Get All Access for $5/mo

1 ივნისს SOLO Kids Market-ი გაიმართება პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SOLO მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. 1 ივნისს, ბავშვთა დღეს, SOLO Sunday-სა და შუმბალენდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში საბავშვო მარკეტი - SOLO Kids Market გაიმართება.

ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა კატეგორიებიდან წარადგენენ, როგორიცაა: კრაფტი, საბავშვო ტანსაცმელი, ხელნაკეთი სამკაული, აქსესუარები, სათამაშოები, კვება და სხვა. პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

შუმბალენდის ტერიტორიაზე ასევე დაგვხვდებათ SOLO Sunday-ს კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა მრავალფეროვანი მასტერკლასები. ასევე, სახალისო და გასართობი აქტივობები, მუსიკალური შოუ, ბავშვებისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები ოჩოფეხებზე და ა.შ

ღონისძიების განრიგი:

• 14:00 -16:00 - ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის მასტერკლასი

• 16:00 - 20:00 - სახის მოხატვის მასტერკლასი

• 16:00 - 20:00 - ბუშტების მასტერკლასი

"SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და დამწყებ მომოვალ მეწარმეებს. მსგავსი ინიციატივების ფარგლებში, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათთვის საერთო სივრცის შექმნას, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. SOLO მათ მომავალშიც არაერთ საინტეესო სიახლეს შესთავაზებს", - აცხადებს SOLO Lifestyle დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიქოვანი.

ღონისძების დეტალები

ლოკაცია: ვაკის პარკი, შუმბა ლენდი

დრო: 14:00 -21:00 სთ

თარიღი : 1 ივნისი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი