Get All Access for $5/mo

''ფილიპ მორის საქართველო'' ზედიზედ მეოთხედ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფილიპ მორის საქართველო" საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მფლობელი ზედიზედ უკვე მეოთხედ გახდა. ამ ტიტულის მინიჭება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "ფილიპ მორისის" მიერ ადამიანური რესურსების მართვის გამორჩეულ პრაქტიკასა და სამუშაო გარემოს თანამედროვე საჭიროებებისადმი მისადაგების ბრწყინვალე ხარისხს.

"ფილიპ მორის საქართველოსთვის "საუკეთესო დამსაქმებლის" ტიტულის მინიჭება ზედიზედ ოთხგზის, არის მტკიცებულება იმისა, რომ "ფილიპ მორის საქართველო" ქმნის მაღალი ხარისხის სამუშაო გარემოს", - აღნიშნა იური გორდოკმა, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა. "ჩვენ ვაგრძელებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვას და ვმუშაობთ, რათა "ფილიპ მორის საქართველო" გავხადოთ საუკეთესო სამუშაო ადგილი ჩვენი თანამშრომლებისთვის და მივცეთ მათ უნიკალური სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა".

"საუკეთესო დამსაქმებლის" (The Top Employer) სერტიფიცირება წარმოადგენს "საუკეთესო დამსაქმებელთა ინსტიტუტის" (Top Employers Institute) დამოუკიდებელი შეფასების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი", წელს ზედიზედ მეექვსედ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად მსოფლიოს მასშტაბით და მოხვდა იმ 11 კომპანიას შორის მოხვდა, რომლებმაც მიიღეს "საუკეთესო დამსაქმებლის" წოდება.

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" მისიამ, შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი, ჩვენი თანამშრომლები ერთი საერთო მიზნის გარშემო გააერთიანა. მათ ამოძრავებთ სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალონ თამბაქოს იმ მომხმარებელთა ცხოვრება, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. მათი ძალისხმევა კი დადებით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ საზოგადოებაზეც", - განმარტავს იური გორდოკი.

სერტიფიცირების პროცესში, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" ადამიანთა რესურსების დამოუკიდებელ აუდიტთა წინაშე მოახდინა კომპანიის მიერ ადამიანთა რესურსების მართვის ბრწყინვალე შედეგების დემონსტრირება ექვს საკვანძო სფეროში. აღნიშნული შედეგის მიღწევა კომპანიამ 400 კითხვაზე პასუხის გაცემითა და დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის შედეგად წარმატებით შეძლო.

ექვსი საკვანძო სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • მართვა: ბიზნესსტრატეგია, თანამშრომელზე ორიენტირებული სტრატეგია და ხელმძღვანელობა
  • ფორმირება: ორგანიზაცია და ცვლილებები, ციფრული HR და სამუშაო გარემო
  • მოზიდვა: ორგანიზაციის, როგორც დამსაქმებლის რეპუტაცია (Employer branding), ტალანტების მოზიდვა და ადაპტაცია (onboarding)
  • განვითარება: შესრულება/წარმადობა, კარიერა და სწავლა
  • ჩართულობა: კეთილდღეობა, ჩართულობა, ჯილდოები და აღიარება, ორგანიზაციიდან წასვლა (offboarding)
  • გაერთიანება: ფასეულობები, ეთიკა და ერთიანობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, მდგრადი განვითარება.

"საუკეთესო დამსაქმებელთა ინსტიტუტის" შესახებ

"საუკეთესო დამსაქმებელთა ინსტიტუტი" (Top Employers Institute) არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც კომპანიების მხრიდან ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო მიდგომების აღიარებას ემსახურება. ორგანიზაციის მიზანია, დააჩქაროს კომპანიებში მაღალი ხარისხის ადამიანური რესურსების პრაქტიკის იმპლემენტაცია.

"საუკეთესო დამსაქმებლების ინსტიტუტი" 30 წლის წინ დაარსდა და არსებობის მანძილზე მან 123 ქვეყანაში 1 857 ორგანიზაციის სერტიფიცირება განახორციელა, ამ კომპანიებში დასაქმებულ ადამიათა რაოდენობა კი საერთო ჯამში 7 მილიონს აღემატება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი