"ბიოგრაფმა" "საკენის" დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბიოგრაგმა" "საკენის" დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, უკვე ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ დელიკატესების მაღაზია "გასტრონომის" ჰიპერმარკეტი, "ოკტოპუსის" 25 მეტრიანი აუზი და თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, "პოლის" ფრანგული რესტორანი, იტალიური რესტორანი ,,ბისტრო გასტრონომისგან", "დანკინის" ამერიკული რესტორანი და ჯანსაღი კვების ქსელი "სკა" "საკენის" კომპლექსში განთავსდება და მაცხოვრებლების ყოველდღიურობას კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის. "საკენის" მშენებლობა ვაჟა ფშაველას #25-ში უკვე დაიწყო.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა "ბიოგრაფის" პირველი პროექტის - "საკენის" კომერციული პარტნიორები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ შექმნის ჩვენთან ერთად იმ ეკოსისტემას, სადაც ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელისთვისაც კი სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ერთ კომფორტულ სივრცეშია ხელმისაწვდომი და სრულყოფილი გარემოა იმისთვის, რომ დაზოგილი დრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს დაუთმოს. "გასტრონომი", ,,ბისტრო", "ოკტოპუსი", "პოლი", "დანკინი", "სკა" "ბიოგრაფთან" ერთად უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნიან და კიდევ ბევრ პრემიალურ ბრენდს გაუჩენენ სურვილს "საკენის" სივრცეში მოემსახურონ ერთგულ მომხმარებლებს და მათი ყოველდღიურობის ნაწილნი გახდნენ." - აცხადებს "ბიოგრაფის" აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.
ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული პრემიუმ დელიკატესების მაღაზია "გასტრონომის" ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი თბილისში, "ოკტოპუსის" ფიტნეს დარბაზი და აუზი, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცე, ,,ბისტროს", ,,პოლის". "დანკინის" და "სკას" კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სპა და ესთეტიკური ცენტრი, აფთიაქი, ბანკი და სხვა "საკენის" პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით. "საკენი" მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსია, სადაც ისტორიულ მოტივებზე შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს შექმნის.
კომპანია "გასტრონომის" ხელმძღვანელის, გიორგი გეთიაშვილის განცხადებით "გასტრონომ ჯგუფი" "საკენის" პროექტში მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს.
"პირველ რიგში, მინდა პროექტის ორგანიზატორებს ეს წარმატებული პროექტი მივულოცო. "გასტრონომ ჯგუფი" აღნიშნულ კომპლექსში თავისი პრემიუმ კლასის მაღაზიით იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს არსებულისგან თვისობრივად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს. კომპლექსში "გასტრონომ ჯგუფის" პრემიუმ კლასის "ბისტროც" განთავსდება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლების ყოველდღიურობაში დიდ სიახლეს შეიტანს და ქალაქის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის სერვისებით ისარგებლონ",- განაცხადა "გასტრონომის" ხელმძღვანელმა, გიორგი გეთიაშვილმა.
"საკენის" სივრცეში "ოქტოპუსის" ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრიც განთავსდება. როგორც "ოქტოპუსის" დირექტორმა, გიორგი ასათიანმა განაცხადა, ""საკენის" სახით. თბილისის ცენტრს კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური სივრცე დაემატება, სადაც პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება. შესაბამისად, "ოქტოპუსსა" და "ბიოგრაფს" შორის გაფორმებული მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ არსებულ კომპლექსში "ოქტოპუსის" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი, 25-მეტრიანი აუზი, ფიტნეს კლუბი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი თუ სპორტული სივრცეები განთავსდეს,"
"საკენის" დეველოპერულ პროექტში ამერიკული რესტორანი "დანკინიც" ინტერიერის განახლებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი. ""საკენი" გამორჩეული დიზაინით, ხასიათით და ურბანული განვითარების ჩანაფიქრით ჩვენთვის ძალიან საინტრესო პროექტია. "დანკინის" რესტორანიც, რომელიც აღნიშნულ კომპლექსში იქნება განთავსებული ამ ხასიათთან თანხვედრაში განსხვავხებულ და არა სტდანრატულ გარემოს შექმნის. "დანკინის" ამერიკული რესტორნების ინტერიერის კონცეპტუალური განახლება ბრენდის გლობალური სტრატეგიაა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში ყავის დასალევად მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შესთავაზებს "საკენის" მაცხოვრებლებს", განაცხადა "დანკინისა" და ვენდის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.
"ბიოგრაფი""ვისოლ ჯგუფის" წევრი ბრენდია, რომელსაც საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25 წლიანი ისტორია აქვს. "ბიოგრაფი" საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე გასულ თვეს გამოჩნდა და ქვეყნის ურბანულ განახლებას და დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. კომპანია პირველ ეტაპზე "საკენის" გარდა კიდევ ორ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს: "მატიანს" წერეთლის და "ჰისნის" ქეთევან დედოფლის გამზირებზე და საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს გააერთიანებს. "ბიოგრაფის" პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. ენერგოეფექტური კონსტრუქციები კლდოვან ქანებზე დაფუძნებულ ხიმინჯოვან საძირკველზე აღიმართება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს.