Join our Waitlist for Expert Advice!

Bacanos - კვების ობიექტი უნიკალური კონცეფციის მქონე კერძებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბაკანოსი" ქართული კვების ობიექტია, რომელიც თემურ ლელაძემ და გიგი ბურჯალიანმა იმ იდეით შექმნეს, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფასად, რეალურად კარგი პროდუქტი მიეწოდებინათ.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ქართულ კვების ინდუსტრიაში კარგი კაფე-რესტორნების საკმაოდ დიდი არჩევანია. დღეს არაერთ ადგილას შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები, თუმცა ეს ყველაფერი დიდ დროსა და თანხასთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს. სწორედ ეს გარემოება გახდა "ბაკანოსის" შექმნის ინსპირაციის წყარო.

"ჩვენი მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს არ აქვს იმის საშუალება, რომ ყოველდღიურად ლანჩზე რესტორნებში იარონ, ამიტომ სახსრების და დროის დაზოგვის მიზნით ხშირად "ჯანკ ფუდს"ირჩევენ. სწორედ ამ პრობლემამ გააჩინა იდეა, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც საკუთარი ღირებულებით იქნებოდა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი, ხოლო ხარისხით და გემოთი არ ჩამოუვარდებოდა იმ კერძებს, რომლებსაც რომელიმე კარგ რესტორანში მიირთმევდნენ", − აღნიშნავენ კომპანიაში.

"ბაკანოსის" მენიუ კრეატიულ და საინტერესო კონცეფციის მქონე კერძებს აერთიანებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და წარმოადგენს ავტორის ფანტაზიის ნაყოფს. გარდა ამისა, კომპანიის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, გემრიელ კერძებთან ერთად მომხმარებლებს სასიამოვნო და სახალისო გარემო დაახვედროს.

"თითოეულ კერძს საკუთარი ინსპირაციის წყარო აქვს, ზოგი ქართულ ტრადიციულ კერძებზეა აგებული, ზოგი ევროპულზე, ზოგიც აზიურზე. ამ ყველაფერს ალამაზებს ჩვენი ინდივიდუალური ხედვა და გემოვნების აღქმა. მთავარი ინსპირაციის წყარო მაინც კმაყოფილი მომხმარებლის კარგი შეფასებაა", − აღნიშნავენ კომპანიაში.

მართალია, "ბაკანოსის" კერძები ნელ-ნელა იპყრობს მომხმარებლების გულებს, თუმცა ამ პროცესში ბრენდს არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევს. განსაკუთრებით რთული საკუთარი საქმის კარგად მცოდნე, შეკრული და მეგობრული პროფესიონალებით დატვირთული ჯგუფის შექმნა იყო, რამდენადაც დღევანდელ შრომით ბაზარზე საკმაოდ მძიმე ვითარებაა კვალიფიციური კადრების მიმართულებით. თუმცა მენეჯმენტმა ნელ-ნელა შეძლო ამ დაბრკოლების გადალახვა და "ბაკანოსის" გუნდში თავისი საქმის პროფესიონალები გააერთიანა.

"დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ გვასწავლა ქმედების თავისუფლება, როდესაც არ იბოჭები დოგმებით და სხვის მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ გიწევს მოქცევა. დამწყებ ანტერპრენერებს კი ვეტყვი, რომ მათ გადასადგმელ ნაბიჯს სხვა არ გადადგამს, 1000-კილომეტრიანი გზა კი სწორედ პირველი ნაბიჯით იწყება. ზუსტად და მკაფიოდ დაინახეთ ის, რაც გსურთ და არ დაიშუროთ დრო და ენერგია ამ მიზნის მისაღწევად", − აღნიშნავს თემურ ლელაძე, კომპანიის თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება "ბაკანოსის" სამომავლო გეგმებს, კომპანიის მთავარი მიზანი ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბებაა, რომელიც საზოგადოებაში მაღალ ხარისხსა და კარგ პროდუქტთან იქნება ასოცირებული. უახლოეს პერიოდში კი ახალი ლოკაციების ათვისება და ქსელის გაფართოება იგეგმება.

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი