Get All Access for $5/mo

English Promoter Publications-ის 3 წლის იუბილე და ახალგაზრდა, წარმატებული ავტორის ხედვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

English Promoter Publications გამოსცემს ინგლისური ენის დამხმარე სახელმძღვანელოებს, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია აბიტურიენტებია. დაარსებიდან 3 წლის თავზე ის წარმოდგენილია 14 წიგნით და ითვლის 50 000-მდე გაყიდულ ეგზემპლარს.

"ჩვენი მიზანია მათ ინგლისური ენის სწავლა გავუმარტივოთ. ენისა, რომელიც გასაღებია უამრავი შესაძლებლობისა და გარანტი მათი კარიერული წინსვლისა", - ალექსანდრე ლომაძე English Promoter Publications-ის დამფუძნებელი და ავტორი.

როგორც ალექსანდრე ამბობს, Promoter ქმნის ისეთ რესურსებს, რომლებიც სრულად პასუხობს ეროვნული გამოცდების პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.

"ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია ინფორმაციის უკმარისობის განცდა რაიმეს სწავლის პროცესში. ინფორმაციის არასრულად ან ნაწილობრივ მიღება კი ვერ იძლევა საფუძვლიანი ცოდნის მიღების შესაძლებლობას, ხშირ შემთხვევაში ეს გავლენას ახდენს სწავლის მოტივაციაზე", - ამბობს ალექსანდრე.

როგორც თავად აღნიშნავს, ენის დიდი მოყვარულია და მიღებული ცოდნის კონსოლიდაციის სურვილმა გაუჩინა იდეა, თავდაპირველად შეექმნა ენის ფუნდამენტური კომპონენტის - გრამატიკის რესურსი, რომელიც არსებული დანაწევრებული ლიტერატურისგან გამორჩეული იქნებოდა.

მისი თქმით, სწორედ წიგნის მომხმარებელთა დადებითი უკუკავშირია მიზეზი იმისა, რომ English Promoter Publications დღეს 14 სახელმძღვანელოს ითვლის, რომელთა შორისაა არა მხოლოდ სააბიტურიენტო - ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების, მოსმენისა და წერის უნარების განმავითარებელი სახელმძღვანელოები, ასევე ზრდასრულთათვის სასაუბრო ინგლისურისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი წიგნები.

"ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც 19 წლის ასაკში პირველი წიგნის გამოცემისას დავდექი, იყო ჩემი გამოუცდელობა და ფინანსური რესურსების სიმცირე.

მიუხედვად იმისა, რომ ჩემი ასაკი ხელის შემშლელი ფაქტორი გახდა გამომცემლობებისგან დაფინანსების მიღებისა და ინფორმაციული მხარდაჭერისა, არცერთი წუთი არ მიფიქრია, საკუთარ მიზნებზე უარი მეთქვა, ვინაიდან ვხედავდი ჩემს დიდ შრომას დიდი დათმობების ფასად".

ალექსანდრემ რაამდენიმე წიგნის გამოცემის შემდეგ მიიღო შემოთავაზება, რითაც შეძლო კონკურენტული ფასებით მაღალპოლიგრაფიულ ხარისხში ნაბეჭდი წიგნების მომხმარებლისთვის შეთავაზება.

"მიმდინარე პერიოდში ჩვენი მთავარი გამოწვევაა პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწა და დაახლოება 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან. ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში კიდევ უფრო შემეცნებითს და საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. მაშასადამე, საჭიროა ციფრული რესურსების ინტეგრირება ბეჭდურ რესურსებთან, რაც მეტ-ნაკლებად დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული", - განმარტავს ალექსანდრე.

იგი წარმატებულად მიიჩნევს თავს იმის ფონზე, რომ დღეს ათასობით მოზარდი მისი წიგნებით ხელმძღვანელობს და კარიერული წინსვლის პერსპექტივას იქმნის.

"გარდა საავტორო საქმიანობისა, ვარ მასწავლებელი და ამ მხრივაც ვუკავშირდები ახალ თაობას. ფასდაუდებელია მათთან კომუნიკაცია, რადგან არიან ლაღები, ყველაზე მართალნი და დიდი სიყვარულის გაცემა შეუძლიათ.

განათლების სფეროში "ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" ის გიგანტია, რომელმაც მომცა საკუთარი თავის ყოველმხრივ პოვნისა და განვითარების შესაძლებლობა. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო სკოლა "პროგრესის" დამფუძნებელსა და ბრენდის ავტორს, ნინა ჩიკვაშვილს - მეამაყება, მერქვას პროგრესელი", - გვიყვება ალექსანდრე.

მისი თქმით, იყო ახალგაზრდა ავტორი და მასწავლებელი, ხშირად ხდება საზოგადოებისთვის დადებითად გაკვირვების საგანი. მისი მთავარი ინსპირაციის წყარო კი მოსწავლეები, საქმისადმი სიყვარული და უამრავი დადებითი უკუკავშირია.

"ყველა დამწყებსა თუ მოყვარულს, ნებისმიერ სფეროში, მინდა ვურჩიო, იყვნენ მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები, გამოწვევებით სავსე გზაზე მზად იყვნენ ყველანაირი სცენარისთვის და მიღწეული შედეგით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ".

English Promoter Publications განაგრძობს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. მათი სამომავლო მიზნები უკავშირდება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის სასწავლო ლიტერატურის შექმნას და ბეჭდური და ციფრული რესურსების ინტეგრირებას.