Get All Access for $5/mo

ექსპერტი კონსულტანტი - ახალი მიდგომა მომსახურების სფეროში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რამდენად კარგად ერკვევით ტექნიკის მახასიათებლებში? დაგყავთ თუ არა რეკომენდაციებისთვის ახლობელი საოჯახო, მსხვილი თუ წვრილი ტექნიკის შესაძენად? ვის ენდობით ტექნიკის შერჩევისას?

რას იტყოდით, თუკი თავად კონსულტანტი იქნებოდა იმდენად მომზადებული, რომ ნებისმიერ სპეციფიკურ დეტალსაც კი მარტივად და პრაქტიკული თვალსაზრისით აგიხსნიდათ?

მსგავსი სიტუაცია ძალიან ნაცნობია. ჩვენ ფაქტობრივად არ და ვერ ვენდობით კონსულტანტების უმეტესობას, რომლებმაც მხოლოდ ზედაპირულად იციან პროდუქტის მახასიათებლები.

მომხმარებელს უფრო მეტი პრაქტიკული დეტალი აინტერესებს: რატომაა ორ თითქმის ერთნაირ მოდელს შორის ფასში განსხვავება; რაში გამოადგება რეალურად ესა თუ ის რეჟიმი ან რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს პროდუქტი?

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "გრანდ ელექტრონიქსის" მაღაზიებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი სიახლეა - სულ მალე აქ ტექნიკას კონკრეტული ტექნიკის ექსპერტები შეგარჩევინებენ.

ვინ არიან ექსპერტ-კონსულტანტები?

როგორც კომპანია "გრანდ ელექტრონიქსში" გვიყვებიან, კომპანიაში ექსპერტ-კონსულტანტების იდეაზე დიდი ხანი ფიქრობდნენ, მაგრამ ამბიციურ პროექტზე მუშაობა კარანტინის პერიოდში დაიწყეს.

"ტექნიკის პროდუქტები საცალო სექტორში ალბათ ყველაზე სპეციფიკური მახასიათებლებით გამოირჩევა, მათ ბევრი ისეთი დეტალი გააჩნიათ, რომელიც აბნევს მომხმარებელს, კონსულტანტი კი არაა საკმარისად დამაჯერებელი, რომ მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს პროდუქტი შეარჩევინოს", გვიყვებიან კომპანიაში. "სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო ექსპერტ-კონსულტანტების გადამზადება - ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებიც მომხმარებელს მარტივად და ამომწურავად აუხსნიან, თუ რატომ უნდა შეიძინოს ესა თუ ის ტექნიკა".

ასე დაიწყო კონსულტანტების დატრენინგების ხანგრძლივი პროცესიც. ამის ფონზე კი კომპანიაში კვლავ აქტიურად გრძელდება ახალი კადრების მიღებაც. "გრანდ ელექტრონიქსი" ხომ თბილისში რიგით მეხუთე ფილიალის გასახსნელად ემზადება.

"ჩვენმა კონსულტანტებმა დღეს ყველა პროდუქტის მახასიათებელი იციან, რადგან ტრენინგებს სამუშაოს დაწყებამდე ადრეც გადიოდნენ, თუმცა მივხვდით, რომ ეს საკმარისი არ იყო. არ შეიძლება ადამიანმა ყველა ტიპის ტექნიკის ყველა მახასიათებელი იდეალურად იცოდეს", აღნიშნავენ "გრანდ ელექტრონიქსში".

"გრანდ ელექტრონიკსში" ტრენინგების სერია ახლაც მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ოფისის შეხვედრების ოთახები თითქმის ყოველთვის დაკავებულია.

ტრენინგები მიმდინარეობს ასევე უშუალოდ მაღაზიებსა და შოურუმებშიც. ტექნიკის მომავალი ექსპერტები სწორედ ასე ითვისებენ დეტალურად თითოეული ნივთის პრაქტიკულ დანიშნულებას: პირველ რიგში, თავად ხდებიან მომხმარებლები.

ძველ და ახალ თანამშრომლებს კონკრეტულ კატეგორიაზე კონკრეტული მოწვეული პროფესიონალი ტრენერი ასწავლით.

"მსხვილი და წვრილი ტექნიკა, გათბობა, კომპიუტერები და მობილურები - თითქოს ამ პროდუქციის შესახებ ისედაც ყველაფერი ვიცით, ჩვენ ხომ ადრეც ვყიდდით მათ, მაგრამ მომხმარებელს კიდევ უამრავი დეტალის გაგება სჭირდება საბოლოოდ გადაწყვეტილების მისაღებად", გვიყვება მარიამი, ერთ-ერთი მომავალი ექსპერტ-კონსულტანტი.

ტრენინგის პროცესში კონსულტანტები თავად ცდიან პროდუქტებს; იკვლევენ თითოეული ტექნიკის რეჟიმს და მათ მახასიათებლებს; სწავლობენ კონკრეტულად რა განსხვავებაა ორ, ერთი შეხედვით, ერთნაირ მოდელს შორის.

"გრანდ ელექტრონიკსის" ექსპერტი-კონსულტანტი ხომ ის ადამიანია, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მუშაობს პრაქტიკაში ესა თუ ის პროდუქტი. გარდა იმ მახასიათებლებისა, რომელიც ინსტრუქციაში ისედაც წერია, მათ უნდა იცოდნენ, კონკრეტულად როგორი ტიპის ადამიანისთვის ან ოჯახისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის სარეცხი მანქანა.

"თუნდაც, რას ნიშნავს ბავშვის ტანსაცმლის რეცხვის რეჟიმი? რომელ გრადუსზე ირეცხება, რატომ უნდა გარეცხოს ახალბედა მშობლებმა სწორედ ამ რეჟიმზე და არა - ჩვეულებრივზე? ხომ, თითქოს, ძალიან მარტივია სათქმელად, მაგრამ ჩვენ თავად უნდა ვიყოთ მომხმარებლები, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინოთ, თვითონ გავაკეთოთ არჩევანი და ასე დავეხმაროთ მომხმარებელს მისთვის საჭირო და პრაქტიკული მოდელი შეიძინოს", გვიამბობს მარიამი.

როგორც კონსულტანტები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის შესახებ მათი ცოდნა არც ისე ზედაპირული იყო, ტრენინგების შემდეგ, მათ თითოეული პროდუქტი უკვე მომხმარებლის თვალით დაინახეს და შეაფასეს.

კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, ფაქტობრივად შენზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებს მომხმარებელი და რა წარმოდგენას შეიქმნის საბოლოოდ კომპანიაზე - თანხმდებიან "გრანდ ელექტრონიქსში".

სწორედ ამიტომაც, კომპანიის ყველა ფილიალი ტექნიკის კატეგორიების მიხედვით დაიყოფა. თითოეულ ზონას თავისი ექსპერტები ეყოლებიან.

ექსპერტ-კონსულტანტებისთვის განსხვავებული საბონუსე სისტემაც შემუშავდა. როდესაც პროდუქტი ექსპერტულ დონეზე იცი, ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა იყოს - ასე თვლიან კომპანიაში.

ტრენინგებში აქტიურადაა ჩართული კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტი. სანამ პროდუქცია დახლებამდე მიაღწევს, სწორედ ამ განყოფილების თანამშრომლები არჩევენ მათ დეტალურად; სწავლობენ ქართული ბაზრის მოთხოვნას და თავისებურებებს და შემდეგ ახორციელებენ შესყიდვებს.

გარდა ამისა, მოწვეულ ტრენერებში არიან იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებთანაც "გრანდ ელექტრონიქსი" თანამშრომლობს.

სწორედ ამ წუთებში კი, "გრანდ ელექტრონიქსში" ახალბედა და ძველი, გამოცდილი კონსულტანტები სამზარეულოს ტექნიკისა და კონდიციონერების თავისებურებებს სწავლობენ; თავადვე ცდიან პროდუქტებს და სულ მალე გაგიზიარებენ თავიანთ განახლებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!