ განჭვრიტეთ

წინასწარ იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ზარალი და აქედან რა შეიძლებოდა თქვენთვის მისაღები ყოფილიყო, ანუ ისეთი, რისი გადატანა და გამოსწორებაც შეგიძლიათ. ეს სავარჯიშო სასარგებლო ცნობიერებას ქმნის.

ჩემი გამოცდილებით, რაც უფრო მომზადებული იქნება გუნდი წარუმატებლობისთვის, მას მით უფრო ნაკლებად განიცდის. მაგრამ თუ კომპანია ზედმეტად კონსერვატიულია და რისკების მიმართ ნაკლები მიმღებლობა აქვს, მაშინ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. რადგან მინახავს კომპანიები, რომლებმაც მანამდე შეწყვიტეს, სანამ დაიწყებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ წარუმატებლობის ეშინოდათ.

სხვისი შეცდომებისგან ისწავლეთ

სტარტაპის წარუმატებლობას შესაძლოა სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდეს. ნიჭთან დაკავშირებული შეცდომა და არასწორი თანამშრომლების დაქირავება. არასწორი იდეა, რომელიც სათანადოდ არ იქნა განსაზღვრული. ფულთან დაკავშირებული შეცდომა, როგორიცაა მიღებულ შემოსავლებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება.

თქვენი შეცდომების მიმართ გამჭრიახობა გამოიჩინეთ

ანტრეპრენერები სხვებისგან თავიანთ შეცდომებზე სწავლის უნარით გამოირჩევიან. ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ ის, რასაც ლიდერები თავიანთი წარუმატებლობის მიზეზად მიიჩნევენ, მათ უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რომლითაც შემდეგ ჯერზე უფრო გონივრულად მოქმედებენ.

იაპონიაში 200-ზე მეტი დამფუძნებელი შევისწავლე. ისინი, ვინც წარუმატებლობაში თავიანთი როლის პოვნას ცდილობდნენ, სვამდნენ კითხვას: "რა შემეძლო, რომ უკეთესად გამეკეთებინა"? ასეთი ლიდერები უფრო მეტად იზრდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც წარუმატებლობაში გარე ძალებს ადანაშაულებდნენ. კომპანიის წარუმატებლობას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა საკუთარი შეცდომების აღიარება და მათზე დაკვირვება უფრო დიდ წარმატებას მოგიტანთ.

მიიღეთ წარუმატებლობა

გამოიმუშავეთ ჯანსაღი დამოკიდებულება წარუმატებლობის მიმართ და მოუწოდეთ თქვენს კოლეგებს, რომ იგივე გააკეთონ. ეცადეთ, სირცხვილმა არ დაგძლიოთ. წარუმატებლობა, უბრალოდ, მოვლენაა და არა თქვენი ღირებულების განმსაზღვრელი განაჩენი.

მე ჩემს სტუდენტებსა და კლიენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ წარუმატებლობა ღირებული რამაა, თუ მისგან რაღაცის სწავლა შეგიძლიათ. საჭიროა კომპანიაში ჯანსაღი გარემოს შექმნა, რათა თანამშრომლებმა თავიანთი შეცდომების აღიარება შეძლონ, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამალონ.

შეცდომების მიმართ მიმღებლობა არასამუშაო გარემოშიც სასარგებლოა. Spanx-ის დამფუძნებელი, სარა ბლეიკლი იხსენებს, რომ, როცა იგი და მისი ძმა ბავშვები იყვნენ, მამა ეკითხებოდა: "რა შეგეშალათ ამ კვირაში?" სარა ამბობს, რომ ეს შეცდომების ნორმალიზებასა და წარუმატებლობის, როგორც ცხოვრებისეული მოვლენის მიღებაში დაეხმარა.

ჩემმა ყოფილმა სტუდენტებმა საქმიანობის დასაწყისში წარუმატებლობა განიცადეს, მაგრამ თავიანთი ინტელექტუალური ანალიზი დაეხმარათ შეცდომების გაანალიზებაში. სირთულეების დაძლევამ ისინი უფრო თავდაჯერებულები გახადა და დაეხმარა, ისეთ გიგანტ კომპანიებთან დაეწყოთ თანამშრომლობა, როგორებიცაა Google-ი და Apple-ი, ან თავადვე დაეარსებინათ კომპანია.

Yasuhiro Yamakawa

Associate Professor of Entrepreneurship at Babson College

Yasuhiro Yamakawa is an associate professor of entrepreneurship at Babson College whose teaching and research interests focus on entrepreneurial failure, earning him the affectionate nickname of “Dr. Failure.”
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი